
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
სოფელი ხოვლე შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 720 მეტრზე. ეს ისტორიული სოფელია ულამაზესი ბუნებითა და საინტერესო კულტურული ძეგლებით. წერილობით წყაროებში ხოვლე პირველად XI საუკუნეში იხსენიება. მთები, ტყეები, გაშლილი სივრცეები, ულამაზესი მინდვრები, შუასაუკუნეების ტაძრები და სათავდაცვო ნაგებობები უამრავ ტურისტს იზიდავს. ხოვლე შესანიშნავი ადგილია როგორც ბუნების მოყვარულთათვის, ასევე კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ქართლის მშვენიერი ხედების, მშვიდი, ჰარმონიული გარემოსა და ისტორიული ძეგლების ერთობლიობა საინტერესო და მომხიბვლელია მოგზაურთათვის. ხოვლეში შეგიძლიათ მოინახულოთ წმ. გიორგის ეკლესია, კვართის წმ. გიორგის ეკლესია, ხოვლეს კოშკი, ცილინდრული კოშკი, აკვედუკი “ქვახიდა”, არქეოლოგიური ძეგლი - ხოვლეგორა და სხვა.
სოფელ ხოვლეს ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან იწყება. სოფელში აღმოჩენილია ბრინჯაოსა და ანტიკური პერიოდის სამაროვნები და ნამოსახლარები. ისტორიულ წყაროებში ხოვლე პირველად XI საუკუნეში იხსენიება. ეს სოფელი მოხსენიებულია ნაწარმოებებში: მატიანე ქართლისა, აღწერა სამეფოსა საქართველოსა - ვახუშტი ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის აღწერა - იოანე ბაგრატიონი, ასევე სხვადასხვა ისტორიულ საბუთებში. ხოვლეში ერთმანეთს შეხვდნენ მეფე ბაგრატ IV და კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში. XIII ს-ის პირველ ნახევარში სოფელი მეჭურჭლეთუხუცესმა კახა თორელმა შეისყიდა და რკონის მონასტერს შესწირა. გვიან შუა საუკუნეებში ხოვლე ჯავახიშვილების საკუთრება იყო. სოფელში შემორჩენილი ყორღანები, ნასახლარები, შუასაუკუნეების ტაძრები თუ საერო ნაგებობები გვიჩვენებს, რომ სოფლის ტერიტორია ძველთაგანვე განვითარებული ყოფილა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა