![სასტუმრო \](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/dsc02735-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
მანავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია - ძველი ქართული გუმბათოვანი ეკლესიების ერთი უკანასკნელი ნიმუშთაგანი, მდებარეობს კახეთის მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით 15 კმ–ში მდებარე სოფელ მანავის ჩრდილოეთით, მთის ფერდზე. განეკუთვნება კუპელჰალეს სტილს.
მანავის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დავით გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარს ეფთიმის აუშენებია. არქიმანდრიტი ეფთიმი აქ 1774-1798 წლებში მოღვაწეობდა. ამავე პერიოდში თავსდება მანავის ეკლესიის აგების თარიღიც – 1794 წელი.
ეკლესიას 2008 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია.
მანავის ეკლესიის გეგმა (10,85X6,8 მ.) გარე სამკუთხედში მოთავსებულ, გრძივ ღერძზე მცირედ წაგრძელებულ შიდა სივრცეს წარმოადგენს, რომელსაც აღმოსავლეთით ფართო, მთელი მთელი ნავის სიგანის მომცველი აფსიდი აქვს. გუმბათი კედლის ერთ წყვილ შვერილსა და საკურთხევლის კუთხეებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობა. შვერილები გრძივი კედლების ცენტრალურ ადგილასაა ამოყვანილი და დარბაზის სივრცეს ორ თანაბარ მონაკვეთად ჰყოფს ისე, რომ საკურთხევლისწინა არე, სადაც გუმბათია აღმართული, ჩრდილო-სამხრეთით წაგრძელებული მართკუთხედის მოხაზულობისაა და არა კვადრატული. გუმბათი სამხრეთით და ჩრდილოეთით გრძივი კედლების კონქისებრ გადმოზნექის შედეგად მიღებულ თაღებს ეყრდნობა. ეს გადმოზნექილი კედლები საჭიროა, რათა მცირე დიამეტრის გუმბათისთვის გუმბათქვეშ კვადრატი შეიქმნას. შესასვლელი ორია: სამხრეთისა გრძივი კედლის დასავლეთ კუთხეშია ჩაწეული, დასავლეთისა და ცენტრალურ ღერძზეა გაჭრილი და თაღოვანი ფორმა აქვს. სამხრეთი კარიც თაღოვანია, თუმცა კი შეისრული. მას ზემოდან ტიმპანიც ახლავს.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა