
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ნორიოს ღვთისმშობლის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში მდებარეობს. იგი გვიანი შუასაუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა დარბაზულია და ნაგებია ქვითა და აგურით. ეკლესია აღმოსავლეთით შვერილი, ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდსა და დასავლედ ფასადში თითო სარკმელია გაჭრილი, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში კი ორ-ორი. სამხრეთის ფასადში სამი სარკმელი ყოფილა, თუმცა შუა ღიობი ამოქოლილია და ნიშისებური სივრცეა დარჩენილი. საკურთხევლის სარკმელი უფრო დიდი ყოფილა და მოგვიანებით დაუვიწროვებიათ. სარკმლებს აგურისგან გამოყვანილი თაღედები ევლება. დასავლეთის ფასადი დეკორირებულია დიდი ზომის, სიბრტყის შეწევით მიღებული აგურის ჯვრებით. ჯვრების დეკორატიული ელემენტი გვხვდება აბსიდზეც, თუმცა ისინი უფრო მცირე ზომისაა, დასავლეთის ფასადთან შედარებით. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთითა და სამხრეთით, ორივე მათგანი თაღოვანია. დასავლეთის ფასადის ცენტრალური არე მცირედით გამოწეულია ძირითად სიბრტყესთან შედარებით. ინტერიერი მოხატულია უახლოეს წარსულში. ეკლესიას გალავანი ევლება. გალავანში, ტაძრის დასავლეთით, ჩართულია ორსართულიანი სამრეკლო, რომელიც კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს. პირველი სართულის ჩრდილოეთის მხარე ყრუა, დანარჩენი სამი მხარე კი გახსნილია თაღებით. მეორე სართული ფართობით უფრო მცირეა პირველ სართულთან შედარებით და იგი ოთხივ მხარეს თაღებითაა გახსნილი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა