დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
DJI_0563 DJI_0556 DJI_0567 DJI_0581 IMG_3598 IMG_3601 IMG_3603 IMG_3617 IMG_3618 DJI_0580 ყინწვისის მონასტერი ყინწვისის მონასტერი ყინწვისის მონასტერი ყინწვისის მონასტერი ყინწვისის მონასტერი ყინწვისის მონასტერი ყინწვისის მონასტერი ყინწვისის მონასტერი ყინწვისის მონასტერი ყინწვისის მონასტერი ყინწვისის მონასტერი

ყინწვისის მონასტერის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ყინწვისის მონასტერი შიდა ქართლის მხარეში, ქარელისმუნიციპალიტეტში, სოფელ ყინწვისიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. კომპლექსის მთავარი ნაგებობა XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული წმ. ნიკოლოზის სახელობის ცენტრალურგუმბათოვანი ტაძარია. გარდა წმ. ნიკოლოზის ეკლესიისა სამონასტრო ანსამბლში შედის ღვთისმშობლის ეკლესია, მცირე ეკლესია, გალავანი და კოშკი-სამრეკლო. ყინწვისის მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშს წარმოადგენს. დახვეწილობითა და მაღალმხატვრული ღირებულებით გამორჩულია ყინწვისის მხატვრობა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართულ და ზოგადად შუასაუკუნეების მონუმენტური მხატვრობის განვითარების ისტორიისათვის.


არქიტექტურა

წმ. ნიკოლოზის ეკლესია აგურით ნაშენი, ცენტრალურგუმბათოვანი ტაძარია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება. კვადრატულ საფუძველზე აღმართული გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ ბოძს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვედრატიდან გუმბათის წრიულ ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. გუმბათის ყელში 12 სარკმელია. საკურთხეველი ერთი საფეხურით შემაღლებულია. საკურთხევლის აფსიდი ბემიანია. აფსიდებითაა დასრულებული სამკვეთლოცა და სადიაკვნეც. ეკლესიის დასავლეთ მხარე მთელ სიგრძეზე, ნართექსს უჭირავს. ნართექსი სამი სათავსისგან შედგება და ეკლესიის თანადროულია. შიდა კედლები კი ჩაშენებულია ზაზა ფანასკერტელის დაკვეთით XV საუკუნის II ნახევარში. კანკელი აგურისაა, მოგვიანებით, XVI-XVII საუკუნეებშია ნაგები და საკურთხევლის საზღვრებიდან წინაა წამოწეული. მეორე სართულზე საიდუმლო ოთახებია, რომლებში მოხვედრაც ქვედა სართულის გადახურვაშ დაყოლებული ხვრელიდან მისადგმელი კიბითაა შესაძლებელი. ეკლესიის ჩრდილოეთის და სამხრეთის მკლავები მოკლე და თითქმის თანაბარია. დასავლეთის მკლავი ოდნავ წაგრძელებულია. მკლავები გადახურულია შეისრული კამარით. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით.
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია XII-XIII საუკუნეების დარბაზული ნაგებობაა, რომელიც წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, მდ. ძამის ნაპირთან, ფერდობზე დგას. ტაძარი ძალიან დაზიანებულია, შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი და გრძივი კედლების ნაშთი. სამხრეთით კარის წირთხლებიც ჩანს. ფასადები ოდნავ დამუშავებული ქვითაა ნაგები, სახურავის ლორფინისა ყოფილა.
მცირე ეკლესია წმ. ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთის კედელთან დგას. დარბაზული, სხვადასხვა ზომის თლილი ქვის კვადრებით ნაგები ნაძარი გვიანფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ინტერიერში გამოყენებულია აგური. აფსიდი უსწორმასწორო მოყვანილობისაა და დარბაზის გრძივი კედლებისაგან არ არის გამოყოფილი. ეკლესია ორსაფეხურიან დაბალ ცოკოლზე დგას. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე ცალმკლავა რელიეფური ჯვარია გამოსახული.


მხატვრობა

წმინდა ნიკოლზის ტაძრის მოხატულობა შესრულებულია XIII დასაწყისში თამარის პირველი ვაზირის ანტონ გლოვისთანისძის დაკვეთით. ტაძრის გუმბათი, ოთხივე მკლავი და მკლავებშორისი კედლები მთლიანად იყო მოხატული. დასავლეთ მკლავისა და კამარების მოხატულობის მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. ტაძრის ერთ-ერთ ძლიერ დაზიანებულ წარწერაში მოხსენიებულია ქტიტორი. ყველა სცენის შინაარსსა და წმინდანთა ვინაობას ქართული ასომთავრული წარწერები განმარტავს. ჯვარცმის კომპოზიციაში, ნართექსსა და გასასვლელი კარის წირთხლებზე ბერძნული წარწერებია. ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის გამოსახულებები. ორივე მკლავის ქვედა რეგისტრებში წარმოდგენილნი არიან ისტორიული პირები, აქვეა ვრცელი ისტორიული წარწერის ნაშთებიც. ტაძრის მოხატულობაში დიდი ადგილი ეთმობა დეკორატიულ ელემენტებს. ყინწვისის მოხატულობა გამოირჩევა ფერწერულობით, ოქროსფერ და მოწითალო ოქრასთან, ღია მწვანესთან, ცისფერსა და თეთრთან შეხამებული ლაჟვარდი შთამაგონებელი და შთამბეჭდავია. ფიგურათა მოძრაობა მშვიდია, სახის გამომეტყველება - რბილი. ნართექსის მოხატულობა შესრულებულია გვიანდელი ფეოდალური ხანის სხვადასხვა პერიოდში. შუა სათავსის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია XV საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი მოღვაწე ზაზა ფანასკერტელი. ყინწვისის ფრესკები ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია.
ღვთისმშობლის ეკლესია მთლიანად მოუხატავთ XIII საუკუნის მე-II ნახევარში, მაგრამ დღესდღეობით მხოლოდ საკუთხევლის მხატვრობაა შემორჩენილი. ფრესკების ფერადოვანი შრე გადარეცხილია და გამოსახულებათა დიდი ნაწილი კონტურების სახითაა შემონახული. წერის მანერა წმინდა ნიკოლოზის ტაძართან შედარებით უფრო ხაზოვანია.


როგორ მივიდეთ

სოფელი ყინწვისი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძამის მარჯვენა მხარეს მდებარეობს, ქარელიდან 8 კმ-ის დაშორებით. სოფლიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ყინწვისის მონასტრამდე მიდის სამანქანო გრუნტის გზა.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

IMG_20180726_005520
საოჯახო სასტუმრო · მარანი / მეღვინეობა
ვილა რბონა

აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...

Park Hotel Surami Chalet
კოტეჯი
Park Hotel Surami Chalet

თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
1 შეფასება
5
Lika Shavloxashvili

შესანიშნავი გარემო, ადგილი სადაც სხვა სამყაროს დაგანახვებს,
შენს სულში ჩაგახედებს და დაგაფიქრებს...

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ყინწვისის მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!