დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
კასპი, შიდა ქართლი - Kaspi, Shida kartli კასპი, შიდა ქართლი - Kaspi, Shida kartli კასპი, შიდა ქართლი - Kaspi, Shida kartli კასპი, შიდა ქართლი - Kaspi, Shida kartli კასპი, შიდა ქართლი - Kaspi, Shida kartli

კასპის შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტი შიდა ქართლის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც უძველესი ნამოსახლარები და არქეოლოგიური მასალა მოწმობს. კასპი დარეული პერიოდიდანვე დაწინაურდა და მნიშვნელოვანი სამხედრო და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, რაც მისი გეოგრაფიულ-სტრატეგიული მდებარეობით იყო განპირობებული. იგი ციხე-ქალაქს წარმოადგენდა, რომელსაც საკუთარი სპასალარი ჰყოლია. V საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, კასპი განვითარების მაღალ საფეხურზე იდგა, დიდი ყურადღება ექცეოდა განათლებისა და აღზრდის საკითხს. მემატიანე მოგვითხრობს, რომ აქ წარჩინებულები და მეფეები აღსაზრდელად აგზავნიდნენ თავინთ შვილებს. კასპში იზრდებოდა ვახტანგ გორგასლის და მირანდუხტიც. VIII საუკუნეში არაბი სარდლის, მურვან ყრუს, ლაშქრობამ კასპი სრულიად გაანადგურა და ცხოვრება ჩაკვდა. XV საუკუნეში იგი ამილახვართა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, ადმინისტრაციულად კი ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში იყო. XV საუკუნის მეორე ნახევარში კი ქართლის მეფე სიმონ I-მა კასპი ამილახვრებს ჩამოართვა და სვეტიცხოველს შესწირა. XIX საუკუნეში იგი სოფლის ტიპის დასახლება იყო. კასპი ცალკე რაიონია 1930 წლიდან. დღესდღეობით რაიონში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო დაწესებულებები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კულტურული და დასასვენებელი სივრცეები და ა.შ. იგი ასევე საქართველოში საშენ მასალათა წარმოების ცენტრია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ცემენტის, სპირტის, საკონსერვო და საკონდიტრო ქარხნები. კასპის ტერიტორიაზე გადის ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალი, რაც მის ეკონომიკურ პოტენციალს ზრდის. განვითარებულია ასევე სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, სარძევე მეცხოველეობა. რაიონი გამოირჩევა ბუნების სილამაზით, აქ ასევე მრავალი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია შემორჩენილი. კასპის უძველესი ციხე-სიმაგრეები და ტაძრები, როგორიცაა: რკონის მონასტერი, რკონის ციხე, სამთავისი და მრავალი სხვა, დიდი პიპულარობით სარგებლობს და უამრავ ტურისტს იზიდავს.


გეოგრაფია და კლიმატი

კასპის მუნიციპალიტეტი შიდა ქართლის მხარეში მდებარეობს, მტკვრის ორივე მხარეს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კასპი. კასპს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მცხეთის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით - გორის, სამხრეთით - თეთრიწყაროსა და წალკის, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი - დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტი შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს. ჩრდილოეთით მას კავკასიონის ქედის სამხრეთ განშტოებები აკრავს, სამხრეთით კი - თრიალეთის ქედი. რაიონის უმაღლესი მწვერვალია ობოლო კლდე (2080მ). კასპის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: მტკვარი, ქსანი, ლეხურა, კავთურა, თეძამი. ტყითაა დაფარული მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 32.7%. რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ჯაგრცხილნარიანი მუხნარია, თრიალეთის ქედის ფერდობებზე რცხილნარ-მუხნარია გავრცელებული, სამხრეთით კი წიფლის ტყეებია. ტყეებში გვხვდება: მუხა, წიფელი, რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი და წიწვოვანები.
კასპის მუნიციპალიტეტში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, ცივი ზამთრითა და მშრალი, ცხელი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,4 °C, იანვრისა - 0,5 °C, აგვისტოსი კი - 23 °C.


რა ვნახოთ

კასპის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კულტურული ძეგლების სიმრავლითა და ბუნების სილამაზით. ტყეები, ხეობები, შესანიშნავი ხედები და ყვავილოვანი მდელოები საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მარშრუტების დაგეგმვის საშუალებას გვაძლევს. ცხავერისა და ნოსტეს ჩანჩქერებს, სოფელ გოსტიბეს, თავკავთასა თუ სხვა მრავალ საოცარ ადგილს ბევრი მოგზაურობის მოყვარული და ბუნების სიმშვიდეში დასვენების მსურველი სტუმრობს. კასპში ულამაზეს ბუნებასთან ერთად ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლიც გვხვდება. აღსანიშნავია უნიკალური ჩუქურთმებით შემკული, ჰარმონიული პროპორციებით გამორჩეული სამთავისის ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების საეტაპო და მნიშვნელოვანი ძეგლი - ქვათახევის მონასტერი, მრავალფეროვანი რკონის სამონასტრო კომპლექსი, რკონის ციხე, სხვილოს ციხე და სხვა. კასპში მდებარეობს აგრეთვე ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი - გრაკლიანი გორა, სადაც შეძლებთ საქართველოს წინარექრისტიანულ კულტურაში მოგზაურობას. ქალაქ კასპში ფუნქციონირებს კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუზეუმში 20 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული, რომლებიც ბრინჯაოს ხანიდან შუასაუკუნეებამდე პერიოდებს მოცავს. რაიონში არის ჰავითა და სამკურნალო წყლებით გამორჩეული კურორტები (ხოვლე, გარიყულა, გოსტიბე), სადაც სასიამოვნო გარემოში დასვენებას შეძლებთ.


ბუნება

  • ცხავერის ჩანჩქერი
  • ნოსტეს ჩანჩქერი


კულტურული ძეგლები


კურორტები

  • ხოვლე
  • გოსტიბე
  • გარიყულა


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე კასპი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!