დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
სურამის ციხე Surami fortsress სურამის ციხე Surami fortsress სურამის ციხე Сурамская крепость სურამის ციხე Сурамская крепость სურამის ციხე Surami fortsress

სურამის ციხის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

სურამის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სურამულის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან გორაკზე.

ციხე მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული, მონუმენტური ხელოვნების ნიმუში. სურამის ციხე ორი მთავარი გზის შესაყარზე მდებარეობს; ერთი მიემართება ლიხის გადასასვლელებით დასავლეთისაკენ, მეორე კი — ბორჯომის ხეობით სამხრეთისაკენ.

სურამის ციხე-სიმაგრე კომპლექსს წარმოადგენს, მასში შედის გალავანი-ციხე, წმ. გიორგის ეკელსია, კოშკი და სასახლე. ციხეს ქონდა გვირაბი, რომელიც დაბლა ეშვება 12-16 მეტრზე, შემდეგ ქვემოთაა ჩახერგილი. გადმოცემის თანახმად ციხე უკავშირდებოდა ამაღლების ეკლესიას და მდ. სურამულას, საიდანაც სასმელი წყალი შექონდათ ციხეში.


ისტორია

ზუსტი თარიღი თუ როდის და ვინ ააგო სურამის ციხე „მაღალ კლდესა ზედა“ ისტორიულად არაა ცნობილი. XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის მიხედვით სურამი და მისი ციხესიმაგრე აშენებულია ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარში მეფე ფარნაჯომის მიერ, 200 წლით ადრე ქრისტეს დაბადებამდე. სურამის ციხის აგების ასეთ განსხვავებულ დათარიღებას ქართულ საისტორიო მეცნიერებაში მხოლოდ პლატონ იოსელიანი იძლევა.

ქართულ ისტორიულ წყაროებში, როგორც სტრატეგიული პუნქტი, სურამის ციხე მოხსენიებულია 1625 წლიდან, როდესაც იგი გიორგი სააკაძემ გაამაგრა ირანელთაგან თავის დასაცავად.

1692 წელს სურამის ციხე თურქების ხელშია; მათი განდევნის შემდეგ, უმეფობის ხანაში, სურამის ციხე ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა ირანის წინააღმდეგ მებრძოლებისათვის. 1742-45 წლებში ირანელთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში სურამის ციხე ზემო ქართლის სადროშოს უფროსის გივი ამილახვრის ძირითადი დასაყრდენი გახდა. პოლიტიკური სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებით აჯანყებულები თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდნენ, რომელთაც ნადირ-შაჰი უჭერდა მხარს. მეფეებმა, მიუხედავათ იმისა, რომ რომ მათ ზურგს ირანი უმაგრებდა, სურამის ციხის აღება ვერ შეძლეს. არ გაჭრა არც თვით თეიმურაზის მოლაპარაკებამ, არც შაჰის პატიების ფირმანმა და არც ციხისათვის ყუმბარების დაშენამ.

შაჰი იმდენად განუცვიფრებია ამას, რომ მხატვარი გამოუგზავნია ციხის დასახატად. როდესაც ციხის სურათი მოუტანეს, შემოუთვლია: ციხეს ისეთი გალავანი შემოავლეთ, რომ ყოველგვარი მოძრაობა შეწყდეს და ალყა არ მოხსნათ, ვიდრე თვითონ არ შემოგვეხვეწებიანო. შემდეგ ციხე მალულად ორჯერ ააფეთქეს და კედლის დიდი ნაწილი ჩამოანგრიეს. მიუხედავად იმისა, რომ კარი თითქმის შემტვრეული იყო, ამილახვარი მაინც არ ნებდებოდა და ახლა დედოფლის მისვლას მოითხოვდა: მხოლოდ მას ვენდობიო. დედოფალ თამარის მისვლის შემდეგ მიუციათ მეფეებს უვნებლობის ფიცი. ამილახვარი ქალაქს ჩამოიყვანეს და სახლთუხუცესობა უბოძეს. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ძლიერ სიმაგრეს წარმოადგენდა სურამის ციხე XVIII საუკუნეში. ნადირ-შაჰი ამილახვარს ბოლომდე მაინც არ ენდობოდა და მისი ბრძანებით სურამის ციხე დაუნგრევიათ. მაგრამ სურამის ციხე ქართველებს მალე აღუდგენიათ და 1756 წელს აქ ერეკლე II-ეს ქიზიყის მოურავი თამაზი ჰყავდა დატყვევებული. სურამის ციხე ქართველთა მფლობელობაში 1783 წლამდე იყო. შემდეგ აქ რუსული გარნიზონი ჩააყენეს. 1792 წელს ერეკლე II-ის `ანდერძში~ სურამის ციხე საქართველოს უმაღლეს ციხეთა შორის არის მოხსენიებული. 1801 წლის წყაროებით ციხე ისევ მოქმედია. XIX საუკუნეში მან საქართველოს სხვა ციხეებთან ერთად თანდათან დაკარგა მნიშვნელობა.

ლეგენდა სურამის ციხის შესახებ

სურამის ციხის შესახებ უძველესი დროიდან არსებობს თქმულება, თითქოს მისი უძლეველობის მიზეზი იმაშია, რომ მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი, რომლის შესახებ დღესაც მღერიან ხალხში. ამ ლეგენდას მიუძღვნა დ. ჭონქაძემ თავისი ნაწარმოები “სურამის ციხე”, რომელიც მოგვითხრობს, რომ სურამის ციხე რომ აშენებულიყო დედისერთა ვაჟი – ზურაბი უნდა ჩაეტანებინათ კედელში, ამბობენ იმ მხარეს სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავსო დედის ანკარა ცრემლი. იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს სურამის ციხესთან გამოდის შავებში გახვეული ქალი და ტირილით შეჰღაღადებსო ციხის ნანგრევებს: “სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო”.

თეგები: #ისტორია #კულტურა #ციხესიმაგრე #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

IMG_20180726_005520
საოჯახო სასტუმრო · მარანი / მეღვინეობა
ვილა რბონა

აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...

Park Hotel Surami Chalet
კოტეჯი
Park Hotel Surami Chalet

თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
1 შეფასება
4
I FLY IN THE SKY

https://youtu.be/Wm1YA6UK6AA - beautiful video of the fortress shot from a drone

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სურამის ციხე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!