დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
DJI_0922 DJI_0920 DJI_0925

საჩხერის შესახებ

საჩხერის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან ცხოვრობდა, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენები და უძველესი ნამოსახლარებიც ადასტურებს. საჩხერეში მრავლადაა აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები და გორასამარხები, ბრინჯაოსა და რკინის სახელოსნოები, ანტიკური ნაგებობების ნაშთები, სამკაულები, კოლხური კერამიკა და სხვა. სხვადასხვა პერიოდის ძეგლები და არტეფაქტები გვიჩვენებს ცივილაზაციის უწყვეტ კვალს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უძველესი დროიდან დღემდე. საჩხერეში შემონახულია შუასაუკუნეების ეკლესიები და ციხე-სიმაგრეები, რაც მის კულტურულ განვითარებაზე მეტყველებს. გვიან ფეოდალურ ხანაში ის დაწინაურებულ სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა. წერილობით წყაროებში საჩხერე პირველად XVII საუკუნეში იხსენიება. გვიან შუასაუკუნეებში მუნიციპალიტეტის ტერიტორია სხვადასხვა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა. წერეთლების რეზიდენცია მოდინახეს ციხე იყო, აბაშიძეებისა კი - სოფელი ჭალა. 1928 წლამდე საჩხერე ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში შედიოდა, 1928-1930 წლებში - ქუთაისის ოლქში, 1930-1939 წლებში - ჭიათურის რაიონში. 1939 წლიდან კი ის დამოუკიდებელი რაიონია. დღესდღეობით საჩხერეში ფუნქციონირებს მუზეუმები, ბიბლიოთეკები, თეატრი და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მესაქონლეობა, მარცვლეული და ბოსტნეული კულტურები. რამდენიმე სოფელში აქტიურად მოიპოვებენ კვარიციანი ქვიშას. მუნიციპალიტეტს აქვს ტურისტული პოტენციალიც, რასაც ბუნების სილამაზე, ბალნეო-კლიმატური კურორტი კვერეთი და კულტურული ძეგლების სიმრავლე განაპირობებს. საჩხერის გაშლილი ვაკეები თუ მწვანეში ჩაფლული ქედები, ისტორიული ციხე-სიმაგრეები და უძველესი ტაძრები გულგრილს არავის ტოვებს.


გეოგრაფია

საჩხერის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს, მდინარეების - ყვირილისა და ძირულის ზემო და შუა დინებების აუზში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი საჩხერე. რაიონს ჩრდილოეთით ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, აღმოსავლეთით - სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ოლქი, სამხრეთით - ხაშური და ხარაგაული, დასავლეთით კი - ჭიათურა. მუნიციპალიტეტის რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია. რაიონის ჩრდილოეთ ნაწილი რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზეა განლაგებული, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი კი - იმერეთის მაღლობზე. საჩხერის ცალკეული მწვერვალების სიმაღლე 2400 მეტრს აღემატება. მუნიციპალიტეტს ახასიათებს ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელი, მთავარი მდინარეებია: ყვირილა და ძირულა. რაიონში მრავალი წყაროა, მათ შორის არის მუნერალური წყლებიც. საჩხერე მდიდარია წიაღისეულითაც, როგორიცაა: გოგირდოვანი წყლები, კვარცის სილები, გიშერი, ქვანახშირი, პემზა, მარმარილო. საჩხერის მუნიციპალიტეტში კარგადაა გამოხატული მცენარეულობის სიმაღლებრივი ზონალურობა. ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 65 000 ჰექტარს. აქაურ ტყეებში გვხვდება ქართული მუხა, რცხილა, იფანი, ნეკერჩხალი, თელა, წიფელი, წაბლი, მურყანი, წყავი და სხვა. სუბალპურ ბუჩქნარებში გვხვდება დეკა, ღვია, მოცვი, მაღალბალახეულ საფარში - დიყი, დუცი, შროშანი, დეზურა და სხვა. ალპური მდელოს მცენარეულობა მხოლოდ დაღვერულის მთის კალთებზეა გავრცელებული. რაიონი მდიდარია ფლორის მრავალფეროვნებითაც. აქ ბინადრობენ მთა-ტყისა და მთა-მდელოს ზონების ცხოველები: შველი, დათვი, ტურა, მგელი, მელა, ფოცხვერი, მაჩვი, კვერნა და სხვა. ფრინველთადან გვხვდება: როჭო, შურთხი, მთის არწივი, ქორი, მიმინო, შაშვი, კოდალა, გუგული, ჩხიკვი და სხვა.
საჩხერის მუნიციპალიტეტში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. დაბალ ნაწილში საშუალო წლიური ტემპერატურა 10°C-დან 11,7°C-მდეა. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,4-0,3°C, ივლისისა კი - 20-22,5°C. მთებში ტემპერატურა სიმაღლის ზრდასთან ერთად კლებულობს.


რა ვნახოთ

საჩხერის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით. სიმწვანე, გაშლილი, ვრცელი ვაკეები, მოლურჯო მთები, წყაროები და პატარ-პატარა ჩანჩქერები შესანიშნავ გარემოს ქმნის ბუნების მოყვარულთათვის. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დევის ტბა, ფასკნარას ჩანჩქერი აკაკი წერეთლის კარსტული მღვიმე. თუკი ბუნების სიმშვიდეში დასვენება გსურთ, ბალნეო-კლიმატური კურორტი - კვერეთი ნამდვილად მოგეწონებათ. გარდა მიმზიდველი ბუნებისა, საჩხერეში მრავალი კულტურული ძეგლის მონახულებაც შეგიძლიათ. გამოქვაბულთა კომპლექსები, ანტიკურ ნაგებობათა ნაშთები, ისტორიული ციხე-სიმაგრეები თუ უძველესი ტაძრები უამრავ საინტერესო ამბავსა და ისტორიას ინახავენ და საქართველოს კულტურული განვითარების სურათს წარმოგვიდგენენ. აღსანიშნავი ძეგლებია: სარეკის მღვიმეები, რკინისა და ანტიკური ხანის საირხის ნაქალაქარი, მოდინახეს ციხე, ქორეთის მაცხოვრის ეკლესია, სავანის წმ. გიორგის ეკლესია, ჯრუჭის მონასტერი და მრავალი სხვა. საჩხერეში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური მასალები, იარაღები, სამკაულები, კერამიკა, ეთნოგრაფიული მასალები და სხვა. ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოდაგო მოღვაწის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც წერეთლების საგვარეულო სასახლეშია განთავსებული. აკაკი წერეთლი მამული მშვენიერი ხედებითა და ულამაზესი გარემოთიც გამოირჩევა.


ბუნება

  • დევის ტბა
  • ფასკნარას ჩანჩქერი
  • აკაკი წერეთლის მღვიმე


კულტურული ძეგლები

  • მოდინახეს ციხე
  • ქორეთის მაცხოვრის ეკლესია
  • სავანის წმ. გიორგის ეკლესია
  • ჯრუჭის მონასტერი
  • საირხის ნაქალაქარი


კურორტები

  • კვერეთი


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

სად დავრჩეთ იმერეთში

Eco Cottage
ეკო კოტეჯი
სასტუმრო · საოჯახო სასტუმრო · კოტეჯი · მარანი / მეღვინეობა

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე საჩხერე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!