დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
05 მარტი, 2019

მოგზაურობა საქართველოში

ოპულარული ტურისტული ადგილების მონახულებით დაწყებული საქართველოში უამრავი საინტერესო აქტივობით შეიძლება დაკავდე.


თუ შენი ინტერესის სფერო მხოლოდ შთამბეჭდავი ადგილების მონახულებას არ მოიცავს ჩაიკითხეთ სტატია ბოლომდე.


შენი პირველი მოგზაურობაა საქართველოში და არ იცი რა გააკეთო?

ჩვენ დაგეხმარებით იმის დადგენაში თუ რა შეიძლება გააკეთო საქართველოში.


აღმოაჩინე ძველი თბილისი

ძველი თბილისი ქალაქის ისტორიული ნაწილი და საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ადგილია. იცოდით რომ ძველი თბილისი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში ძეგლობის კანდიდატია?


თანამედროვე საცხოვრებელი შენობებით შემოსაზღვრული ძველი თბილისი თავის უნიკალურობას ინარჩუნებს. როგორც კი დაიწყებ ძველი თბილისის ქუჩებში ხეტიალს, მიხვდები თუ რამდენად განსხვავებული და ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია ეს ადგილი. ძველი თბილისის ვიწრო ქუჩები და არქიტექტურა ზუსტად ასახავს XX საუკუნემდე არსებული ძველი თბილისის კულტურას, ტრადიციასა და ისტორიას.


გაეცანი ქართულ სამზარეულოს

ქართული „სუფრა“ მდიდრულია ქართული კერძებისა და ტრადიციების ნაზავით. და მაინც, რითია განსაკუთრებული ქართული სამზარეულო?


2019 წელს ხაჭაპური მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის დასახელდა Tasteatlas-ის რეიტინგში. „ყველიანი პური“, რომელიც კვერცხით, ცომით, ყველითა და კარაქით მზადდება საყვარელი კერძია ქართველებისთვის და არა მხოლოდ.


ხინკალი ღორის ან საქონლის ხორცითა და ცომით მზადდება. მისი უნიკალურობა დამზადებისა და მისი დაგემოვნების ტრადიციული ხელოვნებაა. ხინკალს ტრადიციულად ხელით ჭამენ ქართველები, რაც ტურისტებისთვის უცხო და საინტერესოა ფაქტია. ხინკალი ისევე, როგორც ხაჭაპური ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია.


ჩურჩხელა - თათარაში (ყურძნის წვენის ფაფა) ამოვლებული ნიგვზით გაწყობილი ქართული ტკბილეული. თავისი ფორმითა და ფერთა მრავალფეროვნებით ტურისტების დაინტერესებას იწვევს.


ეს ის ეროვნული კერძებია, რომელიც საქართველოში ყოფნისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.


დააგემოვნე ქართული ღვინო

ქართული ღვინო ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. კახეთი კი ის ადგილია, საიდანაც ვაზის კულტურა და მეღვინეობა ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. VI ათასწლეულიდან იწყება. ნამდვილი ქართული ღვინო ქვევრში მზადდება და ღვინის დაყენების ეს წესი უძველესი დროიდან მოდის.


ძველი თბილისის ქუჩებში ბევრია ღვინის მაღაზიები, სადაც შეგიძლიათ ქართული ღვინო დააგემოვნოთ. ასევე, შეგიძლიათ მოინახულოთ ღვინის მარანი - „თელავის მარანი“ კახეთში, ქალაქ თელავში. ღვინის საცავი, რომელიც წინანდალშია ინახავს ასობით ევროპულ და ქართულ ღვინოს. წინანდლის ღვინის საცავი XIX საუკუნის 30–იან წლებში აშენდა და მის მერე, ამ ადგილს ბევრი უცხოელი თუ ქართველი სტუმრობს.


იფრინე პარაფლანით გუდაურში

გუდაური, ტურისტული სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში. გუდაურში სრიალის გარდა, შეგიძლიათ პარაფლანით ფრენა. კლიმატი და ლანდშაფტი, რომელიც გუდაურშია ხელშემწყობი ფაქტორია პარაპლანით ფრენისთვის. წლის ნებისმიერ სეზონზე თბილ ამინდში შეგიძლიათ იფრინოთ პარაპლანით გუდაურში.


თუ გსურს ნამდვილი თავისუფლება შეიგრძნო, იფრინე პარაფლანით გუდაურში და ისიამოვნე საქართველოს ბუნებით.


თხილამურებზე და გაუკვალავ თოვლში სრიალი

საქართველოში უამრავი სამთო-სათხილამურო კურორტია. თუ შენი საყვარელი აქტივობა თხილამურებზე ან გაუკვალავში სრიალია ამ მხრივ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა უნიკალურია. ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი, თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო კურორტებზე შეგიძლიათ ისრიალოთ თხილამურებით.


თუ გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარული ხარ, ზუსტად უნდა იცოდე შესაბამისი ადგილები. ჰაწვალის, თეთნულდისა და გოდერძის სათხილამურო კურორტები თავისუფალი სრიალისთვის იდეალური ადგილია. ამ კურორტებზე თოვლის ხარისხი კარგია, რაც თავისუფალი სრიალის საშუალებას მოგცემთ.


გაემგზავრე სტეფანწმინდაში (ყაზბეგი)

სტეფანწმინდა აუცილებლად სანახავ სიაშია. ამ ადგილს ყოველთვის, ყველა სეზონზე ბევრი ტურისტი სტუმრობს. მისი ახლო ლოკაცია დედაქალაქიდან, სტეფანწმინდისკენ გასავლელი ულამაზესი გზა, იქ არსებული ლანდშაფტი და ხედები მნახველების გაოცებას იწვევს.


სტეფანწმინდაში შეგიძლიათ მოინახულოთ „გერგეთის სამება“, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტს მაღლიდან გადმოჰყურებს. თუ გიყვართ ლაშქრობა ან მთამსვლელი ხართ გერგეთის სამებიდან შეგიძლიათ მყინვარწვეზე ასვლა. მყინვარწვერი, ზღვის დონიდან 5047 მეტრზე მდებარეობს. სტაფანწმინდაში ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ ისიამოვნოთ მყინვარწვერის ხედით.


ილაშქრე საქართველოს მთებში

ლაშქრობა - ფეხით მგზავრობა მოგზაურობას ამაღელვებელს და საინტერესოს, თავგადასავლებით სავსეს ხდის. საქართველოში ბევრია ისეთი ადგილი, რომელსაც ლაშქრობისთვის შესაბამისი მარშრუტები გააჩნია.


გთავაზობთ რამდენიმე ადგილს, სადაც შეგიძლიათ ლაშქრობა დაგეგმოთ.

ხადას ხეობაში, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ხადას ხეობაში მოინახულებთ ციხე-კოშკებს, ეკლესია-მონასტრებსა და ჩანჩქერს.

თრუსოს ხეობა, საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, მდინარე თერგის ხეობაში. დღეისათვის ამ ადგილას მოსახლეობა აღარ ცხოვრობს, მხოლოდ შემორჩენილია საცხოვრებელი სახლების ნანგრევები. თროსუს ხეობა იმითაა, გამორჩეული რომ ხემცენარეულობა არ არის ამ ადგილას. თრუსო მდიდარია ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით.

გველეთის ჩანჩქერი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ულამაზესი ჩანჩქერია საქართველოში. გველეთის ჩანჩქერს ბევრი ახალგაზრდა გამოცდილი თუ გამოუცდელი მოლაშქრე სტუმრობს.


თუ გსურს დატკბე საქართველოს ბუნებით, შეიგრძნო თავისუფლება, გიყვარს ხეტიალი და თავგადასავლები, მოიწყვე საფეხმავლო მოგზაურობა, რომელიც საქართველოს ისტორიულ და კულტურულ მხარეს სხვანაირი კუთხით დაგანახებს. იხილეთ სრული სალაშქრო სია.


იმოგზაურე მესტიაში

დაგეგმე მოგზაურობა სვანეთში, მესტიაში საქართველოს ერთ-ერთი ტურისტული ზონაში. რითია მესტია განსხვავებული სხვა დანარჩენი ადგილებისგან? მესტია, სვანეთში საართველოს ყველაზე მაღალმთიან მხარეში მდებარეობს. კულტურა და არქიტექტურა, რომელიც მესტიაშია განასხვავებს დანარჩენებისგან.


სვანური კოშკები, ტრადიციები და კულტურა მესტიას უნიკალურობას მატებს. სვანური კოშკები თადაცვითი და საცხოვრებელი მნიშვნელობის მატარებელი იყო ძველ დროში. მესტიაში, ქალაქური ცხოვრების მაღალი დონეა და ყველანაირი რესურსია იმისათვის, რომ მოგზაურობა დაუვიწყარი იყოს თქვენთვის.


მესტიასთან ახლოს სათხილამურო კურორტები ჰაწვალი და თეთნულდია, რომელსაც ბევრი მოთხილამურე სტუმრობს ზამთრის სეზონზე.

რომელია თქვენი საყვარელი აქტივობა საქართველოში და რომელ ადგილებს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

თეგები: #სვანეთი #მესტია #ხინკალი #ხაჭაპური #ლაშქრობა #ყაზბეგი #ძველი თბილისი #საქართველო #გუდაური #სტეფანწმინდა #ქართული სამზარეულო #ჩურჩხელა #ქართული ღვინო #პარაფლანით ფრენა #თრუსოს ხეობა
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი
kote gujabidze
kote gujabidze

ანა სალაშქრო სიის ლინკი არ მუშაობს

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

გავასწორეთ ლინკი

დაწერეთ კომენტარი