გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია
ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ
ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია - XIII საუკუნის ტაძარი, მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თიანეთისაკენ მიმავალი გზის პირას აღმართული სოფლიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით, 2–3 კმ–ზე, მდ. ბოდავისხევის თავზე, სწორ ადგილზე.
ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია მთიანეთის ყველაზე ძველი გუმბათოვანი ნაგებობაა. იგი აგრეთვე გამორჩეულია იმით, რომ საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში გუმბათიანი ტაძრები იშვიათობას წარმოადგენს.
სარკმლებს ქვევით, ქვიშაქვის სამ ფილაზე, არის ოდნავ დაზიანებული ასომთავრული წარწერა: “ქ. სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა (აქ სიტყვა არ იკითხება), დედამან დიდმან შნ ცოველის ასულმან ხათუნაყ აღვაშენე (აქ ისევ არ იკითხება ორი-სამი სიტყვა) წმიდისა ღვთისმშობელისა სალოცველად სულთა ჩუენთათვის, შვილთა და მომავალთა შვილებად ჩუენთა (აქ ისევ არ იკითხება სიტყვები) ეკლესია (აქაც აკლია ბოლო სიტყვა)”.
მეცნიერთა ერთი ჯგუფის ვარაუდით, „ხათუნაყ“ სახელის ქვეშ ლაშა–გიორგის ხარჭად შერაცხული მეუღლეს (დავით ულუს დედა) ხათუნა შეიძლება იგულისხმებოდეს, ანუ ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია მის მიერ შეიძლება იყოს აგებული.
ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია ძლიერ დაზიანებული იყო, 2017 წელს დაიწყო რესტავრაცია, ამჯამად ტაძარი აღდგენილია.
იხილეთ ასევე
ანანურის ციხის კომპლექსი — ფეოდალური ხანის (XVI-XVIII საუკუნეები) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან. მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მ...
სულ რაღაც 40 კილომეტრში თბილისიდან შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ვულკანური წარმოშობის ბაზალეთის ტბა. ეს ადგილი ცნობილია არა მხოლოდ ტბის სილამაზით, ან ბუნებით, ...
საბანაკე ბორბალოს მდებარეობის დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავისა და მიღმახევის გამყოფ ქედზე, ბორბალოს უღელტეხილის მისადგომთან ზღვის დონიდან 27...
აბუდელაურის ფერადი ტბები მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთში მდინარე აბუდელაურის ხეობის სათავეში ზღვის დონიდან 2600 მეტრზე. აბუდელაურის ტბე...
ტანიეს ტბა მდებარეობს ხევსურეთში, კონკრეტულად არხოტში, მდინარე ტანიეს წყლის ხეობაში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჩემი აზრით, ეს ტბა სილამაზით მეორე ადგილ...
მწვერვალი მახისმაღალი მდებარეობს არხოტში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, საქართველო - რუსეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 4013 მეტრზე. მწვერვალზე აღჭურვილობის ...
ასას ეროვნული პარკი - მოიცავს მდინარე ასას ხეობის მარცხენა კალთასა და მის მარცხენა შენაკადებს. ტერიტორია ასევე მოიცავს ხელუხლებელ წიწვოვან ტყის მასივე...
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი - მდებაორებს დუშეთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში ფშავ-ხევსურეთში. მისი უნიკალური ბუნება და...
დასვი კითხვა
გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.