ყელიწადის ტბის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ივლისი, აგვისტო, სექტემბერი

ყელიწადის ტბა მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3100 მეტრზე. ის ზღვის დონიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე ტბაა საქართველოში. აქ მოხვედრა რამდენიმე გზით შეგიძლიათ, მათ შორის ყველაზე მარტივი და პოპულარულია ბილიკი, რომელიც თრუსოს ხეობიდან ადის ყელიწადზე. მარშრუტზე მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ყელიწადის ტბის მარშრუტი

ყელიწადის ტბა ზამთარსა და გაზაფხულზე მუდმივად გაყინულია და თოვლით არის დაფარული. მისი ზედაპირი დნობას იწყებს ივნისში და აგვისტო-სექტემბერში მთლიანად გამოძვრება ხოლმე ყინულის ქურქიდან. ტბასთან ახლოს მდებარეობს მწვერვალი შერხოტა (3701მ) და მწვერვალი ხორისარი (3736მ). ყელიწადის ტბიდან სათავეს იღებს მდინარე თეთრი არაგვი.

თეგები: #ბუნება #ტბა #წყალი

რუკა

კითხვები

Please login to ask a question

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ყელიწადის ტბა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!