დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
16 აპრილი, 2019

5 საუკეთესო სპა კურორტი საქართველოში

საქართველოში რამდენიმე სახის სამკურნალო და გამაჯანსაღებელი სპა კურორტია. ადგილობრივ მაცხოვრებელებსა თუ უცხოელ მოგზაურებს საშუალება აქვთ დასვენების და მკურნალობის საუკეთესო სპა კურორტებზე საქართველოს ტერიტორიაზე.


საქართველო მდიდარი ქვეყანაა მთისა და ბარის კურორტებით, რასაც ჯანსაღი ჰაერი და ზომიერი ტემპერატურა უწყობს ხელს. როგორც იცით, კლიმატი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კურორტის არჩევისას, თუმცა არ უნდა გამოგრჩეთ ის ძირითადი უპირატესობები, რომელიც სამკურნალო თვისებებით მქონე მინერალურ წყლებს გააჩნიათ.


ამგვარად, თუ გსურთ სამკურნალო მიზნით ან უბრალოდ დასვენებისთვის აარჩიოთ საუკეთესო სპა კურორტი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ 5 საუკეთესო მათგანს.


თითოეულ კურორტს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი პრიორიტებები, ღირებულებები, რაც კურორტის შერჩევისას დაგეხმარებათ გააკეთოთ თქვენთვის სასურველი არჩევანი.



თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი


თბილისის ბანლეოლოგიური კურორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპა კურორტია საქართველოში. ეს არის სამკურნალო დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო დაწესებულება, რომელიც აღჭურვილია ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით. ძირითადად, სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროცედურა მოიცავს სამკურნალო-მინერალურ-გოგირდიანი წყლითა და სამკურნალო ტალახით მომსახურებას.

თბილისი ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ დროში სამკურნალო გოგირდოვანი წყლებით. XIX საუკუნის მეორე ნახევარში კვლევების თანახმად, დადასტურდა, რომ თბილისის მინერალური წყლების სამკურნალო მიზნით გამოყენება იქნებოდა შესაძლებელი. სწორად ამის საფუძველზე, 1938 წელს შეიქმნა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. საკურორტო ტერიტორია დაახლოებით 400 ჰექტარს მოიცავს.

თბილისი ბალნეოლოგიური კურორტი დედაქალაქის ცენტრში, ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობს. კურორტს ჩრდილო-აღმოსავლეთიდა და აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე მტკვარი და 300 არაგველის ბაღი, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან - თბილისის ბოტანიკური ბაღი, ხოლო სამხრეთიდან - თაბორის შემაღლება და კრწანისი.

რა დაავადებს კურნავს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი?

კურორტზე შესაძლებელია მკურნალობა და რეაბილიტაცია კარდიოლოგიური, პერიფერიული ნევროლოგიური, უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, დერმატოლოგიური, პედიატრიული, გინეკოლოგიური, ძვალ სახსროვანი სისტემის დაავადებების.

იხილეთ კურორტის ადგილმდებარეობა რუკაზე.


ბიოლი სამედიცინო ველნეს კურორტი


ბიოლი - სამედიცინო ველნეს კურორტი შექმნილია მათთვის, ვისთვისაც ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვანი და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ან სულაც სურს საკურორტო ზონაში განტვირთვა. ბიოლი, როგორც სპა ცენტრი ან საკურორტო ზონა სხვა დანარჩენი კურორტებისგან განსხვავებით ერთი საერთო მიზნით არის შექმნილი - შეუნარჩუნოს დამსვენებლებს ცხოვრების ჯანსაღი წესი, რომელიც ირგვლივ არსებულ ლანდშაფტთან ჰარმონიულ ურთიერთობაშია.

სამედიცინო ველნესს ცენტრ ბიოლში საშუალება გექნებათ სრულიად ახალი ცხოვრების წესი შეიქმნათ, რომელიც თქვენს ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ბიოლში არის პროგრამები, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დაკავდეთ ფიზიკური თერაპიითა და აქტივობით, მოიხსნათ სტრესი და განთავისუფლდეთ მუდმივი დაღლილობისგან, მიირთვათ მხოლოდ ჯანსაღი, ნატურალური საკვები და მიიღოთ სარეაბილიტაციო პროცედურები. გარდა იმისა, რომ ბიოლის სერვისები და პროგრამები შემნილია თქვენი ცხოვრების ჯანსაღი წესის შესანარჩუნებლად, უნდა აღინიშნოს გასართობი ზონაც.

ბიოლში შესაძლებელია პროცედურების დასრულების შემდეგ ისიამოვნოთ გასართობ ზონაში და ითამაშოთ სამაგიდო ტენისი ან სულაც, ბილიარდი და ჭადრაკი.

ბიოლის სამედიცინო ველნესს ცენტრი მდებარეობს დაბა კოჯორში, თბილისში. ბიოლის სწორი ადგილმდებარეობა ხელს უწყობს დამსვენებლებს ჰქონდეთ შესაბამის გარემოში პროცედურების გავლის და დასვენების შესაძლებლობა. კურორტი მდებარეობს წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების გარემოცვამოში. კლიმატი, ადგილმდებაორება, ხედები და მთლიანად პროგრამა, რომელსაც ბიოლი გთავაზობთ, ერთობლივად ქმნის დაუვიწყარ გარემოს. კურორტის სტრატეგიული მდებარეობა სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის შესაფერისი ადგილია, რათა აღიდგინონ ძალები და შეებრძოლონ დაავადებასა თუ სისუსტეს.

ბიოლის სამედიცინო ველნეს ცენტრში შეგიძლიათ განთავსდეთ კოტეჯებში, საიდანაც მთის, ბუნებისა და ქალაქის ხედები იშლება.

ვისთვის არის ბიოლის სამედიცინო ველნესს კურორტი რეკომენდირებული?

ბიოლი მოიცავს შემდეგი სახის პროგრამებს: დეტოქსს, ინტროს, ანტისტრესსა და დაღლილობის მართვას. მათ, ვისაც სჭირდება ცხოვრების ჯანსაღი წესი ჰქონდეს, გათავისუფლდეს ტოქსინებისგან და სტრესისგან კურორტზე შესაბასიმი პროცედურები და პროგრამებია.

იხილეთ კურორტის ადგილმდებარეობა რუკაზე.


ლოპოტას ტბა -კურორტი და სპა

ლოპოტას ტბა სპა კურორტი განსაკუთრებული ადგილია დაღლილობისა და სტრესის მოსახსნელად, დასასვენებლად და სარელაქსაციოდ. ლოპოტას ტბა სპა კურორტიდან იშლება ტბისა თუ ფოთლოვანი ტყის ბუნების ხედი. კურორტზე შეგიძლიათ ჩაიტაროთ სპა და ველნეს პროცედურები, დაკავდეთ ფიტნესით, აქტიობებითა თუ რელაქსაციით. კურორტზე დასვენება შეგიძლიათ დაგეგმოთ ქალაქური ცხოვრებისგან თავის დასაღწევად და სიმშვიდის მოსაპოვებლად.

კურორტი - ლოპოტას ტბა სპა მდებარეობს კახეთში, მეღვინეობისა და მევენახეობის კუთხეში, თბილისიდან 2 საათის სავალ მანძილზე. კურორტზე განკუთვნილია სპორტული დარბაზი ჯანსაღი ცხორების წესის მოყვარულთათვის. ასევე, შეგიძლიათ ისიამოვნოთ ცურვით როგორც დახურულ, ასევე ღია ზონაში. კურორტზე შეგიძლიათ დაგეგმოთ საკონფერენციო შეხვედრები ან ღონისძიებები, მოაწყოთ წვეულება ან უბრალოდ დაჯაშვნოთ რესტორანში ადგილი, სადაც ქართულ თუ ევროპული კერძებს დააგემოვნებთ იდეალური ხედის თანხლებით.

კურორტზე ტურისტული ადგილია შექმნილი, სადაც ქართული ტრადიციებით დაინტერესებულ მოგზაურებს შეგიძლიათ ქართული ღვინის დამზადების პროცედურას გაეცნოთ და დააგემოვნოთ ნამდვილი, ქართული ღვინო.

ვისთვის არის ლოპოტას ტბა რეკომენდირებული?

მათ, ვისაც სურს ჯანმრთელობის გაუმჯობესება, განტვირთვა და დადებითი ენერგიით დამუხტვა. კურორტის პროგრამები მოიცავს იოგას, სპა და ველნესს პროცედურებს.

იხილეთ კურორტის ადგილმდებარეობა რუკაზე.

წყალტუბო სპა კურორტი


წყალტუბო სპა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტია საქართველოს ტერიტორიაზე. საკურორტო ზონაზე მოიპოვება ისეთი თერმულ-რადონული მინერალური წყლები, რომელიც დაახლოებით 60-მდე დაავადებას კურნავს. მინერალური წყლის ბუნებრივი ტემპერატურა 33-35 °C ტემპერატურაზეა. წყალტუბოს სპა კურორტზე ინდივიდუალური პროგრამებია რის მიხედვითად დაგინიშნავენ სამკურნალო აბაზანებს, მასაჟს, ფიზიოთერაპიასა თუ სხვა სახის პროცედურებს.

წყალტუბო სპა კურორტი ქუთაისიდან 15 კმ-ს დაშორებით მდებარეობს, ხოლო თბილისიდან დაახლოებით 250 კმ-ს დაშორებით. თბილისიდან საშუალოდ 3 საათი და 30 წუთი დაგჭირდებათ წყალტუბოში მისასვლელად.

ჯერ კიდევ XII-XIII საუკუნეებში წყალტუბო სამკურნალო ადგილად მოიაზრებოდა. წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტის სტატუსი 1920 წელს მიენიჭა, როდესაც სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. წყალტუბოს ბალნეოლოგიურ კურორტზე მრავალი ცნობილი ადამიანი ისვენებდა, მათ შორის იყო იოსებ სტალინი, რომელსაც პერსონალური ოთახი ჰქონდა.

რა დაავდებებს კურნავს წყალტუბოს მინერალური წყალი?

კურორტზე შესაძლებელია ისეთი დაავადებების მკურნალობა როგორებიცაა: კიდურების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის, კანის, ენდოკრინული სისტემის, გინეკოლოგიური დაავადებები.

იხილეთ კურორტის ადგილმდებარეობა რუკაზე.

კურორტი საირმე


საირმე, როგორც ზოგიერთი სხვა დანარჩენი კურორტი, სამკურნალო მინერალური წყლებით ცნობილი კურორტია. ამას გარდა, საირმე ყველაზე დიდი კურორტია ევროპაში. კურორტზე 4 სხვადასხვა სახის სამკურნალო და 1 თერმული წყალია, რომელიც მრავალი სახის დაავადებას კურნავს.


კურორტზე არსებობს სპა და ველნესის მოყვარულთათის განკუთვნილი დაწესებულებაც, სადაც თერმული წყლების საშუალებით ტარდება გამაჯანსაღებელი პროცედურები. კურორტ საირმეს რეკრეაციული ზონაც აქვს, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად.

საირმე მოიცავს უამრავი სახის აქტივობებს. კურორტზე ღია და დახურული სახის აუზებია, რომელიც თერმული წყლით მარაგადება. თუ სპორტული აქტივობების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ დაკავდეთ ზიპ ლაინით, ველო ტურებითა და სპორტულ მოედნებზე აქტივობებით.

1912 წელს ჩატარებული კვლევისას აღმოაჩინეს კურორტზე მინერალური წყლების სამკურნალო თვისებები, რომელიც საირმის მინერალურ წყლებს ჰქონდათ. სწორედ ამის შემდგომ, XX საუკუნის 30-იან წლებში საირმეს ოფიციალური კურორტის სტატუსი მიენიჭა.

ბალნეოლოგიური კურორტი საირმე ბაღდატის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ქალაქ ქუთაისიდან დაახლოებით 1.30 წუთში მიხვალთ საირმეში, ხოლო თბილისიდან 4 საათში.

დღეისათვის, საირმის საკურორტო ტერიტორიაზეა სანატორიუმები, თანამედროვე აღჭურვილობის მქონე სპა და ვენლეს ცენტრი, სარეკრეაციო ზონა, ღია თუ დახურული ტიპის აუზები და სხვა უამრავი საშუალება ფიზიკური დასვენებისთვის.

რა დაავადებებს კურნავს საირმის მინერალური წყალი?

საირმის მინერალური წყალი კურნავს შემდეგ დაავადებებს: შარდ და ნაღველ კენჭოვან, ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებს.


იხილეთ კურორტის ადგილმდებარეობა რუკაზე.





თეგები: #მინერალური წყლები #კახეთი #თბილისი #წყალტუბო #კურორტი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი