გურჯაანი კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია.
იგი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული,
აღმოჩენილია ქვის ხანის ადამიანის სადგომი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მჭიდროდ
ყოფილა
დასახლებული
როგორც
ბრინჯაოს,
ისე
ანტიკურ
და
ფეოდალურ ხანაში. ეს ისტორიული დასახლება მრავალი ბრძოლის მოწმეა: განსაკუთრებით აღსანიშნავია კახეთის
1812 წლის
გლეხთა
აჯანყება რუსეთის
თვითმპყრობლური
პოლიტიკის წინააღმდეგ.
სახელ
გურჯაანს
თურქული
წარმოშობა
აქვს:
სიტყვა
„გურჯ“
თურქულია
და
ქართველს
ნიშნავს,
ხოლო
„გურჯაანი“
— ქართველთა
სადგომს. რაიონში არის საშუალო პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები, ასევე
ბიბლიოთეკები, თეატრები და მუზეუმები. გურჯაანში წამყვანი დარგი სოფლის
მეურნეობაა,
ძირითადად
მევენახეობა
და
მეცხოველეობა.
მუნიციპალიტეტში
რამდენიმე
ღვინის
და
სპირტის
ქარხანაა,
ასევე
სხვა
პროფილის
მცირე
საწარმოები.
რაიონის
ტერიტორიაზე
გადის
სარკინიგზო
და
საავტომობილო
მაგისტრალები. გურჯაანი ძალიან ლამაზი და კულტურული ძეგლებით მდიდარი რაიონია. აქ
ნახავთ სხვადასხვა პერიოდის ციხე-სიმაგრეებს, ნამოსახლარებსა და მნიშვნელოვან ტაძრებს.
განსაკუთრებით ცნობილია ორგუმბათიანი გურჯაანის ყველაწმინდა. რაიონის მნიშვნელოვანი
ბუნებრივი სიმდიდრეა ფსევდოვულკანური სამკურნალო ტალახი, რომლის ბაზაზეც არის აშენებული
კურორტი ახტალა. აქ არის მოზრდილთა და ბავშვთა სანატორიუმი, პოლიკლინიკა და ტალახსამკურნალო
სააბაზანო.
გეოგრაფია და კლიმატი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში
მდებარეობს. მისი
ადმინისტრაციული ცენტრია
ქალაქი გურჯაანი.
მუნიციპალიტეტი მოიცავს
ქ. გურჯაანის,
სოფელ ვაჩნაძიანისა და სოფელ კახიფარის, კალაურის, სოფელ შაშიანის, სოფელ ვაზისუბნის,
სოფელ მუკუზნისა და სოფელ ზეგაანის,
სოფელ ველისციხის,
სოფელ ახაშნის,
სოფელ ჩუმლაყისა და სოფელ ყიტაანის, გურჯაანის, ჭანდრის, სოფელ ძირკოკის, სოფელ ვეჯინის, სოფელ კოლაგის,
სოფელ ბაკურციხის,
სოფელ კარდენახის,
სოფელ ჩალაუბნის, სოფელ მელაანის, სოფელ კაჭრეთის, სოფელ ზემო კაჭრეთის, სოფელ ნანიანის, სოფელ ჯიმითის,
სოფელ არაშენდის, სოფელ ქოდალოს, სოფელ დარჩეთის, სოფელ ზიარისა და სოფელ ფხოველის,
სოფელ ჭერემის ადმინისტრაციულ ერთეულებს. გურჯაანს დასავლეთით ესაზღვრება საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით
- სიღნაღის,
ჩრდილო-დასავლეთით
- თელავის,
ჩრდილოეთით -
ყვარლის, აღმოსავლეთით კი - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. გურჯაანის ტერიტორია უმეტესად
დაბალმთიანია, ზოგან არის საშუალომთიანი რელიეფიც. მუნიციპალიტეტი მდინარე ალაზნის
აუზშია მოქცეული, რომელიც რაიონის მთავარი სამდინარო არტერიაა. რაიონის შუა ნაწილში
გომბორის საშუალომთიანი ქედია აღმართული, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ივრის ზეგნის მონაკვეთია
შემოჭრილი, აღმოსავლეთით კი ვრცელდება ალაზნის მთათაშორისი ვაკე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. აქ მკვეთრად გამოხატული
ჰავის სიმაღლებრივი ზონალობაა. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთით ვაკეზე ჩამოყალიბებულია
ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით, გომბორის ქედზე ხანგრძლივი
ზაფხული იცის, ივრის ზეგანზე კი მშრალი სუბტროპიკული ჰავაა, ზომიერად ცივი ზამთრითა
და საკმაოდ ცხელი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12.4 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურა 0.9
°C-ა, აგვისტოსი კი - 23.6 °C.
რა ვნახოთ
გურჯაანი ძალიან ლამაზი და მრავალსაუკუნოვანი კულტურული
ძეგლებით მდიდარი რაიონია. აქ არის ანტიკური და ფეოდალური ხანის ნამოსახლარები, ისტორიული
ციხე-სიმაგრეები და არქიტექტურული კუთხით მნიშვნელოვანი ტაძრები. ბრინჯაოს ხანისა და
ანტიკური სამაროვნები გვხვდება სოფელ კაჭრეთში, მელაანში, ბაკურციხეში და ა.შ. აღსანიშნავია
ჭერემის ნაქალაქარი, სადაც არის ბრინჯაოს ხანის, ანტიკური და შუასაუკუნეების ნამოსახლარები
და რამდენიმე საინტერესო ეკლესია. გურჯაანის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია ყველაწმინდა,
რომელიც შიგა სივრცით სამნავიანი ბაზილიკაა, გადახურვა კი გუმბათოვანი აქვს, თანაც
მას ორი რვაწახნაგა გუმბათი ადგას. ეს ტაძარი გარდამავალი ხანის ხელოვნებას მიეკუთვნება,
როდესაც დაიწყო არქიტექტურის კლასიკური ფორმების რღვევა და ახალი გზების ძიება. საინტერესოა
გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია ქვის,
ადრინდელი და გვიანი ბრინჯაოს, ანტიკური
და
ფეოდალური ხანის მასალები, ისტორიული დოკუმენტები, ფოტომასალა, ფერწერული ტილოები, ლითონმქანდაკებლობის ნიმუშები და ა.შ. რაიონში ასევე ფუნქციონირებს ნატო ვაჩნაძისა და იოსებ ნონეშვილის
სახლ-მუზეუმები, შალიკაშვილის სახელობის ქართული სამხედრო მუზეუმი და თეატრები. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სიმდიდრე ტალახით სამკურნალო
კურორტი ახტალაა, სადაც სასიამოვნო დასვენებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეძლებთ.
გურჯაანის ნათელ, ფოთლოვან ტყეებში მრავალ სასიამოვნო საპიკნიკე ადგილს იპოვნით ამწვანებულ
გაზაფხულზე თუ ცეცხლოვანი შემოდგომისას.
კულტურული ძეგლები
კურორტები
ბუნება
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაОтветьте, пожалуйста, на вопрос: Насколько Вы не уважаете будущих русскоязычных туристов, что в Вашем официальном сайте публикуете автоматический перевод материалов, не согласованных ни по роду, ни по числу, вообще непонятный по смыслу? Я просмотрела довольно много Ваших сайтов и должна признать, что подборка материалов прекрасная, но нельзя же подавать их в такой форме! "...Пречистая Богородица, который внутрь пространственный видом трехлодкая базилика, а перекрытие купольный, в то же время два восьмигранный купол стоит над нем" Вы сами понимаете, что здесь написано? Я - нет. Если у Вас, бедненьких, нет денег на корректора, то хоть дайте прочитать эти "опусы" любому русскоязычному человеку. Не специалист, может быть, не способен понимать, что в церкви не "лодки", а нефы, но хотя бы согласует число и род. Особенно ужасный перевод в статье "Метехский собор Божьей Матери", да и все статьи о соборах ей подстать. Стыдитесь, господа!
Добрый день Татьяна. Во первых это не официальный сайт муниципалитета Гурджаани. Во вторых, ваше замечание могло быть написано более корректно. В третьих, вы сами знаете отношение Грузинов к Русским, но эти ошибки просто ошибки и не имеют дело не к уважению, не к политике. Конечно мы пересмотрим текст и исправим ошибки. Так как на сайте одновременно добовляется много информаций могут быть ошибки, которые конечно будут исправлены со временем. Если найдете еще ошибок в наших текстах свяжитесь снами и мы постараемся как можно быстро решить проблему. Желаем вам удачного дня.
თურქული სერიალები - https://poti.ge/turquli-serialebi//