თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
ზამთარი წლის ერთ-ერთი ლამაზი სეზონია, რომელიც გასაოცარ სანახაობრივ ადგილებს ქმნის საქართველოში. საქართველოს თითოეულ რეგიონში ზამთარი განსხვავებულია თავისი სეზონურობით.
საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონები დაყოფილია რეგიონების მიხედვით და ყოველ მათგანს მისთვის დამახასიათებელი პირობები თუ მოთხოვნები გააჩნია.
ზამთრის შვებულების გასატარებლად სწორი ადგილის შერჩევა მნიშვნელოვანია.
არამოთხილამურე ხარ და გსურს ზამთარი საქართველოში გაატარო? ჩვენ გირჩევთ 5 საუკეთესო ადგილს, რომელიც იმედი გვაქვს შეგიქმნით კარგ დასვენებას.
სტეფანწმინდა გამორჩეული ტურისტული ადგილია საქართველოში, რომელსაც უამრავი დამსვენებელი სტუმრობს როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სეზონზე. სტეფანწმინდა მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე. თბილისიდან დაახლოებით 2 საათის და 30 წუთის სავალ მანძილზე. შეგიძლიათ ასევე, ისარგებლოთ მიკრო ავტობუსით, რომელიც დიდუბის სადგურიდან გადის. ტრანსპორტირების საფასური 10 ლარს შეადგენს.
სტეფანწმინდა, პატარა მაგრამ ულამაზესი, მთებით გარშემორტყმული დაბაა. სტეფანწმინდაში გართობისა და დასვენების უამრავი შესაძლებლობა გექნებათ. დაბაში თოვლი უჩვეულოდ ადრე, ოქტომბრის დასაწყისშიც შეიძლება მოვიდეს. თოვლით გადათეთრებული სტეფანწმინდა ულამაზესია ამ პერიოდში. თუ გიყვართ ბუნება და მთიან ადგილებში დასვენება, შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით. სტეფანწმინდაში შეგიძლიათ ახვიდეთ და მოინახულოთ გერგეთის სამება, საიდანაც სტეფანწმინდის ხედი იშლება. აქვეა, მყინვარწვერი, რომელიც ზღვის დონიდან 5047 მეტრზე მდებარეობს.
სტეფანწმინდაში დასვენების დიდი უპირატესობაა სანახაობრივი ადგილების მონახულება, რომელიც თქვენს მოგონებებს შთამბეჭდავს გახდის. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ დარიალის ხეობას, სადაც უმშვენიერესი დარიალის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.
სტეფანწმინდაში დასარჩენი ადგილების რაოდენობა ბევრია, რადგან აქ არის როგორც 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, ასევე ჰოსტელები და ოთახები გასაქირავებლად. თქვენ შეგეძლებათ ისიამოვნოთ პატარა, მყუდრო კაფეში მეგობრებთან ერთად და გქონდეთ იდეალური გარემო ზამთრის შვებულებისთვის.
ასე რომ, თუ გიყვართ ბუნება, კულტურული და ლამაზი ადგილების მონახულება, სტეფანწმინდა ზამთარში კარგი ადგილი იქნება თქვენთვის, როგორც არამოთხილამურისთვის.
ბაკურიანი პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელსაც ზამთარში უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი დამსვენებელი სტუმრობს. ბაკურიანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან დაახლოებით 2 საათის სავალ მანძილზე მდებარეობს.
ბაკურიანი გარდა იმისა, რომ სათხილამურო კურორტია თუ არამოთხილამურე ხართ, თქვენთვისაც არსებობს დასვენებისა და გართობის უამრავი საშუალება. არ არის აუცილებელი გიყვარდეთ სრიალი, რადგან ბაკურიანი მხოლოდ სრიალის მოყვარულთათვის არ შემოიფარგლება. ბაკურიანში დარჩენის უამრავი ალტერნატივაა და მათ შორის, შეგიძლიათ, იქირაოთ კოტეჯი მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. გართობის მხრივ, აქ არის ციგები, საბაგიროები, რესტორნები, კაფეები და საციგურაო მოედანი.
თოვლით გადაპენტილი წიწვოვანი ტყე, უამრავი დამსვენებელი, ბევრი მხიარულება და ღონისძიება ბაკურიანში, შეგიქმნით იდეალურ ადგილს დასასვენებლად. ბაკურიანი თავისი ადგილმდებარეობითა და გართობის უამრავი შესაძლებლობის თვალსაზრისით არამოთხილამურისთვის კარგი ადგილია ზამთარში.
ბალნეოლოგიური კურორტი - ქალაქი ბორჯომი ქართველებისთვის ერთ-ერთი კარგი საკურორტო ადგილია. ბორჯომი თბილისიდან 155 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და იქ ჩასასვლელად 2 საათია საჭირო.
კურორტის ყველაზე დიდი სიმდიდრე, ბორჯომის მინერალური წყლებია. თუმცა, მხოლოდ ეს არ მოიცავს კურორტის დადებით მხარეს. ბორჯომი ზამთარში შესანიშნავი ადგილია, რადგან აქ ბევრია როგორც კულტურული ასევე ისტორიული ძეგლები.
ბორჯომში შეგიძლიათ მოინახულოთ ბორჯომის ცენტრალური პარკი ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად. პარკთან ახლოს არის საბაგირო, საიდანაც ბორჯომის ულამაზესი ხედი იშლება.
ამას გარდა, ბორჯომის მახლობლად ბევრია დასასვენებელი და საკურორტო ზონები. ბაკურიანი, ცემი, ლიკანი, წაღვერი ბორჯომთან ახლოს მდებარეობს და შეგიძლიათ პატარა მოგზაურობაც დაგეგმოთ აქედან.
ბორჯომიდან შეგიძლიათ გაჰყვეთ ბორჯომი-ბაკურიანის „კუკუშკას“, რომელიც ულამაზეს გზას გადის. ბორჯომიდან დაახლოებით 30 წუთში ახვალთ ბაკურიანში, სადაც ასევე უამრავი სახის აქტივობაა ზამთრის სეზონზე.
ბორჯომი უნიკალური ადგილია, თავისი ახლო მდებარეობით თბილისიდან და ირგვლივ არსებული საკურორტო ზონებით. თუ გეგმავთ, ზამთრის შვებულების გატარებას აქტიურად და რა თქმა უნდა, გსურთ მოინახულოთ საქართველოს ღირშესანიშნავი ადგილები ბორჯომი თქვენი დასამახსოვრებელი დასვენებისთვის კარგი ადგილია.
კურორტი შოვი მდებარეობს რაჭის კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, ზემო რაჭაში. შოვი დაფარულია, წიწვიანი შერეული ტყის საფარით. შოვი თბილისიდან დაახლოებით 4 საათისა და 30 წუთის სავალ გზაზეა.
შოვში შეგიძლიათ დარჩეთ როგორც სასტუმროში ასევე, იქირაოთ სახლი დროებით. შოვში მიუხედავად იმისა, რომ გართობის არც ისე დიდი არჩევანია, ის ზამთრის პერიოდში ზღაპრულად გამოიყურება. შოვის დიდი უპირატესობა მისი სამკურნალო დანიშნულების ჰავაა და ამ მიზნით, კურორტს უამრავი დამსვენებელი ჰყავს ყველა სეზონზე.
თუ გსურთ ბუნების გასაოცარი ხედებით ისიამოვნოთ, გაატაროთ ზამთრის შვებულება მყუდრო და შედარებით მშვიდ გარემოში რაჭა, შოვი განსაკუთებული ადგილია ამისთვის.
მესტია, ადმინისტრაციული ცენტრი ზემო სვანეთში, თბილისიდან დაახლოებით 7 საათის სავალ მანძილზეა. მესტია ზღვის დონიდან 1550 მეტრზე მდებარეობს.
მესტია ყველა სეზონზე განსაკუთრებულად ლამაზია. გასაოცარი ხედები, მისთვის დამახასიათებელი განსხვავებული არქიტექტურა და კულტურა მესტიის დადებითი მხარეა.
მესტია ზამთარში გასაოცარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ თავისი ბუნების სილამაზითა და მშვენიერებით. მესტიაში შეგიძლიათ იცხოვროთ და ზამთრის შვებულება იდეალურად მოიწყოთ, რადგან აქ ცხოვრების მაღალი დონეა. მესტიაში ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად დასვენება, დაუვიწყარს გახდის, რადგან გართობის უამრავი საშუალება არსებობს. ამასთანავე, ფასები არ არის მაღალი და შეგიძლიათ მესტიაში ზამთრის შვებულება უყოყმანოდ დაგეგმოთ.
მესტია დამსვენებლებს ცხოვრების მაღალ დონეს სთავაზობს, თუმცა ირგვლივ არსებული ჯადოსნური გარემო სრულიად სხვა კონტინენტზე გაგრძნობინებთ თავს. საქართველო თავის უცხოელ და ადგილობრივ არამოთხილამურე დამსვენებლებს უამრავ და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს ზამთრის შვებულებისთვის. დაგეგმეთ ზამთრის შვებულება თქვენთვის სასურველ ადგილას და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები!
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარივერ გადამიწყვეტია რომელი ჯობია - ზემო რაჭა, თუ ზემო სვანეთი? 🤔
goderdzis ugeltexili
გოდერძის უღელტეხილიც მიყვარს, მაგრამ სვანეთი უფრო გრანდიოზულია.