დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

company-940-x-788-3-1
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
for-contributors
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
for-guides
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
ახმეტა

ახმეტა

58
ტურისტული ადგილი
2,231 Area
ფართობი, კმ2
30,193 Population
მოსახლეობა

ახმეტის შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტი კახეთის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც აქ აღმოჩენილი სადგომები და არტეფაქტები ადასტურებს. ახმეტაში ასევე აღმოჩენილია ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის „ილტოს“ ნამოსახლარი და სამაროვანი, გვიან ბრინჯაოსა და გვიანანტიკური ხანის სამარხები, შუა საუკუნეების ნასახლარი და სამაროვანი და სხვა. ახმეტა, როგორც მნიშვნელოვანი დასახლება, ისტორიულ წყაროებში XVIII საუკუნის 40-იანი წლებიდან იხსენიება. ახმეტაში სხვადასხვა პერიოდის მრავალი საინტერესო ძეგლი გვხვდება, რაც ამ რაიონში გასულ საუკუნეებში განვითარებული კულტურის არსებობას და მის ისტორიულ მნიშვნელობას ცხადყოფს. იგი ცალკე რაიონი 1951 წელს გახდა, ამჟამად მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს. დღესდღეობით მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 2 მუზეუმი, 2 თეატრი, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მემარცვლეობა, მეცხოველეობა, მეცხვარეობა. აგრეთვე მისდევენ მებოსტნეობას, მეხილეობასა და მეაბრეშუმეობას. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მრეწველობასაც. მრეწველობის დარგებიდან აღსანიშნავია ხე-ტყის დამუშავება და კვების მრეწველობა. ახმეტის მუნიციპალიტეტი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ გვხვდება როგორც კახეთისთვის დამახასიათებელი ბუნება და ხუროთმოძღვრული ძეგლები, ასევე თუშეთის ლანდშაფტი და სახასიათო არქიტექტურა. მთები, ტბები, ჩანჩქერები, ფიქლით ნაგები კოშკები, შუასაუკუნეების უმნიშვნელოვანესი ტაძრები, როგორიცაა: ალავერდი, კვეტერა და სხვა, ძალიან მიმზიდველ გარემოს ქმნის მოგზაურობის მოყვარულთათვის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე რაიონის ეკონომიკაში ტურიზმიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ახმეტას წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი სტუმრობს.


გეოგრაფია და კლიმატი

ახმეტის მუნიციპალიტეტი კახეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახმეტა. მუნიციპალიტეტს დასავლეთით დუშეთი და თიანეთი ესაზღვრება, ჩრდილოეთით - ჩეჩნეთი, აღმოსავლეთით - თელავი და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, სამხრეთით კი საგარეჯო. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორია გეომორფოლოგიურად კონტრასტებით ხასიათდება. უდიდესი ნაწილი მაღალი ქედებითა და მთებითაა გარშემორტყმული. შედარებით დაბალი ადგილები მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში გვხვდება, ალაზნის ვაკის სახით. მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია: თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი, კახეთის კავკასიონის საწყისი მონაკვეთი და მათთან დაკავშირებული განშტოებები. რაიონი ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელით ხასიათდება. ჩრდილოეთით მთიან მხარეში, თუშეთში, აღსანიშნავია ორი მდინარე: პირიქითი ალაზანი და თუშეთის ალაზანი. მნიშვნელოვანი მდინარეა აგრეთვე ალაზანი, რომელიც სწორედ ახმეტის რაიონის ფარგლებში, ბორბალოს მთის აღმოსავლეთ კალთაზე ზღვის დონიდან 2750 მ-ზე იწყება. რაიონში გვხვდება ტბებიც. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ბუნებრივი პირობების თვალსაზრისით უნიკალურია. ახმეტაში სამი სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს: ბაწარის, ბაბანეურისა და თუშეთის. დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა რაიონის ფლორა და ფაუნა. აქაურ ტყეებში გვხვდება: ფიჭვი, არყი, მუხა, ურთხელი, ძელქვა, ნეკერჩხალი და ა.შ. მუნიციპალიტეტში ბინადრობენ: არჩვი, ჯიხვი, ნიამორი, მურა დათვი, ფოცხვერი, შველი, მელა, მგელი, კურდღელი, კავკასიური როჭო, ორბი და მრავალი სხვა.
მუნიციპალიტეტის დაბალ ზონაში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმია 38 °C. ზღვის დონიდან 700 -იდან 1200 მ-მდე ზომიერად ნოტიო ჰავაა ჩამოყალიბებული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა - 3 C°, ივლისისა კი - 22 °C. ზღვის დონიდან 1200-2000 მ-ზე ტენიანი ჰავაა, ცივი ზამთრითა და გრილი ზაფხულით. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 19 °C.


რა ვნახოთ

ახმეტის მუნიციპალიტეტი მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. საოცარი ხედები, ვრცელი ველები, შთამბეჭდავი მთები, ჩანჩქერები და ლურჯი ალპური ტბები უამრავ ტურისტს იზიდავს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ორეთისა და ორწყლის ტბები და ხადორის ჩანჩქერი. რაიონში მრავალი საინტერესო და თავგადასავლებით სავსე სალაშქრო მარშრუტის დაგეგმვას შეძლებთ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამი სახელმწიფო ნაკრძალია (ბაწარის, ბაბანეურის, თუშეთის), სადაც ულამაზესი ბუნებით და უნიკალური ფლორითა და ფაუნით დატკბებით. გარდა საოცარი ბუნებისა ახმეტა საინტერესო კულტურული ძეგლებითაც იქცევს ყურადღებას. აქ გვხვდება სხვადასხვა პერიოდის ნამოსახლარები, ტაძრები და ციხე-სიმაგრეები. განსაკუთრებით აღსანიშნავია დახვეწილი პროპორციებით გამორჩეული უმშვენიერესი ალავერდის ტაძარი და შთამბეჭდავი კვეტერას ციხე-ქალაქი, რომელიც რამდენიმე ნაგებობას მოიცავს. ძალიან საინტერესო ძეგლია აგრეთვე მატნის ცხრაკარას მონასტერი. თუშეთის ფიქლით ნაგები სახლები და კოშკები კი, რომლებიც მერცხლის ბუდეებივით მიბჯენილა მთების ფერდობებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე და საყოველთაო აღფრთოვანებას იმსახურებს. ახმეტაში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც კახეთში არქეოლოგიური გათხრებისას და შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, ეთნოგრაფიული მასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და სხვა მრავალი საინტერესო ექსპონატია დაცული.


ბუნება


კულტურული ძეგლები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

აუცილებლად სანახავი ადგილები ახმეტაში

რუკა

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ახმეტა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!