დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
რუსთავი - Rustavi რუსთავი - Rustavi რუსთავი - Rustavi რუსთავი - Rustavi რუსთავი - Rustavi რუსთავი - Rustavi რუსთავი - Rustavi რუსთავი - Rustavi

რუსთავის შესახებ

რუსთავი ქალაქი და მუნიციპალიტეტია აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში. რუსთავის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა. მსხვილი დასახლებები აქ გვიან ბრინჯაო- ადრე რკინის ხანაში გაჩნდა. რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და მის მშენებლობას ლეონტი მროველი ქართველთა წინაპრის, ქართლოსის ცოლს მიაწერს. XII—XIII საუკუნეებში ქალაქი განვითარების მაღალ საფეხურზე იმყოფებოდა, ყვაოდა ხელოსნობის სხვადასხვა დარგები: კერამიკის, მინის, ლითონის, ტყავის, ძვლის, ხის, ასევე საფეიქრო წარმოება. 1265 წელს ბექა-ყაენის ლაშქრობის შედეგად კი რუსთავმა არსებობა შეწყვიტა. ამ გამანადგურებელი ლაშქრობის შემდეგ მხოლოდ რუსთავის ციხის ნანგრევებიღა შემორჩა. იგი ერთადერთი ციხეა საქართველოში, რომელშიც ფრესკული ნიმუშები გვხვდება. რუსთავი XX საუკუნემდე ნანგრევების სახით არსებობდა. 1944 წელს ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორიაზე უზარმაზარი მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა დაიწყო. იმავე პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ქალაქის მშენებლობასაც. რუსთავი საქართველოს უმთავრესი სამრეწველო ქალაქია თბილისის შემდეგ. ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა რუსთავის პარკი, სადაც დასვენებისთვის საუკეთესო სივრცეა მოწყობილი კალათბურთის, ფეხბურთის და ფრენბურთის მოედნები, სკეიტ-პარკით, ხის დეკორატიული ფანჩატურები, საპიკნიკე სივრცეები, შადრევნებითა და ველოტრასები. რუსთავის პარკში მდებაორებს V-VIII საუკუნეების რუსთავისციხე-სიმაგრე და ნაქალაქარი. ძალიან საინტერესოა რუსთავის ისტორიული მუზეუმი, სადაც ძვ. წ - ახ. წ. XVIII საუკუნეების ექსპონატებია დაცული. ქალაქში ყოველწლიურად იმართება სახალხო ზეიმი „რუსთავქალაქობა“ და საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“.


გეოგრაფია და კლიმატი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი ქვემო ქართლის ვაკეზე მდბარეობს და მდინარე მტკვარი მას ორ ნაწილად, ძველ და ახალ რუსთავად (მარჯვენა და მარცხენა სანაპირო) ჰყოფს. მუნიციპალიტეტი დაყოფილია დავით აღმაშენებელის სახელობის, ძველი რუსთავის სახელობის, შოთა რუსთაველის სახელობის, ჟიული შარტავას სახელობის, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის, ილია ჭავჭავაძის სახელობის, ვახტანგ გორგასლის სახელობის, იაკობ ცურტაველის სახელობის, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის და 13 ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულებად. რუსთავის ადმინისტრაციული საზღვარი მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებთან გადის. სამხრეთიდან და დასავლეთიდან მას იაღლუჯისა და ჩათმის მთები აკრავს, აღმოსავლეთით კი გარდაბნისა და ფონიჭალის ველები. იგი უნაყოფო სტეპის ტერიტორიაზეა გაშენებული. ძველ და ახალ რუსთავს შორის, მტკვრის სანაპიროზე რუსთავის ტყე, რომელიც ამჟამად კულტურისა და დასვენების პარკის ნაწილია. პარკში რის ხელოვნურად შექმნილი ტბა. რუსთავში ხმელთაშუა ზღვისა და სტეპს შორის გარდამავალი ჰავაა არამკაცრი, თოვლიანი ზამთრით და მშრალი, ზომიერი და ცხელი ზაფხულით.


ღირსშესანიშნაობები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ


ტურები ქვემო ქართლში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე რუსთავი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!