დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
5 (2)
სათხილამურო კურორტი ბაკურიანი - ski resort Bakuriani სათხილამურო კურორტი ბაკურიანი - ski resort Bakuriani სათხილამურო კურორტი ბაკურიანი - ski resort Bakuriani სათხილამურო კურორტი ბაკურიანი - ski resort Bakuriani Winter-map_Didveli-20171201-ЦУ Kokhta-Winter-Map-Large---BY-SAK WINTER-MAP-_-Mitarbi-only-_Final

სათხილამურო კურორტი ბაკურიანის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზამთარი

სად მდებარეობს სათხილამურო კურორტი ბაკურიანი?

სათხილამურო კურორტი ბაკურიანი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. ბაკურიანი თბილისიდან დაახლოებით 180 კილომეტრში, ხოლო ბორჯომიდან 30 კილომეტრის დაშორებითაა. ბაკურიანის კლიმატი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და  ამ მიზეზით, ბაკურიანში ყოველ სეზონზე ბევრი დამსვენებელია. იანვარი და თებერვალი ზამთრის სეზონისთვის საუკეთესო თვეა. ამ პერიოდში თოვლის რაოდენობა და ხარისხი საუკეთესოა.


როგორ მოვხვდეთ ბაკურიანში?

ბაკურინში ჩასვლა თბილისიდან დაახლოებით 2 საათშია შესაძლებელი. მოგზაურები საკუთარი მანქანით ან მიკრო ავტობუსებით მიდიან კურორტზე. მიკრო ავტობუსები დიდუბიდან და სადგურის მოედნიდან გადიან. სანამ ბაკურიანში ჩახვალთ, ბორჯომამდე გზა ყოველთვის გაწმენდილია თოვლისგან. ბაკურიანის გზა ზოგჯერ თოვლით ან ყინულითაა დაფურული, ამიტომ მანქანით მგზავრობისას აუცილებელია ზამთრის საბურავები. ასევე, შესაძლებელია სადგურის მოედნიდან ბორჯომამდე მიკრო ავტობუსით ან მატარებლით იმგზავროთ, შემდეგ კი ბორჯომი-ბაკურიანის "კუკუშკას" გაყვეთ. "კუკუშკა" პატარა მატარებელია, რომელიც ბაკურიანისკენ მისასვლელ ულამაზეს გზას გადის.


სასრიალო ტრასები

ბაკურიანი, როგორც სათხილამურო კურორტი 1935 წელს დაარსდა. აქ ძირითადად 23 განსხვავებული სახის სასრიალო გზებია, რომლებიც მოთხილამურის დონეების მიხედვით იყოფა. დამწყებ, საშუალო დონისა და გამოცდილ მოთხილამურეებს შეუძლიათ ისრიალონ ბაკურიანის სასრიალო ტრასებზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბაკურიანი პროფესიონალი მოთხილამურისთვის არ არის იდეალური ადგილი, რადგან თოვლის ხარისხი და რაოდენობა შედარებით ნაკლებია ბაკურიანში, ვიდრე სხვა საქართველოს სათხილამურო კურორტებზე. ამიტომაც, სათხილამურო კურორტი ბაკურიანი უფრო დამწყები და საშუალო დონის მოთხილამურისთვის არის რეკომენდებული.

ბაკურიანში 5 სასრიალო ტრასაა. ფუნიკულიორი და საბაგიროები მუშაობს დილის 10 საათიდან შუადღის 5 საათამდე. დიდველის სასრიალო ტრასა განსაკუთრებული ადგილია მოთხილამურეებისთვის, რადგანაც ტრასას მთელ სიგრძეზე მიუყვება ფერად-ფერადი განათებები. მოგზაურები ყოველ შაბათ-კვირას დადიან ღამის სრიალზე, რომელიც შუადღის 5 საათზე იწყება და საღამოს 10-ის ნახევრამდე გრძელდება.


ინფრასტრუქტურა

ბაკურიანში დასვენება შედარებით იაფია და ძვირი არ ღირს სხვა კურორტებთან შედარებით. დაბალბიუჯეტიანი დასვენება შესაძლებელია საოჯახო სასტუმროებში დარჩენით. ამასთანავე, ბინის ქირაობა კარგი ვარიანტია, რომელიც კომფორტულ გარემოს შეგიქმნით. ახალი წლის პერიოდში და შობას ფასები შედარებით მაღალია. პროდუქტის ფასები კი ჩვეულებრივია, როგორც დედაქალაქში.


რაც ყველაზე მთავარია, ბაკურიანს ბევრი უპირატესობა გააჩნია სხვა კურორტებთან შედარებით. ბაკურიანი მდიდარია გასართობი და რეკრეაციული აქტივობებით. ბაკურიანში უამრავი რესტორანი, გასართობი პარკი, ყინულის მოედანი, მარხილები თუ თოვლის სკუტერებია. სუპერმარკეტები ქალაქის ყველა წერტილში მდებარეობს, რომელიც ყოველდღიური მარტივი დასვენებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. შეიძლება ითქვას, რომ ოჯახური არდადეგების მოსაწყობად ბაკურიანი იდეალური ადგილია, სხვა სათხილამურო კურორტებისგან განსხვავებით აქ სრიალის გარდა უამრავი გასართობია, როგორც ბავშვებისთვის ისე უფროსებისთვის.

მთავარი უარყოფითი მხარე ბაკურიანის არის ის, რომ აქ თოვლის ხარისხი შედარებით დაბალია და მისი ფერდობები პროფესიონალებს ნამდვილად ვერ მოხიბლავს. გასაქირავებელი სათხილამურო აღჭურვილობა უმეტესად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ამიტომ უმჯობესია თუ დამსვენებლები საკუთარი აღჭურვილობით ესტუმრებიან კურორტს.


მოკლედ, რომ გითხრათ ბაკურიანი იდეალური სამთო-სათხილამურო კურორტია გართობისა და დასვენებისთვის. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მარტო იქნები, მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად,  კურორტი ბაკურიანი შენი მომავალი სათაგადასავლო ისტორიების ადგილია.


თუ გსურთ, მიიღოთ უახლესი ინფორმაცია საქართველოს ნებისმიერი სამთო-სათხილამურო კურორტის შესახებ, გადმოწერეთ აპლიკაცია საქრთველოს მთის კურორტები:

თეგები: #სათხილამურო კურორტი #თოვლი #ზამთარი #კურორტი #ინფრასტრუქტურული ობიექტი #სრიალი #თხილამური #სნოუბორდი #ციგა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ფასები

აბონემენტის სახეობაბარათის ტიპი01.12.2019 - 27.12.2019
14.03.2020 - 31.03.2020
28.12.2019 - 03.02.202004.02.2020 - 13.03.2020

უფროსისაბავშვოუფროსისაბავშვოუფროსისაბავშვო
ერთი ასვლაბარქოდი777777
სამი ასვლაბარქოდი
212121212121
პანორამა (სამი ასვლა)ბარქოდი
151515151515
სპორტსკოლამულტიქარდი-10-10-10
1 დღიანიმულტიქარდი
302040253525
2 დღიანიმულტიქარდი
583877486848
3 დღე სეზონზემულტიქარდი8457112719871
4 დღე სეზონზე
მულტიქარდი
112711499213092
5 დღე სეზონზე
მულტიქარდი
13791182114159114
6 დღე სეზონზე
მულტიქარდი
160107213133186133
7 დღე სეზონზე
მულტიქარდი
174116232145203145
სეზონურიმულტიქარდი
300/150*180/90*300180300180
სტუდენტური
მულტიქარდი
180/90*-180-180-
ოჯახური (2/2 - 2/3)მულტიქარდი
--105/125-105/125-
ღამის სრიალი
მულტიქარდი
201520152015
ტობოგანი
ბარქოდი
101010101010








გუდაური / ბაკურიანი / გოდერძი /

სვანეთი (ზამთარი)



უფროსი


საბავშვო


უფროსი


საბავშვო


უფროსი


საბავშვო

7 დღე სეზონზემულტიქარდი312156
-
-
-
-
10 დღე სეზონზემულტიქარდი
420210
-
-
-
-
სეზონურიმულტიქარდი
600300
300*
150*
300*
150*
სტუდენტურიმულტიქარდი
300-
150*
-
150*
-

სად დავრჩეთ სამცხე - ჯავახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Gustavo Garrett
Gustavo Garrett

Gamarjoba,

Are the lifts working? Are conditions ideal for snowboarding?

Thank you in advance.

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

Hello, not all the lifts are working as we know. the conditions to ski are not ideal.

Dima Tai
Dima Tai

when does the season open in this kogu ? it makes sense to come at the end of December, beginning of January

Leho Okas
Leho Okas

Hi,
How many of ski lifts are working in Bakuriani ski center. Is the center fully opened and if not when it will happen?

natia lomineishvili
natia lomineishvili

Hi Leho, yes all the lifts are open right now. But sometimes Didveli lift is closed due to the windy weather.

2 შეფასება
5
Artyom Ananov

Один из самых лучших горнолыжных курортов. Остановились в центре, в гостинице Villa Monte, у частного лица в аппартаментах. Рядом есть все и банк, две горнолыжные дороги, 25 и "Дидвели". Единственный минус, мы были без машины, заказывали трансфер в Бакуриани. Бе собственного транспорта придется немного походить, но тем не менее все рядом. И спар есть, и очень большая альтернатива по выбору лыж. Все круто

1234567890000

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სათხილამურო კურორტი ბაკურიანი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!