![Bateti Lake, Dzama Gorge, ტბა Озеро Батети](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/dji-03127-1-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
იტრიის მონასტერი შიდა ქართლის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ყოფილ სოფელ იტრიაში. კომპლექსი ეკლესიის, სამრეკლოსა და გალავნისაგან შედგება და XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. იტრიის ღვთისმშობლის ტაძარი აიგო კათალიკოს დოროთეოზის დაკვეთით. შენებლობის პროცესში ძეგლი დაუწვავთ, თუმცა კათალიკოსს მონასტრის მშენებლობა მაინც დაუსრულებია და მრავალი საეკლესიო ნივთიც შეუწირავს. 1645 წ. ქართლის მეფე როსტომსა და მის მეუღლეს - მარიამს იტრიის მონასტრისათვის ყმები და მიწები უბოძებიათ. მონასტერს მრავალგზის განუცდია აოხრება. კომპლექსი შეაკეთეს XIX საუკუნეში.
იტრიის ღვთისმშობლის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა, რომელიც გალავანშემოვლებული ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში დგას. ეკლესია ნაგებია კარგად თლილი ქვიშაქვის კვადრებით, წყობაში გამოყენებულია აგურიც. ნაგებობის ნავები ერთმანეთისაგან წყვილ-წყვილი ოთხკუთხა სვეტითაა გამოყოფილი. სვეტებს მარტივი, კვადრატული ფორმის კაპიტელები აქვს და კუთხეებში ლილვები აუყვება. საკურთხევლის აფსიდი შუა ნავის სივრცეს ფართო ბემით უკავშირდება. საკურთხევლის გვერდებზე აფსიდალური სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომელთა თავზეც სამალავი საკნებია მოწყობილი. შუა ნავი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც სამ საბჯენ თაღს ეყრდნობა. კამარა გამაგრებულია კედლებში ჩაშენებული ხის კოჭებით. ცენტრალურ აფსიდს სამი სარკმელი აქვს, გვერდითებს კი - თითო. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ნაგებობას ორი არქიტრავული შესასვლელი აქვს - სამხრეთითა და დასავლეთით. პორტალები შემკულია სხვადასხვა ზომის ლილვებით, რომელთა ორივე მხარეს მასიური დეკორატიული კრონშტეინებია განთავსებული. შესასვლელთა ტიმპანებში მოთავსებულია რელიეფური ჯვრები. დასავლეთ ფასადის ცენტრში ლილვებით მოჩარჩოებული ოთკუთხა ფანჯარაა, რომლის თავზეც მოზრდილი რელიეფური ჯვარია, უფრო ზევით კი, ფრონტონის კეხის ქვეშ - პატარა ჯვარი. ფასადებს ლავგარდანი შემოუყვება, რომელიც ვიწრო თაროს, წრეთარგისა და ლილვისაგან შედგება. ნაგებობა დგას თაროსა და ლილვებისგან შექმნილ ცოკოლზე.
სამრეკლო სამსართულიანი, კოშკისებრი ნაგებობაა, რომელიც ზევითკენ ვიწროვდება. იგი ნაგებია უხეშად თლილი ქვის კვადრებით. XIX საუკუნის ბოლოს სამრეკლოს სახურავზე პატარა ფანჩატური დაუშენებიათ. ნაგებობის პირველი სართული ორ მხარეს მთელ სიგანეზე თაღებითაა გახსნილი და გადახურულია ნახევარწრიული არაწესიერი მოხაზულობის კამარით. იგი თავიდან ეკლესიის ეზოში შესასვლელ კარიბჭეს წარმოადგენდა, თუმცა ამჟამად გაუქმებულია. ამავე სართულის ჩრდილო კედელში ბუხარია. მეორე სართულის დაბალი სათავსი კამარითაა გადახურული, მესამე სართული დასავლეთით ორმაგთაღიანი ღიობითაა გახსნილი. სამრეკლოს ფრონტონის კეხის ქვეშ, ორმაგი თაღის ზევით გამოსახულია დეკორატიული ჯვარი.
გალავანი ფერდობის რელიეფს მიუყვება და ნაგებია კირქვის კვადრებით, წყობა ირეგულარულია. გალავნის კედელში ჩაშენებული იყო კოშკი, თუმცა მისგან მხოლოდ 1,5 მეტრის სიმაღლის კედელია გადარჩენილი. გალავანზე მიშენებული ყოფილა სენაკები.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...
თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა