
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მანავის ციხე კომპლექსი — ციხესიმაგრე კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის ახლოს, მაღალ მთაზე. აქ იყო ფეოდალური კახეთის უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი ცენტრი.
ციხის ძველი სამშენებლო ფენა X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება, ახალი XVI-XVII ს.ს . ციხეს სახელწოდება სოფლიდან გამომდინარე მიუღია. იგი ორი ნაწილისაგან შედგება: შემაღლებულ ადგილზე დგას ციტადელი, რომელსაც აღმოსავლეთით ქვედა ციხე ეკვრის. ციხეს აქვს შიდა გალავანი, შესასვლელი ჩრდილოეთიდან მდებარეობდა. აქვს ოთხი კოშკი, ციხიდან კარგად ჩანს გარემო. ამჟამად ციხის ტერიტორიაზე დგას სამი ეკლესია: ღვთისმშობლის დიდი, პატარა ეკლესია და წმინდა გიორგის ეკლესია.
ციხის კომპლექსი შემავალი ნაგებობებია:
მანავის ციხე ბოლო საუკუნეებში ფეოდალური კახეთის ერთ-ერთი ცენტრთაგანი იყო. ციხე გამორჩეული იყო თავისი სტრატეგიული მნიშვნელობით. ის აღმართული იყო წამოწეულ მთის იმ წვერზე, რომელიც ბატონობს ამ მხარეზე. ხეობა ორივე მიმართულებით კარგად ჩანს, თითქმის, 10-15 კმ-ზე. ვახუშტი ბატონიშვილი განმარტავს: „ჰერეთის მთის ძირს არს მანავი, სადაც აღაშენა სასახლე იმამ-ყული ხან. მთის ძირად. ძველათ ციხე და აწ შემუსვრილი“. ამ ცნობის მიხედვით უნდა ვიგულისხმოთ, რომ ვახუშტის რუსეთში წასვლის დროს – 1724 წელს, მანავი სრული ცხოვრებით ცხოვრობდა, ხოლო იქვე არსებული ძველი ციხე იყო „შემუსვრილ“.
მემატიანეები რამდენიმე ცნობას გვაწვდიან XVIII საუკუნის პირველი ორი ათეული წლების ფარგლებში, მაგრამ არაა ცნობილი, თუ რა ხდებოდა მანამდე ან შემდეგ. XVIII საუკუნის დასაწყისიდან კახეთის მეფე დავით II-ს (იმამ-ყული ხანს) მანავი რეზიდენციად გაუხდია და იგი აქედან მართავდა ქვეყანას. ეტყობა, ადრე იქ მდგარი ნაგებობები საკმარისი არ ყოფილა და იგი აგებს სასახლეს. მემატიანე წერს, რომ ლეკთა მოძალების გამო აღარ იდგომებოდა ყარაღაჯში და „დაუტევა იმამ-ყული სსხან ყარაღაჯი და ჰყო სასახლე თვისი თელავს და მანავს და იმყოფებოდა ზამთარს მუნ“. ამ დროს მანავი რომ ცენტრი იყო, იქიდანაც ჩანს, რომ მეფე თეიმურაზ II-მ 1712 წელს აქ იქორწინა და აქვე იმყოფებოდა მომდევნო წლებშიც (მემატიანე).
ციხეზე ამის შემდეგ არაფერი ისმის. მოგვიანებით გვაქვს გიულდენშტედტის ცნობა, რომელმავც აქ გაიარა 1772 წელს. საგარეჯოდან გასვლის შემდეგ იგი შედის მანავში და წერს: „ეს სოფელი თითქმის განადგურებულია; გადარჩენილ მოსახლეთაგან მცირე ნაწილმა შეაფარა თავი ოდნავ ჩრდილოეთით ვიწრო გალავანს ციცაბო მაღლობზე“, – ეს არის ბოლო ისტორიული წყარო, რომელიც წინა საუკუნეებში მანავის ციხეს მოიხსენიებს.




გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა