დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
5 (1)
IMG_3762 Abudelauri green lakes, Khevsureti Abudelauri lakes, Khevsureti Abudelauri blue lake, Khevsureti აბუდელაურის თეთრი ტბა, ხევსურეთი

აბუდელაურის ფერადი ტბების შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, სექტემბერი

აბუდელაურის ფერადი ტბები მდებარეობს ხევსურეთში მდინარე აბუდელაურის ხეობის თავში ზღვის დონიდან 2600 მეტრზე.

აბუდელაურის ტბები მოიცავს სამ ტბას - მწვანე ტბა, ლურჯი ტბა და თეთრი ტბა. მწვანე და ლურჯი ტბები თითქმის გვერდიგვერდ მდებარეობს, ხოლო თეთრი ტბა ცოტა მოშორებით, ჭაუხის მასივის ძირში მდებარეობს და შედარებით უფრო რთული მისასვლელი აქვს. აბუდელაურის ტბები სოფელ როშკადან 7 კილომეტრით არის დაშორებული, ეს ყველაზე მოკლე და მარტივი ბილიკია ამ ადგილის მოსანახულებლად. თუმცა ამ ტბების მონახულება ასევე შეგიძლიათ ჯუთა - აბუდელაურის მარშრუტის გავლით, რომელიც ორდღიანია, იწყება ჯუთაში და სრულდება როშკაში.

აბუდელაურის ტბები მაისის შუა რიცხვებამდე თოვლითაა დაფარული, ხოლო აგვისტოში საგრძნობლად იკლებს და თითქმის შრება, ასე რომ საუკეთესო დრო აბუდელაურის ფერადი ტბების სანახავად გახლავთ ივნისი და ივლისი.

გეგმა:

01

დღე 1: აბუდელაურის მწვანე, ლურჯი და თეთრი ტბა

მარშრუტი იწყება სოფელი როშკიდან, ბილიკი მიემართება ჩრდილო დასავლეთით მდინარე აბუდელაურის ხეობას ჭაუხებისკენ. ბილიკი ჯერ მწვანე ტბასთან მიგიყვანთ. ლურჯი ტბა მწვანე ტბასთან ახლოსაა, ხოლო თეთრი ტბა ჭაუხების ძირში მდებარეობს. მასთან მისასვლელად ლურჯი ტბიდან 1 საათი დაგჭირდებათ.

ტრანსპორტი:

სოფელ როშკაში მოხვედრა რეკომენდებულია 4X4 მაღალი გამავლობის ტრანსპორტით. როშკაში შეგიძლიათ ასევე მოხვდეთ ბილიკით, რომელიც იწყება თბილის-შატილის დამაკავშირებელი გზიდან.

თეგები: #ლაშქრობა #ტბა #წყალი #trekking #Backpacking #სათავგადასავლო ტურები

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
eto mgeladze
eto mgeladze

გამარჯობა, აბუდელაურის ტბების მახლობლად თუ არის რაიმე ჰოსტელის მსგავსი როკ გავჩერდეთ 2 დღით. და რა ღირს კაცზე? კონტაქტს ხომ ვერ მომცემთ?
მადლობა

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, უშუალოდ აბუდელაურის ტბებთან ახლოს არ არის, არის სოფელ როშკაში რამოდენიმე საოჯახო სასტუმრო. +995 577 68 22 39 ამ ნომერზე დაუკავშირდით, მათაც აქვთ საოჯახო სასტუმრო 💜

Tamar Nebieridze
Tamar Nebieridze

საკონტაქო ინფორმაცია მინდა

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, გესთ ჰაუსების საკონტაქტო ინფორმაცია გაინტერესებთ?

გამარჯობა,

მაინტერესებს ტრანსპორტი თუ მიდის რამე როშკამდე და საიდან.

1 შეფასება
5
Anna M

One of the greatest sightseeings of Georgia🇬🇪

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე აბუდელაურის ფერადი ტბები

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!