დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
02 სექტემბერი, 2018

მსოფლიო მარათონის დღე საქართველოში

კატეგორია: ინფორმაცია

სირბილში მსოფლიო მარათონი არის უნიკალური და საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრია, როლშიც მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ მორბენლები, ასევე შშმპ-ები. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საქველმოქმედო პროექტი, რომელიც ოდესმე გამართულა. აქ მონაწილე ყოველი პირის მიერ გადახდილი თანხა ავტომატურად ირიცხება ზურგის ტვინის დაავადებებისთვის საჭირო კვლევებში. სწორედ აქედან მოდის სლოგანიც “ირბინე მათთვის, ვისაც ეს არ შეუძლიათ.”

საქართველო ამ მარათონში უკვე მეხუთე წელია აქტიურადაა ჩართული. კახეთის რეგიონში დაახლოებით 30,000 ქართველი და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. წელს ეს რბოლა, ისევე როგორც წინა წლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყება ზუსტად ერთსა და იმავე დროს: მსოფლიო დროით დილის 11 საათზე, თბილისის დროით 3 საათზე, 2018 წლის 6 მაისს.ათასობით მორბენალი ირბენს ამ დღეს მათთვის, ვისაც ეს არ შეუძლიათ. მაგალითისთვის, 2014 წელს, ადგილობრივი მედიის ცნობით 30,000 ადამიანი დარეგისტრირდა საქართველოში მსოფლიო მარათონში მონაწილეობის მიზნით. ორგანიზატორთა თანახმად, ტრანსპორტირება თბილისი- კახეთი- თბილის შედის მომსახურების საფასურში.

30 წუთის განმავლობაში მორბენალთ შეუძლიათ გარკვეული მანძილი დაფარონ, ხოლო 30 წუთის შემდგომ “მდევარი მანქანა” იწყებს მოძრაობას, გარკვეული, წინასწარ დადგენილი სიჩქარით, და დრო და დრო ეს სიჩქარე მატულობს. თუ მანქანა დაგეწევათ, მარათონიდან ავტომატურად გამოვარდებით. არაფერი შეედრება იმ ადრენალინს, როდესაც თქვენს უკან ბორბლების ხმას გაიგებთ, და იგრძნობთ, რომ მდევარი ახლოსაა. და თუ გაასწრებთ, შესაძლოა თავი ფორესტ გამპი გეგონოთ, დედამიწას რომ სირბილით შემოუარა… სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ მარათონს ფინიშის ხაზი არ აქვს, უფრო სწორად, ფინიშის ხაზი მისდევს ყოველ მოთამაშეს უკან, განსხვავებული მიდგომაა ნამდვილად…. ყოველი 5 კილომეტრი აღნიშნულია და მონაწილეებს შეუძლიათ ძალების აღსადგენად აქ შეისვენონ და ხილი მიირთვან, აქვეა წყალიც, რაღა თქმა უნდა… მინახავს ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სირბილში “მოიკოჭლებენ”, ან ფიზიკურად ამ მარათონისთვის მზად არ არიან. მე მათ მინდა ვუთხრა, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ამ მარათონში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირები, რომლებიც ეტლებით არიან ჩართულნი სირბილში. როგორ შეიძლება ამის შემდგომ თქვა, რომ სირბილი შენი სფერო არ არის?

აქ შესაძლოა განსაკუთრებული შემთხვევის მოწმე ან თავად მონაწილეც გახდეთ, როგორიცაა მაგალითად, ხელის თხოვნა უჩვეულო გარემოში...

ესეც რომ არ იყოს, მარათონის უმთავრესი დანიშნულება არის ქველმოქმედება, ქველმოქმედება და ისევ ქველმოქმედება! 100% იმ თანხისა, რასაც იხდით მარათონში მონაწილეობისთვის, (სულ რაღაც 30 ლარი) ეხმარება მეცნიერებს, რათა გააფართოონ კვლევის არეალი, რათა დაამარცხონ ზურგის ტვინის დაზიანებებით გამოწვეული დაავადებები. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ უკლებლივ ყველამ უნდა მიიღოს მსოფლიო მარათონში მონაწილეობა. ასე ხომ არა მხოლოდ გაერთობით, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ხელს შეუწყობთ ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემის აღმოფხვრას.

მარათონიდან გამოვარდნილ წევრებს სპეციალური ავტობუსი დააბრუნებს სტარის ხაზთან. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც გამოვლინდება გამარჯვებული, გაიმართება ცნობილი ქართველი ჯგუფების კონცერტი. დასწრება თავისუფალია.

ასე რომ , თუ გადაწყვეტთ მონაწილეობა მიიღოთ მსოფლიო მარათონში, ვფიქრობ გამოგადგებათ შემდეგი ინფორმაცია:

მარათონი გაიმართება ღვინის სამშობლოდ ცნობილ კახეთში, უძველესი ეკლესიები, სასახლეები, კავკასიის მთები და “აფეთქებული” ვენახები ირგვლივ თავბრუს დაგახვევთ. ასე რომ, სირბილთან ერთად შეგეძლებათ დაათვალიეროთ მიმდებარე ტერიტორიები და ისიამოვნოთ. ლოპოტას ტბიდან უკან უნდა მობრუნდეთ. კახეთის კლიმატიდან გამომდინარე, (წლის ამ პერიოდში დაახლოებით 35 გრადუსი სითბო) დღე იქნებ მზიანი და მშრალი, რაც ხელს შეუწყოს მონაწილეებს. კახეთი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი სტუმართმოყვარე და მეგობრული მხარე საქართველოში, ასე რომ შეგიძლიათ თან წაიღოთ არაჩვეულებრივი მოგონებები. თქვენთვის უფრო სახალისო იქნება, თუ აქ თქვენს ნაცნობ-მეგობრებთან ერთად მოხვალთ. გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს საქველმოქმედო მარათონი. დაე ვირბინოთ მათთვის, ვისაც ეს არ შეუძლია !

არ უნდა გამოგვრჩეს ჩაცმულობა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია გეცვათ კომფორტული ფეხსაცმელი, რომლიც მოსახერხებელი იქნება სირბილისას. იმასვე ვიტყოდი ტანისამოსზე. ასევე გირჩევთ, გაიკეთოთ მზის სათვალე, ან კეპი (შესაძლოა საწვიმარიც არ იყოს ურიგო, წასვლამდე აუცილებლად გადახედეთ ამინდის პროგნოზს.) და კიდევ ერთი რამ, მარათონზე არ დაიშვებიან 18 წლამდე ასაკის ადამიანები, და ისინი, ვინც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა.


როგორ დავრეგისტრირდე?

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 მაისი, 3 საათი. (თბილისის დროით) მონაწილეობის საფასურია 30 ლარი.
თუ გსურთ რომ “ბეიჯზე” თქვენი სახელი იყოს მითითებული, უნდა დარეგისტრირდეთ 10 მარტამდე. ამ შემთხვევაში თქვენ ისარგებლებთ ვაუჩერით ტკბილეულსა და წყალზე. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეებს გაუწევენ უფასო სამედიცინო მომსახურებას.

თეგები: #wings for life #world run georgia #კახეთი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი

მსგავსი სტატიები