დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
შიდა ქართლი - Shida Kartli

შიდა ქართლის შესახებ

შიდა ქართლი საქართველოს იტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიული ქართლის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. შიდა ქართლის ძველი სახელი ზენა სოფელია. რეგიონი მდიდარია მნიშვნელოვანი კულტურის ძეგლებითა და ლამაზი ბუნებით. შიდა ქართლი უძველესი ისტორიის მქონე მხარეა, ეს ტერიტორია ჯერ კიდევ ადრეული ბრინჯაოს ხანიდან ყოფილა ინტენსიურად დასახლებული. ძალიან შთამბეჭდავია ამ მხარის ათასფერი ყვავილებით აფერადებული, უსასრულობამდე გადაჭიმული ვრცელი მინდვრები, ხეობები და ჩანჩქერები.


ისტორია

შიდა ქართლში ადამიანთა ცხოვრების უძველესი კვალი ლამისყანასა და მდინარეების კავთურასა და თეძამს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც პალეოლითური იარაღებია ნაპოვნი. ეს მხარე ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. III ათასწლეულში) უკვე ინტენსიურად იყო დასახლებული. ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში შიდა ქართლში ყალიბდება მტკვარ-არაქსის კულტურის ორიგინალური ვარიანტი. გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანებში უკვე ყალიბდება შემდეგში საქართველოში ყველაზე გაერცელებული ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული ხევი. ეს არის ცალკეულ სამოსახლო გორათა სისტემა, რომელთაგან ერთი მოწინავეობს და ჩემულობს ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრის როლს. ადრინდელი ანტიკური ხანისათვის აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა რამდენიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. ერთ-ერთი მათგანი იყო ზენა სოფელი (შიდა ქართლი). მისი ცენტრი უფლისციხის მიდამოებში უნდა ყოფილიყო. ძვ. . IV-III საუკუნეების მიჯნაზე ფარნავაზის მეთაურობით შეიქმნა იბერიის (ქართლის) ერთიანი სამეფო, რომლის ცენტრიც მცხეთა იყო. მას შემდეგ, რაც ფარნავაზმა თავისი ხელისუფლება მთელ ქართლზე განავრცო და ეგრისიც შემოიერთა, ქვეეანა საერისთავოებად დაჰყო. შიდა ქართლი ერთ ადმინისტრაციულ ეროეულში მოაქცია და სათავეში სპასპეტი ჩაუყენა. შიდა ქართლის ტერიტიირიაზე ელინისტური ხანის მრავალრიცხოვანი მონეტების აღმოჩენა მოწმობს იბერიის ინტენსიურ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას გარე სამყაროსთან. ძვ. . I საუკუნეში ქართლში რომის სარდალმა, პომეუსმა ილაშქრა. პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ, I-III საუკუნეებში, იბერიის სამეფო კიდევ უფრო გაძლიერდა. ანტიკური ქართლის სახელმწიფოში, რომელიც ადრეკლასობრივი ან პროტოფეოდალური ბუნებისა იყო, IV საუკუნიდან ყალიბდება ფეოდალური ურთიერთობები. ამ პროცესს ხელი შეშწყო IV საუკუნის 30-იან წლებში ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ. VII საუკუნის სომხური ანონიმური გეოგრაფია, რომელიც ძირითადად IV-V საუკუნეების ვითარებას ასახავს, ქართლს კვლავ ხევებად დაყოფილს წარმოგვიდგენს და შიდა ქართლში (ზენა სოფელში) შემდეგ ხევებს ასახელებს: ტუნისხევი (ტანისხევი), დვანი, აჩაბეთისხევი, გვერდისძირი, საცხუმეთი, ქსნის ხევი, ცხრაძმა, ბაზალეთი. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა მთელი შიდა ქართლი ერთ ადმინისტრაციულ ერთეულად სასპასპეტოდ გააერთიანა. VII საუკუნეში საქართველო არაბებმა დაიპყრეს და არაბთა ბატონობის მთელი სიმძიმე სწორედ ქართლის შიდა რაიონებს დააწვა. დავით აღმაშენებლის დროს საქართველო ერთიან მონარქიად გაერთიანდა. ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას შიდა ქართლი წარმართავდა. განვითარებულ შუასაუკუნეებში კულტურის მკვეთრი აღმავლობა იწყება, ვითარდება საერო ლიტერატურა, ფილოსოფიური აზროვნება, ხუროთმოძღვრება, მონუმენტური მხატვრობა, ჭედურობა, ხელნაწერთა მხატვრული შემკობა, ქვაზე კვეთა. XVII-XVIII საუკუნეებში შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს ზემო ქართლ ეწოდებოდა. XVII საუკუნის პირველი მეოთხედიდან, ოსმალეთის მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ ისტორიული ზემო ქართლი დიდი ხნით ჩამოშორდა ქართლის სამეფოს და სახელწოდება გადავიდა შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე. ამჟამად ისტორიული შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში შედის. დღევანდელი შიდა ქართლის მხარე მოიცავს გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებს.


კულტურა

კულტურისა და ტრადიციების მხრივ საქართველოს ყველა მხარე განსხვავებული და გამორჩეულია. ამ მხრივ გამონაკლისს არც შიდა ქართლი წარმოადგენს. ეს მხარე მდიდარია ფოლკლორული ნიმუშებით. ქართლშიც სხვა კუთხეების მსგავსად ყველაზე ხშირად შრომის დროს მღეროდნენ. ცნობილია ქართლური ნამგლური, მკის სიმღერა, ქართლული ჭონა, მაყრული. კულტურული ძეგლებით მდიდარ შიდა ქართლში ამ ძეგლებთან დაკავშირებულ ლეგენდებსაც ვხვდებით, როგორიცაა მაგალითად სურამის ციხის ლეგენდა. თქმულების თანახმად ციხე რომ არ დანგრეულიყო, მასში დედისერთა ზურაბუ უნდა ჩაეყოლებინათ. იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს სურამის ციხესთან შავებში შემოსილი ქალი გამოდის და ქვითინებს:

სურამისა ციხეო,
სურვილითა გნახეო,
ჩემი ზურაბ მანდ არის,
კარგად შემინახეო.“
შიდა ქართლში მრავალ სახალხო დღესასწაულსაც აღნიშნავენ, როგორიცაა ატოცობა, დიდგორობა, გორიჯვარობა და კუდიანობა და ა.შ. ატოცობის დღესასწაულზე სულით ავადმყოფები ატოცის წმინდა გიორგიში მიყავდათ და ხალხი მას სულით ავადმყოფების განკურნებას სთხოვდა, სალოცავში, მლოცველები ღამისთევით მიდიოდნენ, მიჰყავდათ საკლავი, შესაწირი. დიდგორობაზე კი ბაზრობა იმართება, ასევე ჯირითი, ჭიდაობა, პურობა და სხვადასხვა ცერემონიები იმართება. კუდიანობის ღამეს კუდიანთა დასაფრთხობი რიტუალები ტარდება.
ქართლური სამზარეულო მრავალფეროვანია და თევზეულთან და ხორცეულთან ერთად მრავალგვარი მცენარეული კერძებითაც გამოირჩევა. ღოლოს, დოსა და შინდის შეჭამანდები, ფხალეული, ჩაქაფული, ნაზუქები თუ თევზეული გურმანებს ნამდვილად მოხიბლავს.
ქართლი მეღვინეობის კუთხითაც ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა. აქაური ვაზის ჯიშებიდან აღსანიშნავია
შავკაპიტო, ბუდეშური, გორული მწვანე, გორულა (სუფრის ვაზი) და ჩინური. ქართლში ასევე გავრცელებულია მეხილეობა და მებოსტნეობა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოყავთ ვაშლი, ატამი, მსხალი, ქლიავი.


გეოგრაფია

შიდა ქართლის მხარე აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გორი. რეგიონი მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებს: ხაშური, ქარელი, გორი, კასპი, ცხინვალი და ჯავა. ცხინვალი და ჯავა ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შიდა ქართლის ჩრდილო საზვარი კავკასიაონის მთავარ წყალგამყოფ ქედს მიუყვება, დასავლეთი - ლიხის ქედს, სამხრეთ- თრიალეთის ქედს, აღმოსავლეთი - ხარულის ქედსა და მდინარე ქსანს.
შიდა ქართლის ვაკის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს მდ.მტკვრის ხეობა. ხეობას ჩრდილოეთიდან მიუყვება მცირე ქედებისა და სერების ზოლი. აღნიშნული ქედების ჩრდილო დამცერი ფერდობები თანდათანობით გადადის ტირიპონ-მუხრანის ვაკეში. აღმოსავლეთ ნაწილში ვაკე ვიწროვდება და გადადის საამილახვროს და მუხრან-საგურამოს ვაკეებში. შიდა ქართლის ჩრდილოეთი მთიანი ნაწილი წარმოდგენილია კავკასიონის მთავარ ქედით. აქ კავკასიონი შედარებით ნაკლები სიმაღლით ხასიათდება. თრიალეთის ქედის ჩრდილო ფერდობები დანაწევრებულია მდინარეების-ძამის, ტანასა და თეძამის ხეობებით.

შიდა ქართლი ლადშაფტური მრავალფეროვნები ხასიათდება. ვაკეებზე წარმოდგენილია ივერიის ზომიერად მშრალი სტეპური ლანდშაფტი. ზღ.დ.800 მეტრიდან იწყება ქვედა მთის ტყის ლანდშაფტის გავრცელების არეალი და დომინანტებს მუხნარი. ზღ.დ.1200 მეტრიდან ვხვდებით საშუალო მთის ტყის ლანდშაფტს, აქ ძირითადათ წიფელაა გავრცელებული, თუმცა თრიალეთის ქედისა და რეგიონის დასავლეთ, შედარებით ნოტიო რაიონებში წფლნარ-მუქწიწვოვან ტყეც გვხდება. ზღ.დ.2000-2200 მეტრიდან ვრცელდება მაღალი მთის მდელოს ლანდშაფტი ალპური და სუბალპური მცენარეულობით. გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი რეგიონში პრაქტკულად არ გვხვდება. მხარის კლიმატი კონტინენტურია, ჰავა ზომიერად თბილი და ტენიანია (ზოგან მშრალი). საშუალო წლიური ტემპერატურაა დაახლოებით 11, შესაძლებელი მაქსიმუმია 42, ხოლო შესაძლებელი მინიმუმი -32.


რა ვნახოთ

შიდა ქართლში მრავლად გვხვდება ისტორული, კულტურული და მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ძეგლები. აქ ნახავთ როგორც უძველესი კულტურის ნაშთებს, ასევე შუასაუკუნოვანი ხუროთმოძღვრებისა და მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვან ნიმუშებს. შიდა ქართლი მრავალფეროვანი და ლამაზი ბუნებით, მინერალური წყლებითა კურორტებითაც მდიდარია. ალპური მდელოები თუ მწვანეში ჩაფლული ტბები და ჩანჩქერები შესანიშნავია ხეტიალისა და ბუნების სიმშვიდეში განტვირთვის მოყვარულთათვის.


ბუნება


კულტურული ძეგლები


კურორტები



ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ


სად დავრჩეთ შიდა ქართლში

IMG_20180726_005520
საოჯახო სასტუმრო · მარანი / მეღვინეობა
ვილა რბონა

აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...

Park Hotel Surami Chalet
კოტეჯი
Park Hotel Surami Chalet

თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა

გამარჯობათ. მაინტერესებს ჯამჯამას მთაზე როგორ ავიდე,თუ არ ვცდები არის მანდ საფეხმავლო ბილიკი

Leila Nadiradze
Leila Nadiradze

სალამი, მაინტერესებს შიდა ქართლის რეგიონის ტურიზმის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო პროექტების შესახებ ინფორმაცია. ტურიზმის განხრით ვსწავლობ და პრეზენტაციისთვის მჭირდება.

Roin Datunashvili
Roin Datunashvili

სტალინის სახლ-მუზეუმი

Kvirkvelia Mari
Kvirkvelia Mari

როგორი ეკონომიკა აქვს შიდა ქართლს

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, შიდა ქართლის ეკონომიკის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მათ ოფიციალურ ვებ გვერდზე: shidakartli.gov.ge

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე შიდა ქართლი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!