დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ბიისის ჩანჩქერი IMG_20210202_121546 ბიისის ჩანჩქერი ბიისის ჩანჩქერი

ბიისის ჩანჩქერის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ბიისის ჩანჩქერი შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისთან ახლოს მდებარეობს, ტანას ხეობაში, ზღვის დონიდან 1080 მეტრზე. ულამაზესი ჩანჩქერი და მწვანეში ჩაფლული გარემო უამრავ მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. ბიისის ჩანჩქერი შესანიშნავია მცირე ლაშქრობის მოსაწყობად, საპიკნიკედ და ზაფხულის სიცხისგან თავის დასაღწევად. ჩანჩქერის ძირას წყალი გუბდება და პატარა აუზი წარმოიქმნება, სადაც ბანაობა და გაგრილება შეგიძლიათ. ზამთარში ბიისის ჩანჩქერი იყინება და ეს ადგილი ყინულის ჯადოსნურ სამეფოდ გადაიქცევა. ბიისის მთავარ ჩანჩქერამდე გზად გაივლით ცნობილ ბიისის "ყინულის ჩანჩქერის", რომელიც ზაფხულში მხოლოდ სველი კლდეა, ზამთარში კი უმშვენიერეს ყინულის ჩანჩქერად გადაიქცევა. იგი ყოველწლიურ ყინულზე ცოცვის შეჯიბრებისათვის გამოიყენება. ბიისის ჩანჩქერი ყოველ სეზონზე საოცარ სანახაობას გვთავაზობს და ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია. გზიდან ჩანჩქერამდე ფეხით გასავლელია დაახლოებით 4 კმ. გაითვალისწინეთ, რომ გზად ხშირად მოგიწევთ მდინარის გადაკვეთა.

ფოტოები ეკუთვნის ნათია ციგრიაშვილს

თეგები: #ბუნება #ჩანჩქერი #წყალი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

IMG_20180726_005520
საოჯახო სასტუმრო · მარანი / მეღვინეობა
ვილა რბონა

აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...

Park Hotel Surami Chalet
კოტეჯი
Park Hotel Surami Chalet

თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
1 შეფასება
4
Tsotne Dadiani

ძალაინ კარგი ადგილია საკემპინგოდ, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. შაშუალო ტემპერატურა უწევს ზაფხულში. გზაში წყაროც გხვდება. რეკომენდაციას ვუწევ ადგილს ორი დღით წასასვლელად საღამოთი ჩასვლა ისე რომ კარვები გაშალოთ ცეცხლი დაანთოთ, დალიოთ და გაერთოთ. მეორე დღეს შეგიძლიათ ცივ მდინარეში იცურაოთ იქვე საზამთრო დაჭრათ წაიხემსოთ და უკან გზას გამოუდგეთ. ფეხით სასიარულო დიდი არარის. სამანქანა გზის გამოვალკლებ ერთ ვარსკვლავს ისეთ სოფლებში გადის სადაც გზების გადათხრა ძალაინ ხშირია. სიარული ნელაგიწევს გორის მერე.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბიისის ჩანჩქერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!