უფლისციხის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს შიდა ქართლში, ქალაქ გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.

დღესდღეობით იგი წარმოადგენს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალს. ქალაქს აქვს ქუჩები, სკვერები, წყლის საკანალიზაციო სისტემა, ოთხი კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მიყავხარ, გალავანი და ა.შ. დღეისათვის ის ითვლება მუზეუმად ღია ცის ქვეშ.

წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.


საიდან მომდინარეობს სახელი “უფლისციხე”?

უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის უფლის სადარის რეზიდენციას წარმოადგენდა ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ ტომის ბელადს დიდი ძალაუფლება ჰქონდა. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. უფლის სადარის ციხე, ანუ შემოკლებით უფლისციხე.

სახელი უფლისციხე ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლობის დროს ეწოდა, ამიტომ ტომის ბელადის უფლის სადარობა, ძალაუფლების აღმნიშვნელი ტერმინია და არა რელიგიურის.


ლეგენდა უფლისციხის შესახებ

ლეგენდის მიხედვით უფლისციხე მონების მიერ არის აგებული. მონას წერაქვს აძლევდნენ, რომლის ნახევარი რკინით იყო დაფარული რითაც გამოქვაბულებს გამოკვეთდნენ და მეორე ნახევარი კი ოქროთი. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ უბრალო ლითონი გაეცვითა, რის შემდეგაც საჩუქრად თავისუფლებას და ძვირფას ლითონს ანუ ოქროს იღებდა.

აქედან გამომდინარე ორი რამ ნათლად იკვეთება ერთი ის თუ რამხელა შრომა ჩაიდო ქალაქის გამოსაკვეთად და მეორე ის, რომ საქართველოში ოქროს მართლაც მოიპოვებდნენ და ოქროს საწმისის ლეგენდა უკვე განყენებული აღარაა.


ისტორია

უფლისციხის კლდეში ნაკვეთ ანსამბლსა და მის გარშემო დაჯგუფებულ დასახლებებს განვითარების გრძელი გზა გაუვლიათ. კლდეში ნაკვეთი დასახლება ჯერ უფლისციხის მიდამოებში მცხოვრები თემების ჰეგემონი თემის საცხოვრისი გამხდარა, შემდეგ კი - "ზენა სოფლის" (შიდა ქართლის) ტომთა გაერთიანების ცენტრი, სადაც ამ გაერთიანების მეთაური (მამასახლისი), უფალი მჯდარა (აქედან სახელწოდება უფლისციხე). ადრინდელი ანტიკური ხანიდან (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) უფლისციხე ქალაქური ტიპის დასახლება იყო, რომელიც ადრინდელი ელინისტურ ხანაში (ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნის დასასრულს - III საუკუნე) მსხვილ საქალაქო ცენტრად იქცა. ძველ კლდეში ნაკვეთი დასახლება კი ანტიკური ქალაქის შიდა ქალაქად ჩამოყალიბდა. IV საუკუნიდან უფლისციხე, ისევე როგორც ადრინდელი კლასობრივი ხანის ზოგიერთი სხვა ქალაქი, დაქვეითდა და მხოლოდ სამხრეთ სტრატეგიული მნიშვნელობა შერჩა. საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდში (IX-X საუკუნეები) დასუსტებული ციხე-ქალაქი უფლისციხე ხელიდან ხელში გადადიოდა. IX-X საუკუნეებში უფლისციხეში გაბატონებისათვის თავგამოდებით იბრძოდნენ ქართველი მეფეები, კახეთის მთავრები და სომხეთის მეფეები. საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ (X საუკუნის 70-იანი წლები) უფლისციხემ თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა. ეს პროცესი დავით აღმაშენებლის მიერ 1122 თბილისის განთავისუფლებით დაგვირგვინდა.


მდებარეობა
41.967404, 44.207225
მანძილი დედაქალაქიდან
98 კმ
რეკომენდებული დრო
1 დღე

იხილეთ ასევე

გორი — ქალაქი, საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის მხარის და გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მტკვრისა და დიდი ლ...

გორის ციხე — ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქალაქ გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაც...

ატენის სიონი — VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს გორიდან 12 კმ-ზე, ატენის ხეობაში, მდ. ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის ...

კასპი — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია მდინარე ლეხურის ნაპირებზე, იქ...

ცივი ტბა - გასართობი და დასასვენებელი კომპლექსი, მდებაორეობს იმერეთში, ქალაქ წყალტუბოში....

ახალგორი (ყოფ. ლენინგორი) — დაბა და მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მუნიციპალიტეტის ცენტრი. 1935-1991 წლებში ცნობილი იყო ლენინგორის სახელით. ...

სამწევრისის ციხე — ციხე-დარბაზი შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ სამწევრისში, მდებარეობს სოფლის დასავლეთით, შემაღლებულ ადგილას.თავდაპირველად...

მანგლისის სიონი მდებარეობს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისთან.ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ადგილას პირველი ქვის ტაძარ...

მარშრუტი იწყება სოფელ მოხისთან ახლოს, მანგლისის გზაზე. თავიდან რამდენიმე კილომეტრი ასფალტიანია. დასაწყისში საკმაოდ რთული აღმართით გიწევთ ქედზე ასვლა. ...

საქართველოში მრავალი ტბაა. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ბატეთის ტბა. თუ თქვენ გაქვთ თავისუფალი მხოლოდ ერთი დღე და გსურთ მოაწყოთ მცირე ლაშქრ...

შიომღვიმე — ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონასტერი. მდებარეობს ქართლში,  მცხეთის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 40 კმ-ზე, ...

სულ რაღაც 40 კილომეტრში თბილისიდან შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ვულკანური წარმოშობის ბაზალეთის ტბა. ეს ადგილი ცნობილია არა მხოლოდ ტბის სილამაზით, ან ბუნებით, ...

წალკის წყალსაცავი — საქართველოს უდიდესი წყალსაცავი, მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, წალკის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1506 მ სიმაღლეზე, მდინარე ხრამი...

წალკა — ქალაქი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე, წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. წალკის თემის ცენტრი (სოფ. ტბეთი). მდებარეობს წალკის ქვაბულ...

დაშბაშის კანიონი განსაკუთრებით იზიდავს იმ მოგზაურებს, ვისაც მცირე დისტანციის გავლის ფასად თვალწარმტაცი ფოტოების გადაღება უყვართ ჩვენი ქვეყნის საოცარ ა...

წალკის ეკლესია - ბერძნული მართმადიდებლური ტაძარი, VI საუკუნის სამეკლესიიანი ბაზილიკა წალკაში, ქვემო ქართლის მხარეში. ...

წმინდა გიორგის გუმბათიანი ეკლესია - "თავისუფალი ჯვრის" ტიპის გუმბათოვანი ნაგებობა. მდებარეობს ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშ...

დუშეთი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დუშეთ...

ღვთისმშობლის ეკლესია - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მდებარეობს ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშის ცენტრში. ძველი ქართული ეკლესიის...

დაშბაში, ტაშბაში (ისტორიული სახელი ახალქალაქი) — სოფელი ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში (თრიალეთის სადაბო თემი). მდებარეობს ჭოჭიანის პლატოზ...

მცხეთა მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თბილისიდან სულ რაღაც 10 კილომეტრის მოშორებით.ისტორიამცხეთა იყო ქართლის სამეფოს ძველი დედაქალაქი, პოლიტიკუ...

ველოტური იწყება თბილისთან ძალიან ახლოს, საგურამოს გადასახვევიდან. გაივლის სოფელ საგურამოს და ადის ზედაზენის მონასტერში, ზღვის დონიდან 1170 მეტრზე. თავ...

სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი, საქართველოს დედა-ტაძარი, საქართველოს ...

ველობილიკი იწყება თბილისი - გორის მთავარი მაგისტრალიდან, ჯვრის მონასტერთან ახლოს. თავიდან გრუნტიანი გზა მიუყვება მინდორს ბოლოს კი ერთი საკმაოდ დიდი აღ...

ბეთანია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილ...

ჯვრის მონასტერი, ჯაჭვის საყდარი — VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვ...

ანანურის ციხის კომპლექსი — ფეოდალური ხანის (XVI-XVIII საუკუნეები) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან.  მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მ...

ავლევის ციხე - XV-XVI საუკუნეების ციხე, მდებაორებს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ორბეთის თემში, მდინარე ალგეთის მარცხენა მხარეს, ზღვის დ...

ამლივის (ამლევი) კომპლექსი — მდებარეობს ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ორბეთის თემში, მდინარე ალგეთის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდა...

ბირთვისის ციხის კომპლექსი მდებაორებს ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში თეთრიწყაროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.ბირთვისის ციხესიმაგრე საქართველოს დიდი ისტო...

მდინარე ხრამის (იგივე ქციის) — ხეობა აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც გაედინება ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში. ზემოწელში მას ქციას...

ველობილიკი იწყება თბილისი - მანგლისის გზაზე, კიკეთის გადასახვევთან. იგი გაივლის კიკეთს და სატყეო გზით ეშვება ასურეთის მიმართულებით. GPS ტრეკზე მითითებ...

ალგეთის წყალსაცავი — წყალსაცავი მდინარე ალგეთზე. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტბისის სიახლოვეს, ქალაქ თბილისიდან...

ველოტური იწყება ლისის ტბასთან და ასფალტიანი სამანქანო გზით ადის მუხათწყაროში. მუხათწყარომდე საკმაოდ რთული აღმართებია, თუმცა ასფალტიანი გზა შედარებით ა...

თბილისი მოლი, დედაქალაქის პირველი მასშტაბური სავაჭრო ცენტრი, 2012 წელს გაიხსნა. ობიექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს დღესაც, რაც მრავალფეროვანი არჩევან...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე უფლისციხე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!