tavkavta-2

თავკავთა - საკუთხისი - დიდგორი

ლაშქრობა

აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მარშრუტი იწყება თბილისთან ახლოს, სოფელ წინარეხში და მიუყვება მდინარე კავთურას ხეობას თავკავთას წმინდა გიორგის ეკლესიისკენ. მარშრუტი არის საშუალო სირთულის, თუმცა რამდენიმე მონაკვეთი საკმაოდ ტექნიკურია და რეკომენდებულია კარგი სალაშქრო ფეხსაცმლის გამოყენება. ასევე თან იქონიეთ გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, რადგან შეიძლება მოგიწიოთ მდინარეში გატოპვა. მზად იყავით გაუვალ ბუჩქნარსა და ტყეში გზის გაკვლევისთვის. 

მარშრუტი არის 2 დღიანი, ღამისთევა მოგიწევთ საკურთხისის ციხესთან.

გეგმა:

01

დღე 1

პირველი დღე საკმაოდ რთულია, რადგან გიწევთ მდინარეებში ტოპვა და გაველურებულ ტყესა და ბუჩქნარში სიარული. თავიდან ბილიკი მიუყვება ქვათახევის მონასტერში მიმავალ სამანქანო გზას, დაახლოებით 4 კილომეტრში უხვევს ამ გზიდან და ძველი სატყეო გზით მიემართება თავკავთას მიმართულებით. კიდევ 1 კილომეტრის შემდეგ სამანქანო გზა სრულდება და იწყება ბილიკი, რომელიც რამდენიმე ადგილას მდინარესთან ძალიან ახლოს გადის და შეიძლება დაკარგოთ კიდეც, ამიტომ აუცილებლად იქონიეთ GPS ტრეკი რათა სწორად მიყვეთ ბილიკს და არ მოგიწიოთ მდინარეში სიარული საჭიროების გარეშე. ამის შემდეგ ბილიკი ადის თავკავთაზე, წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან. შემდეგ უნდა დაეშვათ ხეობაში, აუყვეთ მდინარეს და საბოლოოდ გახვალთ მინდორზე, სადაც საკმაოდ კარგი საბანაკე ადგილია საკურთხისის ციხის გვერდით. გასავლელი მანძილი 11 კმ, ასაწევი სიმაღლე 524 მ, მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1397 მეტრი.

02

დღე 2

მეორე დღეს აგრძელებთ სიარულს აღმართში, თავიდან ბილიკი ცოტა რთული საპოვნელია სანამ ძველ, თითქმის წაშლილ სამანქანო გზას იპოვით და დაადგებით აღმართს რომელიც აგიყვანთ თრიალეთის ქედზე და შეუერთდებით მანგლისი - ნიჩბისის მთავარ გზას. შემდეგ ბილიკი მიუყვება ამ გზას და სულ მალე გაივლის დიდგორის მონუმენტს. დიდგორის მონუმენტიდან ბილიკი ისევ ძველ სატყეო გზას მიუყვება თაბარუკის მონასტრისაკენ და ამჯერად უკვე სულ დაღმართში გიწევთ მოძრაობა. გასავლელი მანძილი 15.5 კმ, ასაწევი სიმაღლე 688 მ, მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1720 მეტრი.

ტრანსპორტი:

წინარეხში მოხვედრა შესაძლებელია მიკროავტობუსით, რომელიც გადის დიდუბის ავტოსადგურიდან. ხოლო თუ საკუთარი ავტომობილი გყავთ, შეგიძლიათ წინარეხს გასცდეთ და 8 კილომეტრით შეიმციროთ ფეხით გასავლელი მანძილი. რაც შეეხება თაბარუკიდან თბილისში დაბრუნებას, აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის და მოგიწევთ ავტოსტოპით ან ტაქსით წამოსვლა. თუმცა შეგიძლიათ ფეხით მიხვიდეთ წოდორეთამდე, საიდანაც ყვითელი ავტობუსით დაბრუნდებით თბილისში.

ხანგრძლივობა
2 დღე
სირთულე
საშუალო
მანძილი
26 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
45 კმ

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ მარშრუტზე

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+7

გეგმა

დღე 1

დღე 2

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე თავკავთა - საკუთხისი - დიდგორი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!