დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად

ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია

ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია, church ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია, church ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია, church ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია, church ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია, church ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია, church ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია, church ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია, church ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია

ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია შიდაქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდაში მდებარეობს. იგი XIII საუკუნის ჯვარგუმბათოვანი ტაძარია. თავად სახელი ერთაწმინდა წმინდა ესტატესთან არის დაკავშირებული, ესტატე წმინდის სახეცვლილ ფორმას წარმოადგენს. ტაძარი არაერთხელ დაზიანებულა მიწისძვრისა თუ შემოსევების დროს და მრავალჯერ აღუდგენიათ. XVII საუკუნის დასაწყისიდან ერთაწმინდის ეკლესია თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. მომდევნო პერიოდებში სააკაძეების საგვარეულო საძვალე იყო. აქ არის დაკრძალული გიორგი სააკაძის მოწამებრივად დაღუპული ვაჟის - პაატას მოკვეთილი თავი. ძეგლი სტილისტიკით XII-XIII საუკუნეების ტაძრების, იკორთის, ფიტარეთის, ბეთანიის, ქვათახევისა და წუღრუღაშენის მსგავსია.


არქიტექტურა

ერთაწმინდის კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს: წმინდა ესტატეს ტაძარი, გალავანი, სამრეკლო და სამონასტრო და სამეურნეო ნაგებობების ნაშთები.
ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. ტაძრის გუმბათი, რომელიც თავიდან უფრო ვიწრო და მაღალი ყოფილა დღევანდელთან შედარებით, ბემის კედლებსა და თავისუფალ მდგომ ორ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. ნაგებობას ორგვარი გადამხურავი კონსტრუქცია აქვს, ცილინდრული კამარა და სფერული კონქი. საკურთხეველი და ორ სართულად განლაგებული გვერდის ოთახები წაგრძელებულია და ძირითად სივრცესთან შედარებით ერთი საფეხურით ამაღლებულია. ფასადებს
XIII საუკუნის I ნახევრის მდიდრული მორთულობა ამკობს. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. გარედან სამივე კარი სწორკუთხაა, შიგნიდან კი დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელებს დიდი და ღრმა ყრუ ლუნეტები აქვთ. ტაძარი ნაგებია კარგად თლილი მოყვიტალო ქვით.
გალავანი განვითარებული შუასაუკუნების გვიანდელ პერიოდს მიეკუთვნება. იგი იმდენად მაღალი ყოფილა, რომ გარედან მხოლოდ თაძრის გუმბათი მოჩანდა. ბრტყელი ნატეხი ქვით ნაშენ გალავანს შვიდი კოშკი ჰქონია, თუმცა დღესდღეობით მხოლოდ ორი მათგანის ნაშთებია შემორჩინილი.
გალავნის ჩრდილოეთ ნაწილში ჩართულია სამრეკლო, რომელიც პირვანდელი სახით არ არის შემორჩენილი. იგი რამდენიმე ათეული წლის წინ დაუნგრევიათ და ახალი, უფრო ფართო სამრეკლო აუგიათ. ზედა სართული მრგვალია და ოთხივე მხარეს ტაღოვანი ღიობებითაა გახსნილი. სამრეკლოს სფერული კამარა თაღების შეერთების ადგილზე გადაყვანილ აფრებს ეყრდნობა.


მხატვრობა

ერთაწმინდის წმინდა ესტატეს ეკლესიის ინტერიერის უმეტესი ნაწილი შელესილია. ტაძრის ჩრდილოეთის მკლავის ჩრდილოეთ კედელზე სამრეგისტრიანი მოხატულობაა. ზედა რეგისტრში ნადირობიდან დაბრუნებული წმ. ესტატეს გამოსახულებაა, რომელიც თავის ცოლს სასწაულის ამბავს უყვება. აქვეა გამოსახული ასევე სუფრასთან მსხდარი მათი ორი შვილი. მეორე რეგისტრში წმ. ესტატე თავისი ოჯახით მღვდელმთავრის წინაშე დგას. მესამე რეგისტრში კი საზეიმო ხასიათის კომპოზიციას ვხედავთ, რომელზეც სადა ფონზე ფრონტალურად მდგომი 4 წმინდანია გამოსახული. ეკლესიის მოხატულობა არა უადრეს XVII საუკუნეშია შესრულებული.


როგორ მივიდეთ

ერთაწმნდის სამონასტრო კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდაში მდებარეობს, კასპიდან 20 კმ-ის დაშორებით. ეკლესიასთან მიდის სამანქანო გზა.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!