
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ბირთვისის ციხის კომპლექსი მდებაორებს ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში თეთრიწყაროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.
ბირთვისის ციხესიმაგრე საქართველოს დიდი ისტორიის მოწმეა. თავის დროზე ბირთვისის ციხე აუღებლადაც ითვლებოდა. იგი ბუნებრივად მიუდგომელ ადგილზე მდებარეობს. ბირთვისი არ არის ჩვეულებრივი ციხე, რომელსაც გალავანი და კოშკები შემოფარგლავს. აქ მაღლა აზიდულ მთებით შემოფარგლულ დიდ ტერიტორიაზე შემოსასვლელის დონის ქვემოთ კლდოვანი და წვეტიანი მთებია გაფანტული. ციხის ამგებს სწორედ ეს ბუნებრივი სიმაგრე შეურჩევიათ. ამის შემდეგ მათ დიდი მუშაობა ჩაუტარებიათ ყველა გასასვლელის და საეჭვო ადგილების ხელოვნურად გამაგრებისათვის. ყველა საჭირო ადგილი კედლითაა გადაკეტილი და თავდაცვისათვის მოწყობილი. შესასვლელთან მაღლობზე სათვალთვალო ცილინდრული კოშკი ე. წ. „შეუპოვარი“ დგას. რომლის კედლები სათოფეებითაა აღჭურვილი.
ციხის ნანგრევებს შორის თავდაცვით ნაგებობათა გარდა ჩანს საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობები და წყალსაცავი. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ბირთვისი ბარათაშვილების ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა.
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში, როდესაც კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ შეიპყრეს თბილისის ამირა და ბირთვისი ჩამოართვეს. ბირთვისი აუღებელ ციხესიმაგრედ ითვლებოდა, მისი მფლობელი კი პოლიტიკურად ბატონობდა მთელს ალგეთის ხეობაზე. მაგრამ იგი გაცილებით ადრე უნდა იყოს წარმოქმნილი. მას სიმაგრის მნიშვნელობა XVIII ს. ბოლომდე არ დაუკარგავს და აუღებლად ითვლებოდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი კი მე-15 საუკუნეში მოხდა. თემურლენგი მერვედ და უკანასკნელად შემოესია საქართველოს. ბირთვისის აღებას იგი თვითონ ჩაუდგა სათავეში. ციხეს ალყა შემოარტყა და ლოდსატყორცნიდან დაუშინა ქვები. სროლა წუთითაც არ წყდებოდა. ერთ ღამეს ლოდსატყორცნი უეცრად დადუმდა, ამ დროს კლდეზე მცოცავებმა შეაღწიეს ციხეში და გაიმართა სასტიკი ბრძოლა, თუმცა უკვე გვიანი იყო ბირთვისი დაეცა. გადარჩენილი ქართველები თემურლენგმა სიკვდილით დასაჯა.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა, მაინტერესებს ბირთვისის ან ალგეთის ნაკრძალის ტერიტორიაზე თუ გაქვთ ღამის გასათევი კოტეჯები და საკარვე ადგილები
მოგესალმებით, ჩვენ უშუალოდ არ გვაქვს კოტეჯები. სამწუხაროდ ბირთვისში არაა კოტეჯი როგორც ვიცით. ასევე ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტიტორიაზე, როგორც ვიცით არაა კოტეჯები. ასევე დაცულ ტერიტოორიებზე არსებულ კოტეჯებში ღამისთევა აკრძალულია, პანდემიის გამო.
რაც შეეხება საკარვე ადგილებს, ბირთვისში, სანამ ციხეზე ახლავთ იქ არის პატარა მინდორივით და იქ შეგიძლიათ კარავი გაშალოთ. ალგეთის ეროვნულ პარკში კარვების გაშლა ამ ეტაპზე უფასოა. თუმცა თუ დეტალურად რაიმე გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას ნომერზე: 595 08 60 80