დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
წრომის ტაძარი წრომის ტაძარი წრომის ტაძარი წრომის ტაძარი

წრომის ტაძარის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

წრომის ტაძარი შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში მდებარეობს. ის ადრეული შუასაუკუნეების, 626-634 წლებით დათარიღებული ტაძარია. დღევანდელი ეკლესია უფრო ადრეული, IV საუკუნის ტაძრის ადგილას არის აგებული. წერილობითი წყაროების თანახმად, 457 წელს, წრომის ადრეულ ეკლესიაში წამებით მოუკლავთ რაჟდენი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის დროს ქრისტიანობა მიიღო. დღევანდელი ძეგლი სტეფანოზ II-ის დაკვეთით არის აგებული. ეკლესია საუკუნეთა განმავლობაში რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა (XI - XII, XVI-XVII საუკუნეებსა და XX საუკუნეში). 1731 წლის 24 სექტემბერს ლეკთა შემოსევის დროს დაინგრა გალავანი. 1940 წლის 8 მაისის მიწისძვრისას დაინგრა ტაძრის გუმბათი, გუმბათქვეშა კვადრატის კედლები, ნართექსისა და დასავლეთ-სამხრეთ მკლავების ცილინდრული თაღების დიდი ნაწილი და გადაიხარა დასავლეთის კედელი. XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნა. წრომის ტაძარი ადრეული შუასაუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ძეგლია.


არქიტექტურა

წრომის ტაძარი ჯვარ–გუმბათოვანი ნაგებობაა, რომელიც ორსამსაფეხურიან ცოკოლზე დგას. გუმბათი ცენტრალურ სივრცეში მოთავსებულ ოთხ ცალკე მდგომ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპებით. ინტერიერში გამოკვეთილია სიგრძივი ღერძი, რომელიც აღმოსავლეთით აფსიდით სრულდება საკურთხევლის გვერდებზე მოწყობილია სადიაკვნე და სამკვეთლო. დასავლეთით მოთავსებულია პატრონიკე, რომელიც თავიდან საზოგადოების მაღალი წრის წარმომადგენელთათვის იყო განკუთვნილი, მოგვიანებით კი - მგალობელთა და მუსიკოსთათვის. პატრონიკეს ქვეშ არის წაგრძელებული ნართექსი, რომლის შუა ნაწილი გადახურულია ცილინდრული კამარით, გვერდითები კი - ჯვრული კამარით. სამხრეთ-დასავლეთით ორსართულიანი სათავსია, რომლის აღმოსავლეთით გახსნილი ქვედა სართული საქალებო იყო, მეორე სართული კი - დიდებულთა სადგომი. განათების მთავარი წყარო გუმბათის ყელში გაჭრილი ოთხი და მკლავებში გაჭრილი თითო დიდი სარკმელია. ტაძარს აქვს კიდევ რამდენიმე მრგვალი სარკმელი. შესასვლელი სამია: დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით (ნაწილობრივ გამოყენებულია მუქი ნაცრისფერი და მოყვითალო პორფირიტი), რომელთა დაწიბოებული ნაკერები ჰორიზონტალური და სწორხაზოვანია. ფასადები სადაა, მოურთავი, რაც მკაცრ და მონუმენტურ იერს ანიჭებს ტაძარს. აღმოსავლეთ ფასადი სამნაწილიანია: ფრონტონით დასრულებული შუა ამაღლებული სიბრტყე საკურთხეველს შეესაბამება, მის ორივე მხარეს ცალფერდასახურავიანი კუთხის დაბალი სათავსებია, რომელთაც თითო სარკმელი აქვთ. იქ სადაც აფსიდი გვერდის სათავსებს ემიჯნება, კედელში ორი ღრმა სამკუთხა ნიშია ამოკვეთილი. ნიშებს კონსტრუქციული დანიშნულება აქვს (კედელს ათავისუფლებს ზედმეტი მასებისგან) და ისინი ერთმანეთთან სამი თაღით უკავშირდება. მოურთავ ფასადებზე რამდენიმე ადგილას რელიეფური ჯვრის გამოსახულება გვხვდება. დასავლეთის შესასვლელი შეწყვილებული სვეტებითაა დეკორირებული. იგი გადახურულია ტიმპანის ქვით, რომელზეც გამოსახულია მაღალი საფეხურებიანი ჯვარი. შესასვლელის ზემოთ ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი სათაურით და ორნამენტით მორთული დიდი სარკმელია. საკურთხევლის კონქი მოზაიკით იყო შემკული, რომლის უმეტესი ნაწილი დღესდღეობით განადგურებულია. მოზაიკის გადარჩენილი ფრაგმენტები საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ამჟამად საკურთხეველში მხოლოდ მოსამზადებელი ნახატის კონტურებია დარჩენილი. წარმოდგენილი იყო „ქრისტეს დიდების“ კომპოზიცია. კონქის ცენტრში ქრისტეს დიდი ფიგურაა. მას მარცხენა ხელში გაშლილი გრაგნილი უჭირავს, მარჯვენით აკურთხებს. გრაგნილზე შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. ქრისტეს ორივე მხარეს გაირჩევა ანგელოზთა გამოსახულებები. მეორე რეგისტრში სავარაუდოდ გამოსახულია ღვთისმშობელი. აქვე შემორჩენილია მოციქულთა ფიგურების ფრაგმენტებიც. ერთ-ერთს აქვს წარწერა „პეტრე“. საკურთხევლის სარკმლის თაღში სამი მედალიონია, ცენტრალურ მედალიონში ჯვარია გამოსახული, ხოლო დანარჩენში – მარტვილთა ბიუსტები. მედალიონების ქვემოთ ორნამენტული ზოლი გასდევს აკანთის ფოთლების მოტივით. ტაძრის დანარჩენი კედლები და კამარა მოუხატავი იყო.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

IMG_20180726_005520
საოჯახო სასტუმრო · მარანი / მეღვინეობა
ვილა რბონა

აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...

Park Hotel Surami Chalet
კოტეჯი
Park Hotel Surami Chalet

თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე წრომის ტაძარი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!