დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ფერადი მთები, უდაბნო - Colorful mountains, Desert, Udabno

მრავალწყაროს ფერადი მთები

მთა
1 შეფასება

მრავალწყაროს ფერადი მთების შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მრავალწყაროს ფერადი მთები კახეთში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ნახევარ უდაბნოს ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 500-550 მეტრზე. იგი წარმოადგენს ვრცელი ბორცვების, ზეგნებისა და ციცაბოფერდობებიანი ცალკეული მაღლობების მშრალ ტერიტორიას, მწირი მცენარეულობით. "ფერადი მთები” მას აქ გავრცელებული სხვადასხვა ფერის დანალექი ქანების გამო ეწოდა. აფერადებული, დაზოლილი მთები საოცრად შთამბეჭდავ და ეგზოტიკურ სანახაობას ქმნის. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ ულამაზეს გარემოში მოქცეული, ლურჯად მოლივლივე მრავალწყაროს წყალსაცავი და უძველესი კლდეში ნაკვეთი კომპლექსი - მრავალწყაროს მონასტერი. მრავალწყაროს ფერადი მთები საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია და უამრავ მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. ეს ადგილი ყველა სეზონზე ლამაზია, თუმცა გაზაფხულზე განსაკუთრებით, როდესაც ქანების მრავალფეროვნებას ახლადამოსული ბალახის ხასხასა სიმწვანეც უერთდება და უფრო ცოცხალ და კონტრასტულ ელფერს სძენს გარემოს.

თეგები: #მთა #ბუნება

ახლოს მდებარე ტურები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Alexandra Shakaia
Alexandra Shakaia

გამარჯობა, ჩვეულებრივად შემიძლია რომ მივიდე და ფოტოები გადავიღო? ამ ბოლო დროს თითქმის სადაც ფოტოების გადაღება დავაპირე ყველგან უარი მითხრეს

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით. დიახ, შეგიძლიათ მიხვიდეთ და გადაიღოთ ფოტოები.

Lina Georgia-Tbilisi
Lina Georgia-Tbilisi

გამარჯობა , რუკაზე როგორ ვიპოვო ეს ადგილი , თავის მანქანით რო მივიდეთ((

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, მანქანით შეგიძლიათ მიხვიდეთ მრავალწყაროს წყალსაცავთან და შემდეგ განაგრძოთ ფეხით სიარული, რაც დაახლოებით 2 კილომეტრია. და მიხვალთ ფერად მთებამდე.

Akaki Makhatadze
Akaki Makhatadze

დიდი ჯგუფი რომ წავიდეს დასათვალიერებლად არის სამაგისო სიტვაცია?? და ბილიკი რამდენათ მოწესრიგებულია??

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

ირგვლივ არ არის მოწყობილი არანაირი ინფრასტრუქტურა. არის მხოლოდ ბუნება, რასაც ფოტოებზე ხედავთ. არ არის სპეციალურად ტურისტებისთვის მოწყობილი ბილიკები. მანქანა მიდის მრვალწყაროს წყალსაცავთან საიდანაც 2 კილომეტრამდე არის ფეხით სავალი ფერად მთებამდე.

1 შეფასება
2

არადა სულაც არ ყოფილა ფერადი და ისეთი როგორიც სურათებში იყო.მაგრამ მაინც ღირდა საკუთარი თვალით ნახვა

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მრავალწყაროს ფერადი მთები

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!