დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
საგარეჯო

საგარეჯოს შესახებ

საგარეჯო აღმოსავლეთ საქართელოში, კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. VI საუკუნის პირველი ნახევრიდან გარე კახეთის რამდენიმე სოფელი, უდიდესი სამონასტრო ცენტრის, გარეჯის ფეოდალურ მამულს წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში გარე კახეთს საგარეჯო, გარეჯის ქვეყანა დაერქვა და XV საუკუნიდან ისტორიულ წყაროებში იგი სწორედ ამ სახელით იხსენიება. XVII საუკუნის პირველ ნახევარში შაჰ აბასის ლაშქრობის შედეგად გარე კახეთი სრულიად განადგურდა. დარბეული საგარეჯოს ხელახალი დასახლება XVII საუკუნის მეორე ნახევარიდან დაიწყო, XVIII საუკუნის დასაწყისში კი მოსახლეობამ მასობრივად დაიწყო ჩამოსახლება. ამ პერიოდში დაიწყო საგარეჯოს ტაძრების აღდგენა და დიდი აღმშენებლობა, რაშიც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ღირს ონოფრე გარეჯელს, რომელიც საგარეჯოს ხელახლა აღმაშენებლად ითვლება (ონოფრე გარეჯელი - ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, იგი წმინდანადაა შერაცხული). დღესდღეობით რაიონში ფუნქციონირებს რამდენიმე თეატრი, ბიბლიოთეკები და მუზეუმი. მუნიციპალიტეტში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით მევენახეობა და მეცხოველეობა. საგარეჯო გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით. გაშლილი სივრცეები, ფერადი უდაბნოები, ციხესიმაგრეები თუ უძველესი ეკლესია-მონასტრები უამრავ ტურისტს იზიდავს. რაიონში რამდენიმე სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ, ესენია: გარეჯობა, გოგლაობა, ბერიკაობა, რეზოობა და ვაჟაობა. საგარეჯოში ასევე არის ბალნეოლოგიური კურორტი - უჯარმა, სადაც სიმწვანეში ჩაფლულ, ულამაზეს გარემოში შეძლებთ დასვენებას.


გეოგრაფია და კლიმატი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი საგარეჯო. მუნიციპალიტეტი შედგება შემდგი ადმინისტრაციული ერთეულებისგან: ქალაქი საგარეჯო, სოფლები: გომბორი, კოჭბაანი, უჯარმა, ხაშმი, პატარძეული, წყაროსთავი, ნინოწმინდა, გიორგიწმინდა, თოხლიაური, მანავი, დიდი ჩაილური, პატარა ჩაილური, კაკაბეთი, ვერხვიანი, ყანდაურა, ბადიაური, მზისგული, შიბლიანი, იორმუღანლო, დუზაგრამა, ლამბალო, თულარი, სათაფლე, უდაბნო. საგარეჯოს აღმოსავლეთით გურჯაანის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, დასავლეთით - გარდაბნის, ჩრდილოეთით - თიანეთის, თელავისა და ახმეტის, სამხრეთით კი მას აზერბაიჯანთან აქვს საზღვარი. რაიონის სამხრეთ ნაწილი ვაკე-ბორცვიან ივრის ზეგანზეა განლაგებული, მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილს კი გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთა უჭირავს. საგარეჯოს მთავარ ჰიდროგრაფიულ ქსელს მდინარე იორი ქმნის. მუნიციპალიტეტში გვხვდება ტბებიც.
ივრის
ზეგანზე ზომიერად თბილი, სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, ცხელი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურა 11 °C-12 °C-ა, იანვრის - -1,1 °C-იდან 0,1 °C მდე. გომბორის ქედის მთისწინეთში და ქვემო კალთებზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. გომბორის ქედის თხემზე კი ზომიერად ნოტიო ჰავაა ჩამოყალიბებული, ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, გრილი ზაფხულით.


რა ვნახოთ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი, ეგზოტიკური ბუნებითა და უძველესი ისტორიულ-კულტურული ძეგლებით. გაშლილ, თვალუწვდენელ ივრის ზეგანზე მიმობნეული პატარა ტბები, მარიამჯვრის ნაკრძალის ტყეები თუ ხრიოკები და აფერადებული უდაბნოები საინტერესო მარშრუტებს გთავაზობენ, აქ თავგადასავლების, მრავალფეროვნებისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების სამყაროში მოხვდებით. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გარეჯის ფერადი უდაბნო, სადაც საოცარი ლანდშაფტი და უნიკალური, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ბუნებისა და კულტურის შესანიშნავ ჰარმონიას ქმნის. გარდა დავით გარეჯის მონასტრისა საგარეჯოში კიდევ ბევრი საინტერესო ძეგლია, რომლებიც საქართველოს კულტურასა და ისტორიაზე გვიყვებიან, როგორიცაა მაგალითად: უჯარმის ციხე, მანავის ღვთისმშობლის ეკლესია, მანავის ციხე, ჩიჩხიტურის მონასტერი და სხვა. რაიონში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც სხვადასხვა ეპოქის უამრავ საინტერესო ექსპონატს იხილავთ. საგარეჯო დასვენებისა და განტვირთვისთვისაც შესანიშნავი ადგილია. ბალნეოლოგიურ კურორტ უჯარმაში, სანატორიუმსა თუ კოტეჯებში, ნამდვილად შეძლებთ კომფორტულ და გამაჯანსაღებელ დასვენებას.


ბუნება


კულტურული ძეგლები


კურორტები

  • უჯარმა


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ



სად დავრჩეთ კახეთში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე საგარეჯო

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!