დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
თელავის ისტორიული მუზეუმი, ერეკლე II სასახლე- Telavi History Museum, Erekle II Palace თელავი, კახეთი - Telavi, Kakheti თელავის ისტორიული მუზეუმი, ერეკლე II სასახლე- Telavi History Museum, Erekle II Palace თელავი, კახეთი - Telavi, Kakheti თელავის ისტორიული მუზეუმი, ერეკლე II სასახლე- Telavi History Museum, Erekle II Palace თელავი, კახეთი - Telavi, Kakheti თელავი, კახეთი - Telavi, Kakheti თელავის ისტორიული მუზეუმი, ერეკლე II სასახლე- Telavi History Museum, Erekle II Palace

თელავის შესახებ

თელავი კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. მის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ პერიოდში განვითარდა, გვიანდელ ანტიკურ ხანაში კი ქალაქის ტიპის დასახლება წარმოიქმნა. წერილობით წყაროებში თელავი XI საუკუნიდან გვხვდება. შუასაუკუნეებში იგი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. XVII საუკუნის II ნახევარში, მას შემდეგ რაც კახეთის მეფე არჩილ II-მ თავისი რეზიდენცია გრემიდან თელავში გადმოიტანა, იგი მწიგნობრობის კერად იქცა. 1758 წელს აქ დაარსდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც 1782 წელს სემინარიად გადაკეთდა. თელავი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და კულტურული ცენტრია. აქ ფუნქციონირებს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეატრი და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. თელავში განვითარებულია მევენახეობა, მებაღეობა, მარცვლეულისა და ეთერზეთოვანი კულტურების, ხორცისა და რძის წარმოება. მნიშვნელოვანი საწარმოებია ღვინის ქარხნები, კვების და მსუბუქი მრეწველობის ობიექტები. ეს რაიონი გამორჩეულია ლამაზი ბუნებით. უსასრულო ალაზნის ველი კახეთის კავკასიონის ფონზე საოცარი სანახაობაა. თელავი მდიდარია სხვადასხვა პერიოდის კულტურული ძეგლებით. აქ ნახავთ ნამოსახლარებს, სასახლეების ნაშთებს, ციხე-სიმაგრეებსა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ტაძრებს. რაიონში რამდენიმე კურორტიც არის, სადაც გამაჯანსაღებელ და სასიამოვნო დასვენებას შეძლებთ.


გეოგრაფია და კლიმატი

თელავის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთისმხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება ახმეტისმუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით დაღესტნის რესპუბლიკა, აღმოსავლეთით ყვარლის, სამხრეთ-აღმოსავლეთით გურჯაანის, სამხრეთ-დასავლეთით საგარეჯოს მუნიციპალიტეტები. თელავი 27 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, ესენია: ცენტრალური თელავი, ძველი თელავი, დასავლეთი თელავი, ალაზანი-კავკასიონი, აღმოსავლეთ თელავი, აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კონდოლი, კისისხევი, შალაური, ნასამხრალი, კურდღელაური, გულგულა, ვარდისუბანი, რუისპირი, იყალთო, ყარაჯალა, ნაფარეული, ლაფანყური, ლალისყური, სანიორე – ჯუღაანი, ართანა, ფშაველი – ლეჩური, თეთრიწყლები. რაიონის ცენტრალური ნაწილი გაშლილია ალაზნის ვაკეზე, რომელიც დასავლეთით გომბორის ქედითაა შემოზღუდული, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი კახეთის კავკასიონით. მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იჭრება გომბორის ქედი. თელავის ტერიტორიაზეა გომბორის ქედის უმაღლესი მწვერვალი - ცივი (1991 მ). მდინარე ალაზანი და მისი აუზი ქმნის რაიონის მთავარ ჰიდროლოგიურ არტერიას. ასევე გამოსაყოფია მდინარეები: სტორი, კასისხევი და ლოპოტა. ტბების მხრივ მუნიციპალიტეტის ტერიტორია ღარიბია. რაიონის მიწების დიდი ნაწილი უჭირავს მთისწინეთის და დაბალმთიანეთის მუხნარ-რცხილნარსა და სხვა ფართოფოთლოვან ტყეებს.
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქშია მოქცეული. ალაზნის ვაკეზე ზომიერად ნოტიო ჰავაა ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით.
ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12 °C. გომბორის ქედზე ზღვის დონიდან 1200 მ-მდე ზომიერად ნოტიო ჰავაა. ცივის მწვერვალზე ტემპერატურა უდრის 4 °C-ს. კახეთის კავკასიონზე ზღვის დონიდან 1200 მ-მდე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა.


რა ვნახოთ

თელავი ძალიან ლამაზი რაიონია, რომელიც გამორჩეულია სხვადასხვა ეპოქის კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ ნახავთ ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, შუა საუკუნეების, უდიდესი კულტურული მნიშვნელობის მქონე ტაძრებს, სასახლეებისა და ციხესიმაგრეების ნანგრევებს, რომლებიც მრავალი საინტერესო ისტორიისა და გმირობის მომსწრენი არიან. განსაკუთრებით ცნობილია იყალთოს მონასტერი, სადაც არსენ იყალთოელს იყალთოს აკადემია დაუარსებია. იგი XI-XII საუკუნეებში უმაღლესი სასწავლებელი იყო. ასევე უმნიშვნელოვანესი ძეგლებია ძველი და ახალი შუამთა, ვანთის სასახლის კომპლექსი, კისისხევის ღვთისმშობლის ეკლესია და სხვა. ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე II-ის სასახლეში განთავსებულია თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც მრავალი საინტერესო ექსპონატია წარმოდგენილი: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, XVII-XIX სს-ის სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღის, ხევსურული სამოსელის კოლექციები, ტექსტილის, ხელნაწერთა და ფერწერული ტილოების კოლექციები, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ფოტოფონდი და სხვა. თელავის ერთ-ერთი განსაკუთრებულად პოპულარული ადგილია წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი უმშვენიერესი ბაღით, რომლის სტუმარიც ბევრი ქართველი თუ უცხოელი ცნობილი მწერალი და პოეტი ყოფილა.


კულტურული ძეგლები


კურორტები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ



სად დავრჩეთ კახეთში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე თელავი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!