დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ვეჯინის ამაღლების კომპლექსი, ვეჯინის ციხე, Ascension Complex, Castle, ვეჯინის ამაღლების კომპლექსი, ვეჯინის ციხე, Ascension Complex, Castle, vejinis-amaghlebis-kompleksi-vej vejinis-amaghlebis-kompleksi-vej ვეჯინის ამაღლების კომპლექსი, ვეჯინის ციხე, Ascension Complex, Castle, ვეჯინის ამაღლების კომპლექსი, ვეჯინის ციხე, Ascension Complex, Castle, vejinis-amaghlebis-kompleksi-vej vejinis-amaghlebis-kompleksi-vej vejinis-amaghlebis-kompleksi-vej

ვეჯინის ამაღლების კომპლექსის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ვეჯინის ამაღლების სამონასტრო კომპლექსი (ვეჯინის ლავრა) - ვეჯინის ციხე-სიმაგრის და მამათა მონასტრის მთლიან კომპლექსს „ამაღლებას“ უწოდებენ. მდებაორებს სოფელ ვეჯინში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კახეთის მხარეში.

სამონასტრო კომპლექსი განეკუთვნება X–XI სს. მოიცავს ამაღლების, აღდგომის, წმ. მარიამის ეკლესიებს და სამრეკლოს. ყოველი მათგანი რამდენჯერმეა გადაკეთებული. უცვლელად დგას მხოლოდ XV–XVI სს. ორსართულიანი სამრეკლო. ნაგებია რიყის ქვით. ციხეს „თამარ-ციხეს“ ეძახიან და შესანიშნავია საქართველოს ისტორიაში, როგორც მაგარი ციხე. მას შესანიშნავი სტრატეგიული ადგილი უჭირავს და სამივე მხარეს ისეთი მიუდგომელი ხევი აქვს, რომ ეკლესიასთან ასვლა ყოვლად შეუძლებელია. მეოთხე მხარეს, მისასვლელი აღმართიანი გზა აქვს.

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, „ბაკურციხის ჩრდილოით, ცივის მთის ძირას არის ვეჟინი. მის ზეით, მთის კალთას, კლდესა ზედა, არს ციხე შენი, მაგარი და დიდებული, შიგ გამომდინარე წყაროთი, და ეკლესია ღმრთაების გუმბათიანი, დიდი, აქა ეფლვიან ანდრონიკაანი.“

ამაღლების ეკლესია არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკულტო ნაგებობა სოფელ ვეჯინში. აქ იმართება რელიგიური დღესასწაული ამაღლლება, ხოლო ვეჯინის ციხის კომპლექსს მთლიანად „ამაღლებას“ უწოდებენ. ამაღლება არის უგუმბათო ორფერდა ნაგებობა. ჩვეულებრივი ფორმის სარკმელი არის საკურთხეველში და პატარა სარკმელი - დასავლეთ კარების თავზე.

ამაღლების ეკლესიას აქვს მინაშენი ეგვტერივით. იგი ორგანყოფილებიანია. მინაშენს შესავალ კარებზე ჩუქურთმები აქვს და შესასვლელის მარჯვენა გვერდზე, ქვაზე, ჯვარია მოჩუქურთმებული. მარცხნივაც არის ქვაზე ჯვარი, მხოლოდ ცოტა სხვა ფორმის, ვიდრე მარჯვნივ.

კედლებზე შემორჩენილია მხატვრობისა და წარწერების ნაშთები. მხატვრობა XVI-XVII ს.ს.-ით თარიღდება. აღმოსავლეთის კედელზე დასავლეთის კარის პირდაპირ, შესვლისთანავე თვალში გვხვდება ზალზე მქრქალად შემონახული ქალის ფრესკა, რომლის სახის გარჩევა ძალიან ძნელია. ქალს ამკობს წითელი მოსასხამი, მარცხენა ხელში უჭირავს გაშლილი გრაგნილი. ფრესკის გაწმენდა-რესტავრაცია, ალბათ, აღადგენს ჭეშმარიტ სურათს და გამოარკვევს გამოსახული პირის ვინაობას. იმავე აღმოსავლეთის კედელზე, თაღის ქვემო ნაწილში გამოსახულია სცენები საღმრთო წერილიდან, კერძოდ, შობა და ხარება. მოცემულია ასომთავრულით შესრულებული წარწერები. ცაში გამოსახულია დედაღვთისა ჩვილით და აქეთ-იქეთ მთავარანგელოზებით. ამის ქვევით დახატულია ექვსი წმინდა მამა, ამათგან სამს აქვს ხელში გრაგნილები ბერძნული წარწერებით. გრიგოლ ღვთისმეტყველსა და იოანე ოქროპირს ხელში უჭირავთ საკუთარი თხზულებების ნაწყვეტები, რაც შეეხება წმ. ნიკოლოზს, მის გრაგნილზე ათანასე ალექსანდრიელის ნაწარმოებია მოყვანილი.

ეკლესიის შიგნით ორი საფლავიც არის შემორჩენილი. არსებობს თვალსაზრისი, თითქოს დასავლეთის კედელტან მდებარე საფლავი ერთ-ერთ კვირიკეს ეკუთვნის.

ამაღლების ეკლესიის ჩრდილოეთით აშენებულია ორსართულიანი სამრეკლო, რომელზედაც მიშენებულია აღდგომის ეკლესია. მკვლევარი გ. ჩუბინაშვილი ვეჯინის ორსართულიან სამრეკლოს სტილისა და ფორმების მიხედვით მთელი კახეთის ფარგლებში უძველეს სამრეკლოდ თვლის და ათარიღებს XV საუკუნეზე ადრინდელად. მეორე სართულზე მხოლოდ ერთი ზარი ეკიდა, სადაც ადიოდნენ აღდგომის ეკლესიის შიდა კიბით.

სამრეკლოს გვერდით აშენებულია წმ. მარიამის ეკლესია. ეკლესიის შიგნით იყო ორი ჩასასვლელი გვირაბში. ჩასასვლელები ეკლესიას ქვემოთ, ხეობაში მდებარე სათვალთვალო კოშკს უკავშირებდნენ. ახლა ეს ჩასასვლელები ამოვსებულია.


ისტორია

ვეჯინის ციხე მატიანეში პირველად X ს-ში იხსენიება. ეს ის პერიოდი იყო როცა ჰერეთი და კახეთი დამოუკიდებელ სამთავროებს წარმოადგენდნენ. კახეთის მთავარი ამ დროს კვირიკე I იყო, ხოლო ჰერეთისა - ადარნასე პატრიკი. ამ დროისათვის ვეჯინის ციხე ჰერეთის უმნიშვნელოვანესი სიმაგრე იყო და მისი დაპყრობა მთელი ჰერეთის დამორჩილებას ნიშნავდა, ამიტომაც იყო, რომ კახეთის მთავარმა კვირიკე I-მა (893-918) ჰერეთის შემოსაერთებლად საშველად აფხაზთა მეფეს - კონსტანტის მოუხმო და გაერთიანებული ლაშქრით შემოადგა ვეჯინის ციხეს. ალყა დიდხანს გაგრძელდა. ჰერეთის მთავარმა ადარნასე პატრიკიოსმა ზავი ითხოვა და მტერს ისე დანებდა, რომ ვეჯინი არ დაუთმია. მისცა აფხაზთა მეფეს არიში და გავაზი, ხოლო კვირიკეს - ორჭობი.

ვეჯინის საერისთავოს ფარგლები ქართულ წერილობით წყაროებში მოხაზულია. არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ვეჯინის ციხე კახეთის მეფეების - აღსართან I და აღსართან II რეზიდენცია იყო. სწორედ აქედან ებრძოდნენ ისინი გიორგი II და დავით აღმაშენებელს.

შემდეგი მნიშვნელოვანი ისტორიული ცნობა უკვე XI საუკუნის მიწურულისაა. გიორგი II-მ თურქთა დახმარებით კახეთ-ჰერეთის შემოერთება გადაწყვიტა. ვეჯინი უკვე გაერთიანებული კახეთ-ჰერეთის გასაღებია. გიორგი II "ჟამსა სთვლისასა მოვიდეს კახეთად და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა და ვიდრე ბრძოდესღა, მოვიდა თოვლი". მეფე გიორგის გაახსენდა აჯამეთის ტყეში ნადირობა, არ დაელოდა ციხის აღებას და გადავიდა აფხაზეთში, ხოლო "კახეთი დაუტოვა საოხრად თურქთა". ამჯერად ციხე კახეთის მეფის - აღსართანის დიპლომატიურმა ნაბიჯმა იხსნა.
მხოლოდ დავით აღმაშენებელმა მოაქცია ერთიანი ფეოდალური ქართული სახელმწიფოს ფარგლებში და, რა თქმა უნდა, ვეჯინი საქართველოს ერთ-ერთი ციხეთაგანი გახდა, თუმცა თავისი მდებარეობის გამო მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად დარჩა. ციხის გადაღმა, ხეობაში დღემდეა შემორჩენილი საქარავნო გზის ნაწილი, რომელსაც თბილისამდე მივყავართ.

XII საუკუნიდან ვეჯინის ციხის მნიშვნელობა საგრძნობლად ეცემა. ეს გამოწვეულია, პირველ ყოვლისა, იმით, რომ დროებით მიყუჩდა შინა ომები და გარეშე მტერთა საომარმა ცენტრმაც შორს გადაიწია.

XII საუკუნიდან დაწყებული წყაროები სდუმან ვეჯინის შესახებ, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ვეჯინის ციხესთან მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. ვეჯინმა, ისევე როგორც მთელმა კახეთმა, და უფრო მეტიც, აღმოსავლეთ საქართველომ საერთოდ, თავის მხრებზე გადაიტანა: მონღოლები, თემურ-ლენგი, შაჰ-აბასი და მრავალი მომხდური; ამას ნათლად მოწმობს ის ფაქტიც, რომ ვეჯინის ციხე და ეკლესიები მრავალჯერ არის აღდგენილი და სახეშეცვლილი. უკანასკნელად ვეჯინის ციხე XVIII საუკუნეში ერეკლე II ბრძანებით შეაკეთეს. ხალხის მეხსიერებაში მამა-პაპათაგან განსაკუთრებით შემორჩა ხსოვნა ლეკთა თარეშისა, „შიშიანობა“, როგორც მას მოსახლეობა უწოდებს. მაშინ განსაკუთრებით აფარებდნენ თავს ვეჯინის ციხეს.

პოლიტიკურ ცენტრთან ერთად ვეჯინი სავაჭრო ადგილიც რომ უნდა ყოფილიყო, ამის დადასტურებაა ვეჯინის ციხის მიდამოებში 1924 წელს აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალა - სპილენძის 2759 მონეტა. ამ მონეტების მომჭრელებად თამარ მეფე და დავით სოსლანი არიან გამოცხადებული. ვეჯინის განძს, რომელსაც სხვანაირად თამარის ფულის განძსაც უწოდებენ, როგორც აღვნიშნეთ, სპილენძის მონეტები შეადგენს, რომლებზედაც არაბული წარწერებია. მონეტების შუბლზე წერია: „დედოფალი დედოფალთა, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ, ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელისა“. ზურგზე წარწერილია თამარისა და დავითის სახელები და მოჭრის თარიღი - ქრონიკონით 420 ე.ი. 1200 წელი. ამ განძიდან 2656 მონეტა თარიღიანია, 103 მონეტა კი უთარიღოა. უთარიღო მონეტები მოჭრილი უნდა იყოს 1189-1200 წლებში.

ცნობილია, რომ ერეკლეს ძე ლევანი სწორედ ვეჯინში მოკლეს 1782 წელს. ვეჯინის შესახებ გვაქვს ეპიგრაფიკული მასალაც, რომელიც XIX საუკუნის თავადთა საფლავის ქვებით შემოიფარგლება. ეპიტაფიებიდან ვიგებთ, რომ ვეჯინელი დიდი თავადები რუსეთის მეფის სამსახურში ყოფილან და საკმაოდ მაღალი ჩინებიც ჰქონიათ.

ვეჯინის ისტორიის ამოვსება ნაწილობრივ შეუძლია ისტორიულ საბუთებს. ისინი უმეტესად თავადთა მამულების კუთვნება-განაწილებაზე მოგვითხრობენ.

ასეთია 1783 წელ გაცემული ოქმი თამარ დედოფლის მიერ იასე ეშიკაღასშაბისადმი, სადაც ვეჯინი ნახსენებია გურჯაანთან ერთად, რაც განპირობებულია თავადის, ამ შემთხვევაში ენდრონიკაშვილის, მამულის გავრცელების არეალით. საბუთში აღნიშნულია მამულის ერთი პირისათვის ჩამორთმევისა და მეორე პირისათვის გადაცემის ფაქტი.

ერთ-ერთი ასეთი საბუთიდან ვიგებთ, რომ ისეთმა დიდმა ფეოდალებმა, როგორებიც იყვნენ ვეჯინში მცხოვრები აბაშიძეები, ენდრონიკაშვილები, შალიკაშვილები, ვაჩნაძეები, - მოაწყვეს შეთქმულება ერეკლე II მიერ დაარსებული - მორიგე ჯარის მეთაურისა და სულისჩამდგმელის - ლევან ბატონიშვილის წინააღმდეგ.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ვეჯინის ამაღლების კომპლექსი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!