დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ხაშური, შიდა ქართლი - Khashuri, Shida Kartli ხაშური, შიდა ქართლი - Khashuri, Shida Kartli ხაშური, შიდა ქართლი - Khashuri, Shida Kartli ხაშური, შიდა ქართლი - Khashuri, Shida Kartli ხაშური, შიდა ქართლი - Khashuri, Shida Kartli ხაშური, შიდა ქართლი - Khashuri, Shida Kartli ხაშური, შიდა ქართლი - Khashuri, Shida Kartli ხაშური, შიდა ქართლი - Khashuri, Shida Kartli

ხაშურის შესახებ

ხაშური აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში მდებარე მუნიციპალიტეტია. რაიონის ტერიტორია უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ქვის ხანიდან, ყოფილა დასახლებული, რასაც აქ აღმოჩენილი ქვის იარაღები, ბრინჯაოს ნივთები და სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიური ექსპონატები ადასტურებს. ისტორიულ წყაროებში ხაშური პირველად 1693 წელს იხსენიება. იგი ქალაქის ტიპის დასახლება XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან გახდა, რასაც საქართველოში რკინიგზის გაყვანამ შეუწყო ხელი. მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ, დასავლეთ, და სამხრეთ საქართველოს გზაგასაყარზე მდებარეობს და შესაბამისად მას სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ხაშურში განვითარებულია მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგები მემინდვრეობა, მევენახეობა და მესაქონლეობაა. რაიონში ფუნქციონირებს 3 მუზეუმი, 1 თეატრი და 24 ბიბლიოთეკა. რაიონში ასევე განვითარებულია ტურიზმიც, რასაც კულტურული ძეგლების სიმრავლე და და ბუნებრივი რესურსები განაპირობებს. ჰავის, სამკურნალო მინერალური წყლებისა და ბუნების სილამაზის გამო პოპულარობით სარგებლობს ხაშურის კურორტები. ბიჯნისის ჩანჩქერი, ღორინამკლის მთა, კოდიწყაროს ტბა, წრომის ტაძარი, სურამის ციხე და მრავალი სხვა ღირსშენაშნაობა უამრავ მოგზაურს იზიდავს, შესანიშნავი ხედებითა თუ კულტურულ-ისტორიული ღირებულებით.


გეოგრაფია და კლიმატი

ხაშურის მუნიციპალიტეტი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის მხარეში მდებარეობს, ზღვის დონიდან 690 მეტრზე. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ხაშური. მუნიციპალიტეტი 13 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება: ქალაქი ხაშური, სურამი, ხცისი, წაღვლი, წრომი, ხალები, ქვიშხეთი, ცხრამუხა, ოსიაური, ფლევი, ცოცხნარა, ალი და გომი. ხაშურს ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ქარელის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, ჩრდილოეთით - საჩხერის, სამხრეთით და დასავლეთით - ბორჯომის, დასავლეთით კი - ხარაგაულის. რაიონში ძირითადად საშუალო და დაბალმთიანი ქედ-ხეობებიანი და ბორცვიან-ვაკეებიანი რელიეფია. მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულია ყელეთის ქედი, რომელიც მდინარე ძამის აუზისა და მტკვრის ხეობის წყალგამყოფია. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა მტკვარი. ხაშურის ფლორა და ფაუნა მრავალფეროვანია. ვაკეზე უმეტესად ჯაგეკლიანი სტეპები გვხვდება, მთის კალთებზე კი, ტყეებში, გავრცელებულია როგორც ფოთლოვანი, ისე მარადმწვანე მცენარეულობა. ტყის ზონის ზემოთ სუბალპური მდელოებია. აქ ნახავთ როგორც სტეპის ისე მთის ტყეში მობინადრე ცხოველებს: მურა დათვი, მგელი, მელა,კვერნა, კურდღელი და სხვა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. მთიან ზონაში ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, გრილი ზაფხული იცის, ბარში კი ზაფხული ცხელია. საშუალო წლიური ტემპერატურა 9.6 °C—9.7 °C-ა, იანვრისა - 9.4 °C—1.9 °C, ივლისისა კი - 20 °C—20.5 °C.


რა ვნახოთ

ხაშურის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. მთები და შერეული ტყეები ულამაზეს უმშვენიერეს წარმოადგენს როგორც გაზაფხულის სიმწვანეში, ისე შემოდგომაზე. ღორინამკლის მთიდან შესანიშნავი ხედები იშლება ხაშურსა და ლურჯად მოელვარე კოდიწყაროს ტბაზე. ულამაზესი ბიჯნისის ჩანჩქერი კი ნამდვილად სამოთხეა, განსაკუთრებით თუკი ზაფხულის სიცხეში გადაწყვიტეთ მოგზაურობა. დასასვენებლად შეგიძლიათ ხაშურის კურორტებს ეწვიოთ, სადაც სუფთა ჰაერი, ტყეები, მთების ხედები და სიმშვიდე დაგხვდებათ. გარდა ბუნების სილამაზისა ეს რაიონი მდიდარია კულტურული ძეგლებითაც. აქ ნახავთ ისტორიულ ციხე-სიმაგრეებსაა და შუასაუკუნოვან ტაძრებს. სურამის ციხე, რომელშიც ლეგენდის თანახმად დედისერთა ვაჟი - ზურაბია ჩაკირული, ბულბულის ციხე თუ უძველესი წრომის ტაძარი საქართველოს ისტორიულ-კულტურული განვითარების ნათელ სურათს ქმნის და უამრავ მნახველს იზიდავს. ხაშურში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც მდიდარი და მრავალფეროვანი მასალაა დაცული. უზეუმში წარმოდგენილია ექსპონატები უძველესი პერიოდებიდან უახლეს წარსულამდე: ჭურჭელი, შრომისა და საბრძოლო იარაღები, ნუმიზმატური კოლექცია, ხატები, წიგნები, ფოტო და სახვითი ხელოვნების კოლექციები და სხვა.


ბუნება


კულტურული ძეგლები


კურორტები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ხაშური

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!