დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
სამთავისის ამაღლების კათედრალი, ეკლესია, Cathedral, church სამთავისის ამაღლების კათედრალი, ეკლესია, Cathedral, church სამთავისის ამაღლების კათედრალი, ეკლესია, Cathedral, church სამთავისის ამაღლების კათედრალი, ეკლესია, Cathedral, church სამთავისის ამაღლების კათედრალი, ეკლესია, Cathedral, church სამთავისის ამაღლების კათედრალი, ეკლესია, Cathedral, church სამთავისის ამაღლების კათედრალი, ეკლესია, Cathedral, church სამთავისის ამაღლების კათედრალი სამთავისის ამაღლების კათედრალი სამთავისის ამაღლების კათედრალი სამთავისის ამაღლების კათედრალი სამთავისის ამაღლების კათედრალი სამთავისის ამაღლების კათედრალი სამთავისის ამაღლების კათედრალი სამთავისის ამაღლების კათედრალი სამთავისის ამაღლების კათედრალი სამთავისის ამაღლების კათედრალი სამთავისის ამაღლების კათედრალი სამთავისის ამაღლების კათედრალი სამთავისის ამაღლების კათედრალი სამთავისის ამაღლების კათედრალი სამთავისის ამაღლების კათედრალი სამთავისის ამაღლების კათედრალი სამთავისის ამაღლების კათედრალი სამთავისის ამაღლების კათედრალი სამთავისის ამაღლების კათედრალი

სამთავისის ამაღლების კათედრალის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

სამთავისის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი XI საუკუნის ძეგლია, ტაძრის წარწერებში აგების თარიღად მითითებულია 1030 წელი. XII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე, სამთავისი ჯერ ქართლის კათალიკოსს - მიქაელს ეკავა, შემდეგ - მწიგნობართუხუცეს ანტონ ეპისკოპოსს, XIV საუკუნის პირველი ნახევრიდან კი იგი ზევდგინიძე-ამილახვრებს ებოძათ. XV საუკუნეში ძეგლს გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი და ფასადები ჩამოენგრა და იგი XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში ადგილობრივმა ფეოდალებმა აღადგინეს. ტაძარი მოხატული ყოფილა, რომლის ნაწილიც განუახლებიათ, ნაწილობრივ კი თავიდან მოუხატავთ. როგორც ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეები გვამცნობს, სამთავისის ადგილას ვახტანგ გორგასლის მერ 472 წელს აგებული ტაძარი მდგარა, რომლისგანაც დღესდღეობით აღარაფერია შემორჩენილი. ძეგლი ჰარმონიული პროპორციებითა და უნიკალური მორთულობით გამოირჩევა და ტაძრის ზოგიერთი თავისებურება საფუძვლად დეოდო ქართული ხუროთმოძღვრების შემდგომ განვითარებას.


არქიტექტურა

სამთავისის კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება, ესენია: სამთავისის ამაღლების საკათედრო ტაძარი, გალავანი, საეპისკოპოსო რეზიდენცია, მცირე ეკლესია და სამრეკლო.
სამთავისის ამაღლების კათედრალი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა, რომელიც გეგმაში ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედში ჩაწერილ ჯვარს წარმოადგენს. იგი მოპირკეთებულია სუფთად თლილი ღია მოლურჯო,მომწვანო, მოყვითალო და მონაცრისფრო კვადრებით. გუმბათი ოთხ, ნახევრწრიული თაღებით შეკრულ, ცალკე მდგომ ბურჯს ეყრდნობა, რომლებიც ცენტრალურ სივრცეშია აღმართული. გუმბათის კვადრატიდან წრიულ ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. აღმოსავლეთის მკლავი ინტერიერში ნახევარწრიული აფსიდით ბოლოვდება, დანარჩენი მკლავები კი სწორკუთხაა. აღმოსავლეთ მკლავის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა მოთავსებული, რომელთაც ასევე ნახევარწრიული აფსიდები აქვთ. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თავზე მათივე ზომის პატრონიკეებია მოწყობილი. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთითა და დასავლეთით. ნაგებობის შიდა სივრცე გუმბათსა და მკლავებში გაჭრილი სარკმლებით ნათდება. ტაძრის დახვეწილი, მსუბული შიდა ხუროთმოძღვრული ფორმები და გეგმაზომიერი განათება სივრცის სიხალვათესა და ტავისუფალ აღქმადობას განაპირობებს, რაც უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. აღსანიშნავია, რომ გარე მასების მხატვრული გადაწყვეტა სრულიად შეესატყვისება შიდა სივრცის ორგანიზებას. დეკორატიული კამარებით შემკული მაღლა ატყორცნილი ფასადები მონუმენტურობის შთაბეჭდილებას ქმნის. განსაკუთრებულადაა მორთული აღმოსავლეთის ფასადი. იგი დანაწევრებულია ხუთი კამარითა და ორი ნიშით. ცენტრალური კამარით შემოსაზღვრულ სიბრტყეზე განთავსებულია ნატიფად შესრულებული ჩუქურთმით შემკული დიდი ჯვარი და ორი დეკორატიული რომბი. აღსანისნავია ასევე ფასკუნჯის ბარელიეფი და ყურძნისა და ბროწეულებისაგან შედგენილი მოტივები, რომლებიც ფასადის მარჯვენა კუთხეშია განლაგებული. აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიულ სისტემაში ძლიერი აქცენტია აჟურული ფესტონებით შემკული ღრმა ნიშები, რომლებიც მკაფიოდ ანაწევრებს სიბრტყეს და ასევე შიგა სივრცეს ნაგებობის გარე მასებში გამოავლენს.
გალავანი გეგმაში მრავალგვერდაა და XVII საუკუნის II ნახევრითა და XVIII საუკუნის I მესამედით თარიღდება. კედელი ქონგურებით სრულდება და ორიარუსიანია. სამხრეთით ქვის საბრძოლო ბილიკია, რომლის გასწვრივაც ორმაგი და ცალმაგი სათოფურებია. გალავანში ორი კოშკია ჩართული, ჩრდილოა-ღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის კედლებში. გალავანი ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია აგურიც.
მთავარი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით ეპისკოპოსის პალატი დგას, რომელიც გალავანშია ჩართული. რიყის ქვითა და აგურით ნაგები ორსართულიანი ნაგებობა მშენებლობის ორ ეტაპს მოიცავს, პირველი ფენა განვითარებული ფეოდალური ხანით თარიღდება, მეორე კი - XVIII საუკუნით. პალატს მეორე სართულის ზემოთ ორი ეტრის სიმაღლის პარაპეტი ჰქონია შემოვლებული, რომელიც საბრძოლო დანიშნულების ქონგურებით მთავრდებოდა. პარაპეტი მხოლოდ ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით არის შემორჩენილი. ნაგებობას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს.
დიდი ტაძრის სამხრეთით მცირე ზომის დარბაზული ეკლესია დგას. სწორკუთხა დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ეკლესია ნაგებია რიყისა და თლილი ქვით.
XVIII საუკუნის I ნახევრით დათარიღებული სამრეკლო ტაძრის ჩრდილოეთით, გალავნის შუაწელზე მდებარეობს. იგი მოგრძო, სწორკუთხა ფორმისაა და ნაგებია აგურით. სამრეკლო გალავნის თაღოვან კარიბჭეზეა აღმართული. ინტერიერი რვაწახნაგაა და ნახევარსფეროთი გვირგვინდება. სამრეკლოს წრიული ფორმის მეორე სართული შვიდი თაღოვანი ღიობითაა გახსნილი. გადახურულია სფერული კამარით, სახურავი კი საკმაოდ წაწვეტებულია და ბრტყელი, ქართული აგურის ჰორიზონტალური წყობითაა ნაგები. ფასადები მარტივია და არ არის დეკორირებული.


როგორ მივიდეთ

სამთავისის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის ცენტრში მდებარეობს, კასპიდან 11 კმ-ის დაშორებით. ტაძართან მიდის სამანქანო გზა.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

IMG_20180726_005520
საოჯახო სასტუმრო · მარანი / მეღვინეობა
ვილა რბონა

აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...

Park Hotel Surami Chalet
კოტეჯი
Park Hotel Surami Chalet

თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სამთავისის ამაღლების კათედრალი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!