დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ალავერდი, კახეთი - Alaverdi, Kakheti ალავერდი, კახეთი - Alaverdi, Kakheti ალავერდი, კახეთი - Alaverdi, Kakheti ალავერდი, კახეთი - Alaverdi, Kakheti ალავერდი, კახეთი - Alaverdi, Kakheti ალავერდი, კახეთი - Alaverdi, Kakheti ალავერდი, კახეთი - Alaverdi, Kakheti ალავერდი, კახეთი - Alaverdi, Kakheti ალავერდი, კახეთი - Alaverdi, Kakheti ალავერდი, კახეთი - Alaverdi, Kakheti ალავერდი, კახეთი - Alaverdi, Kakheti ალავერდი, კახეთი - Alaverdi, Kakheti ალავერდი, კახეთი - Alaverdi, Kakheti ალავერდი, კახეთი - Alaverdi, Kakheti ალავერდი ალავერდი ალავერდი ალავერდი ალავერდი ალავერდი ალავერდი

ალავერდის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ალავერდი — საკათედრო ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ველზე სოფელ ალავერდთან, თელავიდან 20 კმ-ზე. 

ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. მისი სიმაღლე გუმბათიანად – 50 მეტრს აღემატება.

კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, პალატი, ფეიქარ-ხანის სასახლე, მარანი და აბანო.

ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთი ასურელ მამათაგანმა.

XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.

ალავერდი შუა საუკუნეების საქართველოს ერთი ყველაზე სახელგანთქმული სალოცავთაგანი იყო, ხოლო ალავერდობას (სექტემბერ-ოქტომბერში) დიდად, პოპულარული იყო საეკლესიო და სახალხო დღესასწაული, რომელშიც მონაწილეობდნენ არა მარტო ქართველები (გარე-კახეთიდან, ქიზიყიდან, ერწო-თიანეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან), არამედ, ქისტები და დაღესტნელებიც. იმართებოდა ბაზრობაც.


ისტორია

ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 12 ასურელ მამათაგანმა. მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.

ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.

ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები.

ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-XVII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. 1615 ახლო პერიოდშია აგებული განჯის მმართველის, ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად, ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდში ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მ.შ. ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვები.


ლეგენდა

კახეთში, ალავერდის ჭალაში ცხოვრობდა ერთი წმიდა ბერი, იოსებ ალავერდელი. იმ დროსვე ცხრაკარაში (წოვა და ჩაღმა-თუშების საზღვარზე) ერთი მთის ქედზე სასახლე ჰქონია ნაღარა-ხანს. სასახლის გასწვრივ მეორე მთის კალთაზე არის გუმბათიანი ქვითკირის ეკლესია ნათლისმცემლის სახელზე, სადაც თამარ მეფის სახეა გამოსახული.

ეს ნაღარა-ხანი ერთხელ სანადიროდ წასულა, გაუშვია მიმინო. მიმინო გამოეკიდა ერთ ხოხობს. ხოხობი გაექანა და ბერს შეეფარა კალთაში. მიმინო შემოჯდა ხეზე და იქიდან დაუწყო ლოდინი თავის მსხვერპლს.

ნაღარა-ხანი მივიდა ბერთან და, როგორ თუ გაბედე ხოხბის შეფარებაო, იშიშვლა მახვილი მოსაკლავად. მაგრამ მოღერებული ხელი იმწამსვე გაუშეშდა. ხანმა რომ ეს სასწაული დაინახა, შეევედრა ბერს, ხელი განმიკურნე და რასაც მთხოვ, მოგცემო. ბერმა ლოცვის ძალით განკურნა ხანი და სამაგიეროდ ერთი ფიცრის ეკლესიის აშენება სთხოვა. ხანმა შეუსრულა ბერს ეს თხოვნა. ასე აშენდა ალავერდში ეკლესია წმიდა გიორგის სახელზე.

ეკლესიის ეზოში ხშირად თამაშობდნენ, ჭიდაობდნენ და ძიძგილაობდნენ ყმაწვილები. ერთი მათგანი ყოველთვის დამარცხებული გამოდიოდა და, რომ ვერას გზით ვერ გაიმარჯვა, ასეთი ხერხი მოიგონა: მოსწვა ერბო-კვერცხი და მიიტანა ეკლესიის კარებთან, წმიდა გიორგის მიართვა ძღვნად: ღონე მომეცი და გამამარჯვებინეო... ამ დროს ეკლესიაზე მდიდარმა ბერძნის ვაჭრებმა ჩამოიარეს და, როცა საყდრის კარებთან ერბო-კვერცხი დაინახეს, ჩამოხდნენ ცხენებიდან, დასხდნენ და შეექცნენ. ჭამა რომ მოამთავრეს, ადგნენ და გაუდგნენ გზას. გზაში ყველანი ავად გახდნენ. მობრუნდნენ ვაჭრები ბერთან, უამბეს ყველაფერი და იკითხეს მიზეზი. ბერმა წმიდა გიორგის წყრომას მიაწერა მათი ავადმყოფობა. ვაჭრებმა აღთქმა დადეს, თუ მოვრჩებით, დიდ ტაძარს ავაშენებთ და შევამკობთო. მართლაც, ყველანი განიკურნენ, დაბრუნდნენ და აღასრულეს თავისი აღთქმა – ააშენეს ეს ახლანდელი ალავერდის ტაძარი.

ამაზეა გამოთქმული ქართული ანდაზა: „წმიდა გიორგის ერბო-კვერცხი არავის შერჩებაო“. ალავერდის დასავლეთის შესავალ კარის თავზე მოთამაშე ყმაწვილებია დახატული.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ალავერდი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!