ბატეთის ტბის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

საქართველოში მრავალი ტბაა. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ბატეთის ტბა. თუ თქვენ გაქვთ თავისუფალი მხოლოდ ერთი დღე და გსურთ მოაწყოთ მცირე ლაშქრობა, განიტვირთოთ ბუნებაში ტბის პირას, ან უბრალოდ მოაწყოთ პიკნიკი მეგობრებთან ერთად, ეს ადგილი გაამართლებს თქვენს სურვილებს. ხეობა და ტბა სილამაზით ნამდვილად გამორჩეულია. იშვიათად თუ შეხვდებით ასეთ მწვანე წალკოტში ჩაფლულ ტბას, ტყის შუაგულში და მისასვლელად საკმაოდ მარტივიც რომ იყოს. ალბათ ეს არის მიზეზი თუ რატომ დაიმსახურა ასეთი დიდი მოწონება და ინტერესი ტბამ.

ბატეთი მეწყრული წარმოშობის ტბაა, რომელიც მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1313 მეტრზე. ტბა გარშემორტყმულია შერეული ტყით დაფარული გორებით, ვრცელი ნაპირი არ გააჩნია. წყალში წითელ წიგნში შემავალი, უიშვიათესი ჯიშის, მცირეაზიური ტრიტონი ბინადრობს. ტბიდან გამოედინება ნაკადული.  ტბის სამხრეთ ნაწილი დაჭაობებულია, სადაც კარგად ხარობს მცენარეები და ულამაზეს პეიზაჟს გვთავაზობს.

ბატეთის ტბის მოსანახულებლად სასურველი სეზონებია გვიანი გაზაფხული, ზაფხული ან ადრეული შემოდგომა. ზამთარში კი ტბა გაყინულია.

შემოდგომა აქ განსაკუთრებით ლამაზია, მზიან ამინდებში, როცა ტბის გარშემო ტყე წითელ-ყვითელი ფერებით იფარება.

ძამის ხეობაში, ყველაზე მწვანე ხეობაში, ბატეთის ტბის გარდა არის ათეულობით ისტორიული ძეგლი, ეკლესია მონასტრები, ციხე კოშკები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ ტბისკენ მიმავალ გზაზე.

მარშრუტი ერთ დღიანია, თუმცა სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოაწყოთ ორ დღიანი გასვლა. ტბასთან არის საბანაკე ადგილი, წყალი შეგიძლიათ აიღოთ მდინარიდან ან გზად მონასტრის ტერიტორიაზე შეგხვდებათ წყარო.

დედაქალაქიდან ქარელამდე მანძილი 105 კმ-ია. ქარელიდან ძამის ხეობა 23 კმ-შია. სამანქანო გზის დასრულების შემდეგ, ტბისკენ ფეხით მოგიწევთ სიარული, დაახლოებით 3კმ. ქარელიდან ძამის ხეობისკენ მიდის გრუნტიანი გზა, გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მანქანით, თუმცა გზის ბოლო მონაკვეთი დაზიანებულია და სასურველია მაღალი გამავლობის ავტომობილით გადაადგილება. რაც შეეხება ბოლო საფეხმავლო 3 კმ-ს, ბილიკი მიუყვება სატყეო გზას, რომელზეც შესაძლებელია 4x4 ზე მანქანით და კარგი მძღოლით გადაადგილება, თუმცა ნაწვიმარ ამინდში არის ტალახი და ამ უკანასკნელითაც ჭირს მოძრაობა.

ტბაში ბანაობა არ შეიძლება, ნაპირები არ არის მოსახერხებელი, ტბაც დაჭაობებულია და ყავს ბინადრები, როგორიც არის ტრიტონი.

რაც შეეხება თევზაობას, არც ამ მიზნით ღირს ტბის მონახულება, რადგან ამ ტბაში თევზები არ არიან.

ეს მარშუტი სირთულით წარმოადგენს მარტივ მარშრუტს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ სილამაზის ნახვა.

შეგიძლიათ იხილოთ და გაგვიზიაროთ შთაბეჭდილელები.

მდებარეობა
41.896197, 43.767906
მანძილი დედაქალაქიდან
105 კმ
ფეხით გასავლელი მანძილი
3 კმ ერთი გზა
რეკომენდებული დრო
1 დღე
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

სამწევრისის ციხე — ციხე-დარბაზი შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ სამწევრისში, მდებარეობს სოფლის დასავლეთით, შემაღლებულ ადგილას.თავდაპირველად...

ნეძვის აღკვეთილი – აღკვეთილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში. შეიქმნა 2007 წელს. 2008 წელს რუსული ინტერვენციის შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა ტყ...

სურამის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სურამ...

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი — XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ტაძარი სოფელ ტიმოთესუბანში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. აგებულ იქნა...

მდებარეობაახალდაბის ციხე, იგივე თამარის ციხე, მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბის ცენტრში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მთის წვერზე. ა...

სურამი — დაბა, სამთო-კლიმატური კურორტი ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 740 მეტრ სიმაღლეზე. დაბის სტატუ...

ტიმოთესუბანი (კიმოთესუბანი) — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის თემში). მდებარეობს მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში, ისტორიული თორის ცენტრში, გვ...

ფოთოლეთის ეკლესია და მონასტერი ერთ-ერთი უძველესია ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სხვა მრავალ ისტორიულ ძეგლს შორის. მისი მონახულების მიზეზი, მხოლოდ მდიდარი ...

ახალდაბის კოშკი - რიყის ქვით დუღაბზე ნაგები, შუა საუკუნეების მრგვალი კოშკი. მდებარეობს დაბა ახალდაბაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. შემორჩენილია ოთხი სა...

ახალდაბის ბურჯი - X საუკუნის ხიდის ბურჯი. მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ახალდაბასთან მდინარე მტკვრის ნაპირას....

უზნარიანის ციხე - X საუკუნის ისტორიული ციხე მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერთან, გუჯარულას ვიწრო, კლდოვან გასასვლელში მდინარის მარცხენ...

ხელუხლებელი ტყის ბილიკზე თქვენ შეგხვდებათ ეროვნული პარკის წიწვოვანი, ფოთლოვანი, შერეული და კოლხური სუბ-ტროპიკული ხელუხლებელი ტყეები.  ბილიკის ღირსშესა...

სად მდებარეობს სათხილამურო კურორტი ბაკურიანი?სათხილამურო კურორტი ბაკურიანი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1...

დაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს სოფელ დაბაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. იგი საქართველოში ერთ–ერთი უძველესი და უძლიერესი სალოცავია, რ...

მდებარეობაბორჯომის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ისტორიული კუთხის, თორის ტერიტორიაზე. ის მოქცეულია მესხეთის ქედის აღმოსავლეთით და თრიალეთის ქედის დასავლეთ...

გოგიას ციხე ბორჯომის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებიდან ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ციხეა. იგი განლაგებულია ბორჯომის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და გა...

ციხისჯვარი - ისტორიული ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე შავწყალას სათავეებთან, სოფელ ციხისჯვარში.ციხისჯვარის ციხისგ...

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ბორჯომში: გაგა მუმლაძე ტელ: 577 64 04 80ელ.ფოსტა: gaga_mumladze@yahoo.comვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ბორჯომშ...

საინფორმაციო ბილიკზე თქვენ შეგხვდებათ წმ. ნინოს სახელობის ეკლესია, ქალაქ ბორჯომის ხედიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სტუმრობა ფასიანია. რეგისტრაციი...

ეროვნული პარკების სისტემის შექმნა მეოცე საუკუნის ბოლოს დაიწყო. ეროვნული პარკის შექმნის მიზანია ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი, ...

პეტრეს ციხე მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიკანის პირდაპირ, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ კლდოვან მთაზ...

წეროს ტბა - ტბა საქართველოში, რომელიც მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბაძველში, კახისის ტბის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 1808 მეტრ სიმაღლეზე...

უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს შიდა ქართლში, ქალაქ გორის აღმოსავლეთით მე-10 კ...

კახისის ტბა მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 1752 მ-ზე. კახისის ტბა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ...

მწვანე მონასტერი (ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი) ქ. ბორჯომიდან რამოდენიმე კილომეტრში, სოფ.ჩითახევის მახლობლად, დაბურული ფოთლოვანი ტყის შუაგულში მ...

ჩითახევის მცველთა თავშესაფარი...

ლომის მთის ტურისტული თავშესაფრის ინფრასტრუქტურა:ხის იზოლირებული შენობა; 12 საწოლი; 1 ღუმელი;წყალი მოიპოვება (გვიანი ზაფხულსა და შემოდგომაზე ...

პანდას ტბა მდებარეობის აბულ-სამსარის ქედზე, მწვერვალი სამსარის სამხრეთ კალთაზე ზღვის დონიდან 2780 მეტრზე....

ტბა დრომატარებინე მდებარეობს აბულ-სამსარის ქედზე ზღვის დონიდან 2800 მეტრზე. ...

დვირის ციხე ბორჯომის რაიონის ისტორიული ძეგლებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. ციხესიმაგრის ნანგრევები მდებარეობს სოფელ დვირის დასავლეთით, მდინარე...

დაშბაშის კანიონი განსაკუთრებით იზიდავს იმ მოგზაურებს, ვისაც მცირე დისტანციის გავლის ფასად თვალწარმტაცი ფოტოების გადაღება უყვართ ჩვენი ქვეყნის საოცარ ა...

საბანაკე ლევანიის ტბასთან მდებარეობს ტბის ჩრდილოეთ მხარეს ზღვის დონიდან 2575 მეტრზე. ...

დემოთის ციხე - ისტორიული ციხესიმაგრე, რომელიც მდებარეობს სამცხეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვაბისხევთან, ფერსათის მთის ძირას, ნაშენი ციცაბო კლ...

ლევანის ტბა მდებარეობს აბულ-სამსარის ქედზე ზღვის დონიდან 2565 მეტრზე. ...

შაორის ციხე მდებარეობს ფარავნის ტბის ჩრდილოეთ მხარეს ზღვის დონიდან 2735 მეტრეზე. ...

მოქცევის ციხე ( სლესის ციხე ) — განვითარებული შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა და ბორ...

უბისა — წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი სოფელ უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იმერეთში.ისტორიაუბისის მონასტრის აგებულია IX საუკუნე...

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბატეთის ტბა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!