დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ონის მუნიციპალიტეტი oni municipality ონის მუნიციპალიტეტი oni municipality ონის მუნიციპალიტეტი oni municipality ონის მუნიციპალიტეტი oni municipality ონის მუნიციპალიტეტი oni municipality ონის მუნიციპალიტეტი oni municipality ონის მუნიციპალიტეტი oni municipality ონის მუნიციპალიტეტი oni municipality ონის მუნიციპალიტეტი oni municipality

ონის შესახებ

ონი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი დიდი ისტორიითა და მრავალფეროვანი, ლამაზი ბუნებით გამოირჩევა. წერილობით წყაროებში ონი პირველად XV-XVI საუკუნეებში იხსენიება. მეცნიერთა ვარაუდით იგი იბერიის მეფე ფარნაჯომმა დაარსა ძვ. წ. II საუკუნეში. ონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის ცულები და კოლხური თეთრის განძი, რომელიც ძვ. წ. VI-III საუკუნეებითაა დათარიღებული. შუა საუკუნეებში დიდი იყო ქალაქი ონის ეკონომიკური მნიშვნელობა, აქ იყრიდა თავს ჩრდილოეთი კავკასიიდან, ქართლიდან, იმერეთიდან და ქვემო რაჭიდან მომავალი გზები. რაიონში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ონში მრავლად გვხვდება შუა საუკუნეების ძეგლები, ციხესიმაგრეები და საინტერესო ტაძრები. მისი ბუნება კი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ნებისმიერ ხეტიალისა და მთაში დასვენების მოყვარულ ადამიანზე. უზარმაზარი, დათოვლილი მთებით, ალესილი კლდოვანებით, გრილი ტყეებითა და ხეობებით, ყვავილებით დაფარული მინდვრებითა და ცის კიდეს მიბჯენილი ალპური ტბებით, შეუძლებელია ეს რაიონი არ შეგიყვარდეთ. ცნობილი და პოპულარულია ონის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტები, სადაც მთის სუფთა ჰაერით, სიგრილითა და საოცარი ხედებით ტკბობასა და კომფორტულ დასვენებას შეძლებთ. ვახუშტი ბაგრატიონი ასე აღწერდა ონს: „ხოლო ჯეჯორის შესართავს ზეით და რიონის სამჴრით არს ონი. სახლობენ ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ. ონი ჰავით არს მშუენი და ზაფხულის ცხელი, ორთა მთათა შინა კლდოვანთა ყოფითა. არამედ აგრილებს მდინარე რიონი“.


გეოგრაფია და კლიმატი

ონის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოს ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ონი, რომელიც მდებრეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ღრმა ხეობაში, ზღვის დონიდან 830 მ-ზე. რაიონს აღმოსავლეთით ჯავის, დასავლეთით ამბროლაურისა და ლენტეხის, სამხრეთით საჩხერის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, ჩრდილოეთით კი ყაბარდო-ბალყარეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკები. ონი შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებისგან შედგება: ონი, ღები, ჭიორა, გლოლა, უწერა, გომი, საკაო, ღარი, შეუბანი, კომანდელი, პიპილეთი, ცხმორი, წედისი, კვაშხიეთი, ფარახეთი, ბარი, შქმერი, მრავალძალი, სორი.
მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 10°C, იანვრის საშუალო ტემპერატურაა - 1°C, ხოლო ივლისის - 20.4°C.


რა ვნახოთ

ონის რაიონი მდიდარია კულტურული ძეგლებითა და ბუნების მრავალფეროვნებით. აქ სხვადასხვა პერიოდის მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრეები და ტაძრები გვხვდება, ნახავთ წინარექრიატიანულ, ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, მეგალითური ციხის ნაშთებსაც და შუასაუკუნების ეკლესიებსაც. განსაკუთრებით ცნობილია XI საუკუნის, უნიკალური ბარელიეფებით მორთული მრავალძალი. სოფელ კვაშხიეთში მდებარეობს ციკლოპური ნაციხარი, იგი აღსანიშნავი ზეგლია, რადგან დასავლეთ საქართველოში ციკლოპური ნაციხარ-ნამოსახლარების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ასევე საინტერესო ძეგლებია XIX საუკუნეში აგებული ონის სინაგოგა, რომელიც ამჟამად უმოქმედოა და შუა საუკუნეების გალავანი. ონში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია ქვის ხანიდან გვიანფეოდალურ ხანამდე პერიოდის არქეოლოგიური მასალა. მათ შორისაა: ბრინჯაოს ცხვრის ქანდაკება, ჭვირული ასტრალური ბალთები, ხარის საბუზარები, ქალის სამკაულები, საბრძოლო და შრომის იარაღის სეგმენტები; X-XI -ის წმ. გიორგისა და წმ. სამების ეკლესიების არქიტექტურული დეტალები და რელიეფის ფრაგმენტები, X-XIV სს-ისფულის ნიშნები, XIX -ის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, ხელნაწერი და ბეჭდური წიგნები, XX -ის ცნობილქართველ მხატვართა ფერწერული ტილოები და სხვა. ექსპონატთა უმრავლესობა ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. ონი ბუნების მხრივაც გამორჩეული რაიონია. აქ შეგიძლიათ, როგორც შესანიშნავი გარემოს მქონე კურორტებზე კომფორტული და გამაჯანსაღებელი დასვენება, ასევე თავგადასავლებით და მოულოდნელი შთაბეჭდილებებით სავსე ლაშქრობების მოწყობა. უამრავ მთის მოყვარულს იზიდავს აქაური ალპური მდლოები, გრანდიოზული მთები და ლურჯად მოკამკამე უძირო ტბიდან დანახული კავკასიონის მწვერვალები. აქ მრავალი საინტერესო ბილიკია მყინვარებსა და ტბებზე ხეტიალისთვის.


ბუნება


კულტურული ძეგლები

  • მრავალძალი
  • ონის ციხე
  • გონის მთავარანგელოზის ეკლესია
  • სხიერის მონასტერი, "მირიანული უძრავი წმინდა გიორგი"
  • ჯოისუბნის „მცხეთის წმ. გიორგი“
  • ბრილის ნამოსახლარი და ეკლესია


კურორტები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ


სად დავრჩეთ რაჭაში

კოტეჯი
კოტეჯი ნიკორწმინდაში
სოფელი · კურორტი · ტბა · მდინარე · მღვიმე / გამოქვაბული · ეკლესია / მონასტერი · ისტორიული ძეგლი · მთა · კოტეჯი · ეთნოგრაფიული · Zip-Line

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
neşe aydemir
neşe aydemir

Merhaba, Yurüme engelli iki arkadaşız ve temmuz sonu Oni ye gelmeyi planliyoruz. Tekerlekli sandalye erisimine uygun konaklama alanı bulmak mumkun olur mu?

Maria Baier-D'Orazio
Maria Baier-D'Orazio

Which facilities exist in Oni or nearby to spend the night?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

Good day Maria. You can spend a night in hotel Orion, hotel Gallery, guest house Orion Oni or guest house Nana. There are more guest houses in Oni. These are just some of them that come to my mind.

Maria Baier-D'Orazio
Maria Baier-D'Orazio

Thank you :-)

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ონი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!