შიდა ქართლის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

შიდა ქართლი საქართველოს გულში მდებარეობს. რეგიონი 6 ადმინისტრაციული ტერიტორიისგან შედგება, ესენია: ცხინვალი, გორის მუნიციპალიტეტი, კასპი, ხაშური და ჯავა. დღეისათვის შიდა ქართლი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტრანზიტს, რადგან აქედან საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეგიძლიათ წახვიდეთ. შიდა ქართლის ტერიტორია იკვეთება საერთაშორისო ჩქაროსნული ავტოსტრადებით, ხოლო რიკოთის გვირაბით უკავშირდება იმერეთს. შიდა ქართლი დახუნძლულია ბუნებრივი, არქიტექტურული თუ კულტურული მონუმენტებით. მათ შორის აღსანიშნავია ატენის სიონი, ყინწვისი, სამთავისი, უფლისციხე, რკონის მონასტერი, გორის ციხე, სურამის ლეგენდარული ციხე, ქვათახევი და ა.შ.

ისტორიული ციხესიმაგრე შიდა ქართლში აღმართული იყო გორში, მაღალ კლდეზე. როგორც არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, პირველი გამაგრებული ციხესიმაგრე თარიღდება ქრისტეს შობამდე IV-III საუკუნეებით. გორის ციხეს მეტად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ფუნქცია ჰქონდა და შუა საუკუნეებში აკონტროლებდა მთელ მიდამოს შიდა ქართლისა. ციხესიმაგრე აგებულია რიყის ქვებით, რაც მეტად საინტერესო იერს სძენს. ციხის გარეგანი მხარე ოვალურია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში თავდაცვითი გალავნები აქვს, ხოლო სამხრეთით კი- თაღოვანი კარიბჭე. მახლობლად შეგიძლიათ აგრეთვე იხილოთ ნანგრევები პატარა ეკლესიისა.

აღსანიშნავია გორში “სტალინის სახლ-მუზეუმი”, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ეს არის საბჭოთა კავშირის დამაარსებლის, მსოფლიოს უდიდესი ლიდერისა და დიქტატორის იოსებ ჯუღაშვილის, იგივე სტალინის დაბადების ადგილი, სახლი, სადაც გაატარა თავისი ბავშვობის წლები. მუზეუმი პირველად 1939 წელს გაიხსნა და რამოდენიმე ნაწილისგან შედგება:
1.ერთსართულიანი ოროთახიანი აგურის შენობა, სადაც სტალინი დაიბადა და ცხოვრობდა 1883 წლამდე. ეს ოთახები მისი პირადი ნივთებითაა დახუნძლული და ოჯახის ისტორიასაც “მოგვითხრობს”.
2. მარმარილოს თავდაცვითი თავშესაფარი.
3.ორსართულიანი სტალინის მუზეუმი, 6 დარბაზით. თითოეული დარბაზი ასახავს მის ბიოგრაფიულ პერიოდებს და ეტაპებს.
4. მატარებელი- “ლეგენდარული ვაგონი”, რომლითაც მოგზაურობდა სტალინი თავისი ცხოვრების მეორე ნახევარში და ესწრებოდა საერთაშორისო კონფერენციებს (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასე თვითმფრინავის ეშინოდა, ამიტომ ეს ვაგონი სტალინის განუყრელ ნაწილად იქცა).
5.და ბოლოს, 6 მეტრიანი ბრინჯაოს ძეგლი სტალინისა, რომელიც 1952 წელს შეიქმნა და თავდაპირველად გორის ცენტრში იყო აღმართული, 2010 წლამდე, მანამ სანამ ის სამუზეუმო ექსპონატებს არ შეუერთეს.

გორიდან რამოდენიმე კილომეტრში მდებარეობს გორიჯვარი, გორიჯვარის მთაზე. ადგილი გამორჩეული იყო თავისი კლიმატით და 90-იანებში არაერთი ქვეყნიდან იზიდავდა დამსვენებლებს თავისი სამკურნალო თვისებების გამო. ზამთარი, როგორც  წესი, ზომიერია, ცოტა თოვლით. ზაფხული ძალიან თბილი და მშრალი. დღეისათვის, გორიჯვარს ხალხი სტუმრობს მოქმედი აბანოს დამსახურებით, რომელიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

აქვეა ტანაც, რომელიც არა მხოლოდ სამკურნალო თვისებების გამო, აგრეთვე კულტურული მონუმენტებითაცაა ცნობილი და საინტერესო. ხეობის დასაწყისში ჯამჯამას კლდოვანი მასივია, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. აგრეთვე, მის მახლობლადაა უმშვენიერესი ჩანჩქერი- ბიისი. ტანას ხეობის ჩანჩქერი ზამთარში, როგორც წესი, იყინება და ერთ-ერთი აღმაფრთოვანებელი სანახაობაა. თებერვლის დასაწყისში აქ იმართება ხოლმე ფესტივალი ცოცვაში, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან გაყინულ ჩანჩქერზე ცოცვაში. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ მცოცავებს, აგრეთვე მოყვარულებსაც.

გორიდან 10 კილომეტრში უფლისციხეა, მდინარე მტკვარის მარცხენა სანაპიროზე. ეს არის საქართველოსი ერთადერთი მონუმენტი, რომელსაც დღემდე თავისი პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული. ქალაქს აქვს ქუჩები, სკვერები, წყლის საკანალიზაციო სისტემა, ოთხი კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მიყავხარ, გალავანი და ა.შ. დღეისათვის ის ითვლება მუზეუმად ღია ცის ქვეშ.

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი ქარელის რეგიონიდან დაახლოებით 3 კილომეტრში მდებარეობს, მდინარე ძამას მთაგორიან ხეობაზე. სამონასტრო კომპლექსი შედგება წმინდა ნიკოლოზის ეკლესიისგან, ქალწულ მარიამის ეკლესიისგან, წმ. გიორგის ეკლესიისგან და ორსართულიანი სამრეკლოს ნარჩენებისგან. ის XII-XIII საუკუნეებში დაარსდა სამეფო საბჭოს ბრძანებით. ყველაზე მნიშვნელოვანი სანახაობრივად გახლავთ გუმბათოვანი ეკლესია წმ. ნიკოლოზისა, რომელიც მოხატულია XII საუკუნეში მწიგნობართუხუცესი ანტონ გლონისთავიძის მიერ, და ერთ-ერთ შეუდარებელ შედევრს წარმოადგენს.

სურამის ციხე აგრეთვე გამორჩეული სანახაობრივი ადგილია. კომპლექსი შეიცავს გალავანს, კოშკს, სასახლესა და წმ. გიორგის ეკლესიას. როგორც ყველა ციხესიმაგრეს, ამ საფორტიფიკაციო ნაგებობასაც ჰქონდა საიდუმლო გვირაბი, რომელიც 12-16 მეტრამდე სიღრმის იყო. წლების განმავლობაში სურამის ციხე იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გაძლიერებული თავდაცვითი ნაგებობა და უძველეს წყაროებში მოიხსენიებდნენ, როგორც “ძლიერ კოშკს”.

 

მდებარეობა
41.918166, 44.436745
41.989656, 44.101662
41.993739, 43.593545
42.394606, 43.939614
42.219921, 43.942361
მანძილი დედაქალაქიდან
60 კმ
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

სულ რაღაც 40 კილომეტრში თბილისიდან შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ვულკანური წარმოშობის ბაზალეთის ტბა. ეს ადგილი ცნობილია არა მხოლოდ ტბის სილამაზით, ან ბუნებით, ...

ქვემო ქართლი საქართველოს სამხრეთით მდებარეობს. რეგიონი მოიცავს 7 ადმინისტრაციულ -ერთეულს. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კახეთი, ჩრდილო-სამხრეთიდან ში...

მცხეთა მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თბილისიდან სულ რაღაც 10 კილომეტრის მოშორებით.ისტორიამცხეთა იყო ქართლის სამეფოს ძველი დედაქალაქი, პოლიტიკუ...

სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი, საქართველოს დედა-ტაძარი, საქართველოს ...

თბილისი მოლი, დედაქალაქის პირველი მასშტაბური სავაჭრო ცენტრი, 2012 წელს გაიხსნა. ობიექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს დღესაც, რაც მრავალფეროვანი არჩევან...

თუ ხართ თბილისში და გსურთ ნახოთ ადგილი, რომელიც თქვენი დროის ღირებულია, მაშინ, მე გირჩევდით, რომ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ლისის ტბას. ადამიანთა ნაწილი...

თბილისში უამრავი კვების ობიექტია, რომელიც კომფორტულ გარემოსა და სიმყუდროვესთან ერთად გემრიელ კერძებს გვთავაზობს, თუმცა რეალურად საკმაოდ რთულია მშვიდი ...

თუ მკითხავთ, რატომ უნდა ესტუმროთ თბილისს, მე ასე გიპასუხებთ: იმიტომ, რომ არ არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა ესტუმროთ მას.თბილისი პატარა განზომ...

თბილისში რამდენიმე ველოსიპედის მაღაზიაა. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს “ველო სახლი”. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილი ველოსიპედის მოყვ...

ზაფხულის მცხუნვარე დღეებში თუ თბილისში ხარ , მოიწყინე, თავი მარტოსულად იგრძენი, სევდა შემოგაწვა ან უბრალოდ დაიღალე ქალაქის ხმაურით, და გსურს, იპოვო ად...

ლაშქრობის მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო გზების ცოდნა და სივრცეში ეფექტურად ორიენტირებაა. პრობლემების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ...

თბილისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მდებარეობს ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერში, ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ. პუშკინის სკ...

რიყის პარკი თბილისის გულში მოთავსებული ადგილია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის. ის სხვა პარკებისგან იმით გამოირჩევა,...

თბილისის ბოტანიკური ბაღი ყოფილი სამეფო ბაღია, რომელსაც ოფიციალურად უწოდებენ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და წარმოადგენს საუკეთესო ადგილს განტვირ...

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორ...

ნარიყალას ციხესიმაგრე დღეისათვის ყველაზე პოპულარული ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ნარიყალას გარე...

მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც მე და ჩემი კლასელები პირველად წავედით “შატალოზე”, და ვესტუმრეთ მეტეხის ქუჩას, როგორც შემდგომ ვუწოდეთ, პატარა პარიზი .მთ...

თუ ჩამოხვედით თბილისში ოჯახთან ერთად და გინდათ მთელი დღე გართობასა და საყიდლებზე სიარულში გალიოთ, ისთ ფოინთი გთავაზობთ ამ ყველაფერს ერთ სივრცეში!გართო...

მარშრუტი იწყება არაგვისპირას, ქვემო შარახევის ხეობაში ზღვის დონიდან 850 მეტრზე. მდინარე არაგვიდან სოფელ ქვემო შარახევამდე მიუყვება გრუნტიანი სამანქა...

მცხეთა-მთიანეთი მოიცავს ტერიტორიებს ისტორიული და გეოგრაფიული პროვინციების- მთიულეთი, ხევი, გუდამაყარი და ა.შ. ისევე როგორც ადმინისტრაციულ მუნიციპალიტე...

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!