![ველოტური თრუსოს ხეობაში](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/p1030448-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
თიანეთი მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე რაიონია, რაზეც აქ არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლებიც მოწმობენ. თიანეთი, როგორც გეოგრაფიული მხარის სახელწოდება, ისტორიულ წყაროებში პირველად IV საუკუნეში ჩნდება. “მოქცევაი ქართლისაის” თანახმად, წმინდა ნინო წობენიდან “გარდავიდა ერწუდ, და დადგა ჟალეთს, დაბისა ედემს და ნათელსცა ერწუ-თიანელთა”. XI საუკუნის დასაწყისში კახეთის სამეფოს ცენტრი თიანეთში იყო. აქ გადიოდა გადიოდა განშტოება სავაჭრო გზის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც ქართლს კავკასიის ალბანეთთან და სომხეთთან აკავშირებდა. არქეოლოგიური გათხრებისას თიანეთის რაიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია რომაული, სასანური და ბიზანტიური მონეტები. რაიონში მრავალი მნიშვნელოვანი ეკლესია და ციხე-სიმაგრე გვხვდება. მათ შორის ყველაზე ძველი ჟალეთის IV-V საუკუნეების ბაზილიკაა. თიანეთი ბუნების მხრივაც აღსანიშნავია. აქ უამრავი ლამაზი ადგილია მცირე ტბებით, ტყეებითა და ყვავილოვანი მდელოებით. ადგილობრივი კურორტები შესანიშნავია დასასვენებლად და განტვირთვისთვის. მრავალრფეროვანი ღირსშესანიშნაობები და ბუნების სილამაზე ტურისტულად ძალიან მიმზიდველ და პოპულარულ რაიონად აქცევს თიანეთს. რაიონში წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ძირითადად მისდევენ მეცხოველეობას: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას, მეცხვარეობას, მეღორეობას, მეფრინველეობას, მარცვლეული და საკვები კულტურების მოყვანას. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული. მუშაობს მცირე სიმძლავრის სიონის ჰესი. თიანეთში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკები, ორი თეატრი და ორი მუზეუმი.
თიანეთის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა თიანეთი. იგი მოიცავს დაბა
თიანეთის, დაბა სიონის, არტნის, ახალსოფლის, ზარიზეების, ნაქალაქრის, ჟებოტის, სიმონიანთხევის,
ტუშურების, ღულელების, ჩაკურაანთგორისა და ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებს.
მუნიციპალიტეტს
ჩრდილო-დასავლეთით დუშეთის მუნიციპალიტეტი ესაზღვება, აღმოსავლეთით -
ახმეტის, სამხრეთით კი მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები. თიანეთის
მუნიციპალიტეტის
ტერიტორია
საშუალო-მაღალმთიანია.
ტერიტორიის
დიდი
ნაწილი
მაღლობებსა
და
მთისწინეთებს
უკავია,
მცირე
კი
ჩადაბლებებს. რაიონში ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია. მთავარ სამდინარო არტერიას მდინარე
იორი და მისი მრავალრიცხოვანი შენაკადები ქმნის. ივრის
ხეობაში,
სოფელ
ლელოვანსა
და
დაბა
სიონს
შორის
მდებარეობს სიონის წყალსაცავი, მისგან
სამხრეთით
კი აგებულია სიონჰესი. თიანეთის ტერიტორიაზე გვხვდება ტყე, ბუჩქნარი და
სუბალპური მდელოები. რაიონის ტერიტორია მდიდარია ფაუნის მრავალფეროვნებით. აქ ბინადრობენ
ქურციკი, არჩვი, კავკასიური მურა დათვი, კავკასიური ირემი, მაჩვი, მგელი, მელა, კვერნა,
ფოცხვერი, კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო, კრავიჭამია, მთის არწივი, კოდალა და სხვ. თიანეთში არის მცირე ტბებიც, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია გრძელველების
ტბა.
მუნიციპალიტეტის დაბალ ადგილებში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზომიერად ცივი ზამთრითა და თბილი ზაფხულით. ზღვის დონიდან 1000-1100
მ სიმაღლეზე
იცის ზომიერად ნოტიო
ჰავა,
ცივი
ზამთრითა
და
ხანგრძილი
გრილი
ზაფხულით.
იანვრის
საშუალო
ტემპერატურა უდრის
-4,1 °C, 4,7 °C. ზაფხულისა კი - 18,3 °C,
18,5 °C.
თიანეთი ძალიან მდიდარი რაიონია, როგორც კულტურული ძეგლებით, ასევე ბუნების სილამაზით. აქ შუა საუკუნეების მრავალი მნიშვნელოვანი ტაძარი და ციხესიმაგრეა. განსაკუთრებით ცნობილია ბოჭორმის ციხე-სიმაგრე და ეკლესია საინტერესო არქიტექტურითა და მოხატულობით, სასახლე ცხრაკარა და ჟალეთის ეკლესია. თიანეთში მდებარეობს ქართველი პოეტის, მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი, სადაც დაცულია მის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტო, დოკუმენტური მასალები და სხვ. ასევე უნდა ესტუმროთ თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სადაც ნახავთ მასალებს ადრე ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე,ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალებს, საეკლესიო დანიშნულების ნივთებს, ოთხთავის ხელნაწერ და ნაბეჭდ გამოცემებს, ქსოვილების ნიმუშებს (აღმ. საქართველოს მთიანეთის XIX ს-ის ფარდაგები, ხევსურული ხალხური სამოსელი და აქსესუარები), შუა საუკუნეების კერამიკულ ჭურჭელს და სხვა. თიანეთი მშვენიერი ბუნებითაც აღსანიშნავია. აქ შეძლებთ მრავალფეროვანი ლაშქრობების დაგეგმვას, ადგილობრივ კურორტებზე კომფორტულ დასვენებას და მრავალი სასიამოვნო ადგილის პოვნას ქალაქის ხმაურისგან განრიდებისა და პიკნიკისათვის. დაბა თიანეთში არის მშვენიერი გასართობი და დასასვენებელი ადგილი - კუჟანას ბაღი, სადაც ყოველი წლის აგვისტოს თვეში ბაღში იმართება ღონისძიება "თიანეთობა", ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები და ამასტან ერთად შესაძლებელია დააგემოვნოთ მთიანეთის საფირმო კერძები - ხინკალი, დამბალი ხაჭო და სხვა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა