
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
რკონის სამონასტრო კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის მიმდებარედ, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე მდებარეობს. XII-XIII საუკუნეებში რკონზე შიდა ქართლს ჯავახეთთან, თრიალეთთან და ახლო აღმოსავლეთთან დამაკვშირებელი მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული გზა გადიოდა. ამან რკონში სამონასტრო აღმშენებლობას შეუწყო ხელი. თემურლენგის ჯარებმა, 1400 წელს, სოფელი და ირგლივ მდებარე ეკლესია-მონასტრები დაარბიეს. XVI-XVIII საუკუნეებში რკონი კვლავ საკმაოდ კარგად გამაგრებული პუნქტი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში სოფელი თანდატან დაიცალა. სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების განმავლობაში მრავალჯერ გადაკეთდა. ძირითადად მშენებლობის სამი ფენა გაირჩევა: VII ს, XIII-XIV საუკუნეების მიჯნა და XVII-XVIII საუკუნეების მიჯნა. 1905 წელს, რკონში სახელოსნო-ლაბორატორია ფუნქციონირებდა, სადაც შეიარაღებული აჯანყებისათვის საჭირო იარაღსა და ფეთქებად ნივთიერებებს ამზადებდნენ.
რკონის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან
შედგება: ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, კარიბჭე, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი,
სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია, თამარის ხიდი და ბერების სენაკები.
ღვთისმშობლის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა და VII საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება.
ნავები ერთმანეთისგან სვეტებითაა გამოყოფილი. სვეტების თაღები თითქმის ნახევარწრიული
მოხაზულობისაა. ტაძრის გადახურვა კამაროვანია. ეკლესიას აქვს პასტოფორიუმები და სამი
შესასვლელი. ინტერიერში სხვადასხვა პერიოდის მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი.
ძირითად სივრცეში და სადიაკვნეში შემორჩენილი ფრაგმენტები XII საუკუნით თარიღდება,
ეკლესიის სამკვეთლოში XVII საუკუნის მოხატულობაა, შესასვლელის სამხრეთ წირთხლზე საერო
პირის გამოსახულებაა, რომელიც არაუგვიანეს X საუკუნეს განეკუთვნება. ეგვტერის მოხატულობა
კი განვითარებული ფეოდალური ხანისაა.
ტაძარს XIII საუკუნის მეორე ნახევარში კარიბჭე მიაშენეს. მის ცენტრალურ ნაწილში გეგმაში
კვადრატის ფორმის, ცილინდრული კამარით გადახურული ეკვდერია. ფასადები მორთული დეკორატიული
ნახევარსვეტებიანი თაღედით. ჩუქურთმებითაა შემკული ნახევარსვეტების ბაზისები, კაპიტელები,
თაღი და სარკმლის საპირეები.
XIII საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება დარბაზული სამლოცველოც. სამლოცველოს ფასადები
მოპირკეთებულია თლილი ქვით და მორთულია დეკორატიული თაღებითა და ჩუქურთმები. სამლოცველოში
შემორჩენილია XIII-XIV საუკუნეების მხატვრობის ფრაგმენტები.
მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით XIII-XIV საუკუნეების მიჯნით დათარიღებული სატრაპეზოა. იგი ნაგებია ნატეხი ქვით და 6 საბჯენ თაღზე დაყრდნობილი შეისრული კამარითაა გადახურული.
სატრაპეზო ამჟამად ძალიან დაზიანებულია.
სატრაპეზოდან სამხრეთ-დასავლეთით კოშკი დგას. შემორჩენილია მხოლოდ სამი სართული. პირველ
და მეორე სართულს თითო სარკმელი აქვს, მეორე სართულზე გაჭრილია შესასვლელი.
XVII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული, ორსართულიანი სამრეკლო მთავარი ეკლესიიდან ჩრდილო-დასავლეთით
მდებარეობს. პირველ სართულზე ნაგებობის თანადროული მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი.
მეორე სართული აგურით ამოყვანილ, ცილინდრულ ფანჩატურს წარმოადგენს, რომელიც 8 ღია თაღითაა
გახსნილი. ფანჩატურს თლილი ქვის ლავგარდანი შემოუყვება.
ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთით XIII-XIV საუკუნის მიჯნით დათარიღებული ნათლისმცემლის
ეკლესია დგას. იგი თლილი ქვის სხვადასხვა ზომის კვადრებით ნაგები დარბაზული ეკლესიაა.
დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. კამარის საბჯენი თაღები პილასტრებს ეყრდნობა.
ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადები დეკორატიული თაღედითაა მორთული.
თაღედების ნახევარსვეტების კაპიტელები და ბაზისები, ასევე სარკმლებიც, მოჩუქურთმებულია.
მოგვიანებით ეკლესიას დასავლეთიდან კარიბჭე მიაშენეს.
რკონის „თამარის ხიდი“ მდინარე თეძამზეა გადებული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე.
იგი XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ნახევარწრიული ხიდი ერთ მთლიანობას წარმოადგენს
და 12,5მ სიგრძისაა, სიგანე კი 2,2მ-ა. ხიდის ბურჯები ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ეყრდნობა
და ნაგებია ნატეხი ქვით კირის დუღაბზე. იგი შემორჩენილია თავდაპირველი სახით. აქ გადიოდა
შიდა ქართლის თრიალეთთან დამაკავშირებელი გზა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვამსუბუქუ ავტომობილით მიისვლება?