
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ალის ციხე (მცხეთისჯვრის ციხე) შიდა ქართლის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მცხეთისჯვარში მდებარეობს, მდინარე ჭერათხევის მარჯვენა ნაპირზე. ნაგებობა გვიანი შუასაუკუნეებით თარიღდება. ალის ციხე უძველეს საგზაო მაგისტრალზე იდგა და ჩრდილოეთიდან იცავდა ქალაქ ალს, რომელიც XIII საუკუნიდან ქართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა. XVII ს-ის 20-იან წლებში გიორგი სააკაძემ სხვა ციხეებთან ერთად გაამაგრა ალის ციხეც. სიმაგრე 1757 წელს ლეკებმა აიღეს. კომპლექსი შედგება დედაციხისა და გალავნისაგან. იგინაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. გალავანი დაახლოებით 1 ჰა ტერიტორიას მოიცავდა. დედაციხის კედლები ქედის ზედაპირს მისდევს, ამიტომ მას არაწესიერი მოხაზულობა აქვს. ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე შემორჩენილია სხვადასხვა შენობათა ნაშთები, მათ შორის წყლის აუზიც. ალის ციხე დღეისათვის ძალიან დაზიანებულია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხის სამხრეთ ფერდობზე სამფენიანი ნამოსახლარი გამოვლინდა. მეორე ფენაში, რომელიც ძვ. წ. X-IV საუკუნეებს მოიცავს, აღმოჩნდა ბათქაშით შელესილი ნაგებობის ნაშთები, ადრინდელი ანტიკური ხანის სამეთუნეო ნაწარმი და წინა ანტიკური ხანის კერამიკა. ციხის სამხრეთით, ადგილ ნაურიებზე, გათხარეს ძვ. წ. VIII-IV საუკუნეების ორფენიანი სამაროვანი, სადაც ბრინჯაოს ხარის ქანაკება, აგრეთვე ირმის, ძაღლის, ფანტასტური ცხოველისა და მამაკაცის ითიფალური ქანდაკებები აღმოჩნდა. აღსანიშნავია ძვ. წ. VII საუკუნის ბრინჯაოს ბალთა, რომელზეც ნაყოფიერების ხე და ლომებია გამოსახული. ციხის შემოგარენი მჭიდროდ ყოფილა დასახლებული შუა ფეოდალურ ხანაში, გამოვლინდა ძელით ნაგები საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ნაგებობები და X-XII საუკუნეების მოჭიქული ჭურჭელი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა