დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი

ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი, დედათა მონასტერი, Monastery Complex, church ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი, დედათა მონასტერი, Monastery Complex, church ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი, დედათა მონასტერი, Monastery Complex, church ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი, დედათა მონასტერი, Monastery Complex, church ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი, დედათა მონასტერი, Monastery Complex, church ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი, დედათა მონასტერი, Monastery Complex, church ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი, დედათა მონასტერი, Monastery Complex, church ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი

ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ნინოწმინდის დედათა მონასტერი — გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი - ტაძარი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო (XVI ს.), მიტროპოლიტ საბა ტუსისშვილის ორსართულიანი სასახლე (1774-1777) და სხვა ნაგებობათა ნანგრევები, რომელიც შემორჩენილია კახეთის მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში. 

კომპლექსის მთავარი ნაგებობაა VI ს-ის III მეოთხედში აგებული წმიდა ნინოს ტაძარი. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ტაძრის აგება უკავშირდება იმ ადგილს, სადაც წმინდა ნინომ შეისვენა.

ნინოწმინდის ტაძარი VI საუკუნის საყურადღებო ძეგლია. აშენებულია წმინდა ნინოს დროსვე ძველ საკერპო ადგილას. დიდი გუმბათქვეშა სივრცის სესაქმნელად ცენტრალური კვადრატის კუთხეებში ოთხ აფსიდს შორის დიაგონალურ ღერძებზე თითო დამატებითი მცირე სადგომია ჩასმული. გარედან ტაძარი გეგმით ვარსკვლავისებრი ნაგებობა იყო, სიდიდის მიხედვით მონაცვლეობით განლაგებული ნახევარწრიული მოხაზულობის შვერილი აფსიდებით. მხოლოდ საკურთხევლის აფსიდს შუა ნაწილში, სადაც სარკმლებია გაჭრილი, აქვს წახნაგოვანი ფორმა. შენობა წარმოადგენდა ტეტრაკონქის განვითარებულ სახეს და ჯვრის ტიპის ძეგლთა უშუალო წინამორბედს. ტაძარი მრავალჯერ შეუკეთებიათ საფუძვლიანად (XI-XII სს., XVI ს.). დაინგრა 1824 და 1848 წლების მიწისძვრების დროს.

სამრეკლო - მთავარი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით აღმართულია XVI-XVIII საუკუნეების აგურის სამრეკლო. ნინოწმინდის სამრეკლო სიდიდით ერთ-ერთი პირველთაგანია საქართველოში. ქვემო სამ სართულში თითო კამაროვანი ოთახია ისრული სარკმლებით, ნიშებითა და ბუხრებით. მეოთხე სართული საკუთრივ სამრეკლოა — რვაბოძიანი თაღებით გახსნილია ფანჩატური. ფასადები დამუშავებულია აგურის წყობით გამოყვანილი და სიმეტრიულად განლაგებული ისრული თაღებით, რომბებით, ჯვრებით. სამრეკლოს ჩრდილოეთიდან მიშენებული ჰქონდა ხის ორსართულიანი შენობა, რომელშიც ნინოწმინდელი ეპისკოპოსის რეზიდენცია იყო განთავსებული.

გალავანი - მონასტრის ტერიტორიაზე განთავსებულ შენობებს გარშემორტყმული აქვს ქვის ფართო გალავანი.


ისტორია

ნინოწმინდის კომპლექსის მთავარი ნაგებობაა VI საუკუნის 50-75-იან წლებში უნდა იყოს აგებული. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ტაძრის აგება უკავშირდება იმ ადგილს, სადაც წმინდა ნინომ შეისვენა. მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ ტაძარს თავისი კვალი დაატყო. ტაძარი მრავალგზის გადაკეთებულია IX-XI, XIII-XIV, XVI საუკუნეებში. კარიბჭის წარწერიდან ვიგებთ რომ 1671 წელს ტაძარი განუახლებია ნინოწმინდელ ეპისკოპოსს – ნიკოლოზ ანდრონიკაშვილს.

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ნინოწმინდელ საბა ტუსიშვილს განუახლებია ტაძარი და ძალზე დიდი გუმბათი დაუდგამს მისთვის. მისი აგებულია ასევე საეპისკოპოსო სასახლე, რომელიც იქვე ტაძრის ეზოშია. გადმოცემის თანახმად, ერეკლე II-ს ნინოწმინდის ტაძრის გუმბათის ნახვისას, გულისტკივილით უთქვამს ტუსიშვილისთვის: ტაძარი კი დაგიმშვენებია მაგრამ მოგიკლავსო. მართლაც 1824 წელს, მიწისძვრის დროს, კედლებმა ვეღარ გაუძლო და თაღი და გუმბათი ჩამოინგრა. 1848 წელს კიდევ სხვა კედლებიც დაინგრა და დღეისათვის მხოლოდ ერთი კედელიღაა მთლიანად შემორჩენილი. ტაძრის გვერდით დგას XVI ს-ის კოშკი-სამრეკლო, რომელიც ხშირად მტრისგან იფარავდა ხალხს. კომპლექსს ძველი დროიდან გარს ერტყა დიდი გალავანი, რომელიც კოშკებით იყო აღჭურვილი და ადგილობრივი მოსახლეობა თავს აფარებდა ომიანობის დროს. ნინოწმინდის საეპისკოპოსო მეფეთა დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. კათედრალს თავის დროზე დახმარებიან კახეთის მეფენი ლევანი, ალექსანდრე და დავით I, ქართლის მეფენი როსტომი და არჩილი. ნინოწმინდა განსაკუთრებით დაწინაურებულა ერეკლე II-ისა და თეიმურაზ II-ის მეფობის დროს.

მონასტერში მდიდარი წიგნთსაცავი ყოფილა, რასაც მოწმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები: მღვდელმტავრები — ათონის ლიტერატურული სკოლის მოღვაწე ექვთიმე მთაწმიდლის ახლო თანამშრომელი არსენ ნინოწმინდელი (X-XI სს.), მიტროფანე ნინოწმინდელი, იოანე ნინოწმინდელი (XVIIIს.), საბა ტუსისშვილი (XVIII საუკუნის II ნახევარი), ანტონ II (1784-1784) და სხვა.

XX საუკუნის ბოლოს სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ნინოწმინდაში აღდგა სამონასტრო ცხოვრება, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. ამჯამად აქ ფუნქციონირებს დედათა მონასტერი. 2003 წლიდან აღდგა საგარეჯო - ნინოწმინდის ეპარქია და აქვე განთავსდა ეპარქიის კათედრა და ეპისკოპოსის რეზიდენცია.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!