დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
29 სექტემბერი, 2021

აუცილებლად გასასინჯი ღვინოები საქართველოში

ქართულ ღვინოს იმაზე დიდი ისტორია აქვს, ვიდრე დღევანდელ მსოფლიო რუკაზე ბევრ ქვეყანას. დიდი დროის გასვლასთან ერთად მიდგომებიც შეიცვალა და შედეგად სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებული უამრავი ტიპის ღვინო მივიღეთ. თითოეული მათგანი განსხვავებულ ისტორიას გვიყვება იმ ადგილზე, სადაც დამწიფდა და მის მეღვინე ჯადოქრებზე, რომლებმაც უნიკალური გემო შექმნეს. ეს ისტორიები საქართველოს კუთხე-კუნჭულებშია მიმოფანტული და ელოდებიან როდის გავისველებთ პირს მათი საოცარი გემოებით.

გასაოცარი ის უფროა, რომ უკვე ცნობილი ბრენდებისა და ღვინოების გარდა, სავსებით შესაძლებელია უნიკალურ გემოებს რომელიმე რიგით ოჯახშიც გადააწყდეთ, სრულიად შემთხვევით. ყველა მეღვინეს ინდივიდუალური მიდგომა აქვს და შეიძლება რომელიმე მათგანი ზუსტად ისეთ ღვინოს ქმნის, რომელიც თქვენთვის საუკეთესოა. სანამ იმ ერთადერთის ძიებას გადაწყვეტდე, მოკლედ გიამბობ იმ აუცილებლად გასასინჯი ღვინოების შესახებ, რომელიც საქართველოს ამშვენებს.


უსახელოური

უსახელოური ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ქმნილებაა დედამიწაზე. შეიძლება ითქვას,რომ ყურძნის ეს ჯიში უიშვიათესია ქართულ ჯიშებს შორის. ის ლეჩხუმის სულ რამდენიმე სოფელში მოყავთ და მცირე მოსავლიანობის მიუხედავად, მისი მომხმარებელთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს. გამორჩეული სახელის დარქმევის ისტორია, ერთი მონათხრობის მიხედვით, 40-იანი წლების თბილისიდან იწყება. როდესაც ლეჩხუმელმა მევენახეებმა ღვინო ყოველგვარი დასახელების გარეშე გამოაგზავნეს დედაქალაქში გასაყიდად. თბილისში ღვინომ ბევრი აღარფრთოვანა და სახელის აუცილებლობის გამო შემთხვევით შეერქვა უსახელო, უსახელოური.

ნერგის დარგვიდან ღვინოს მიღებამდე პერიოდი ერთი დიდი თავგადასავალია და ყოველი ეტაპი მაქსიმალურ სიფაქიზეს მოითხოვს. ვაზის ეს ჯიში ლეჩხუმის შედარებით დამრეც ადგილებზეა გაშენებული. ასე ყურძენს მზესთან უფრო ხშირი კონტაქტი აქვს, რაც დადებითად მოქმდებს მის სიგემრიელეზე. ზოგან ვენახი იმდენად დახრილ ადგილზეც კია, რომ სპეციალური ეკიპირების გარეშე მისი მოვლა ფაქტობრივად შეუძლებელია. მოსავლის შეწამლვა სულ 7-8 ჯერ ხდება. ბიოტექნოლოგიების ტესტირებების მიუხედავად უსახელოური მის უნიკალურ გემოს მხოლოდ ნატურალური მოვლის პირობებში ინარჩუნებს. მოსავლის კრეფა გვიან შემოდგომას იწყება და ღვინისთვის ხელით გადარჩეული ყურძენი იწურება.

უსახელოურის დაგემოვნება მის მშობლიურ მხარეში საუკეთესო არჩევანი იქნება, თუმცა ახლა თითქმის ყველა ალკოჰოლის მაღაზიაში შეძლებთ შეძენას. თუ ლეჩხუმში იკითხავთ, თუ სად შეიძლება საუკეთესო უსახელოურის დაგემოვნება, ადგილობრივები აუცილებლად მიგასწავლიან ოჯახებს, რომლებიც ქმნიან განსაკუთრებულ გემოს. მისი პრემიალური ხარისხის გამო ფასი ქართულ ღვინოებს შორის ყველაზე მაღალია, თუმცა ცხოვრებაში აუცილებლად უნდა გასინჯო უსახელოური, რათა იცოდე ნამდვილი ქართული ღვინის გემო. კლასიკური უსახელოური ნახევრად ტკბილია, მაგრამ მის ვარიაციებსაც წააწყდებით. მჟავიანობისა და სიტკბოს იდეალური შერწყმა კარგად ჩამოყალიბებულ გემოს ქმნის. სანამ გასინჯავთ, მისი უნაზესი სურნელი აუცილებლად მოგნუსხავთ. სასურველია მიირთვათ 13-15 გრადუს ტემპერატურაზე

კარგი ნერგი, სწორად შერჩეული ადგილი, გულწრფელი ზრუნვა და პროფესიონალური ჩამოსხმა. სწორედ ამ ეტაპების იდეალური ერთობლიობა ქმნის ქართულ უნიკალურ წითელ ღვინო - უსახელოურს.


ჩელთი

კიდევ ერთი უეჭველად გასასინჯი ღვინოების სიას პრემიუმ ხარისხის სასმელი - ჩელთი მიემატა. კავკასიონის ქედის ძირში გაშენებული ვენახები იდეალური ადგილი გამოდგა ყურძნის ჩამოსაყალიბებლად. ყურძენი მინერალებით გაჟღენთილ მიწაზეა გაშენებული. უწინ აქ მდინარე ჩელთის კალაპოტი იყო. კავკასიონის მთიდან გრილი ჰაერი უბერავს და ეს ყურძნის ბუნებრივ გაგრილებას იწვევს. ეს ეხმარება მჟავიანობის დაგროვებაში,ხოლო ცხელი კლიმატი – შაქრის დაგროვებაში. ეს ორი კომბინაცია იძლევა პრემიუმ ხარისხის შექმნის საშუალებას.

საფერავის ჯიშისგან დამზადებული ქართული უნიკალური წითელი ღვინის შექმნას მთელი რიგი პროცესები ახლავს თან. ყოველი ნაბიჯი მკაცრად კონტროლირდება, რაც საბოლოოდ ქმნის ხარისხს. აგვისტოში ჩელთის ვენახებში კრეფენ მოუმწიფებელ ყურძენს, რის შედეგადაც თითო ჰექტარიდან იღებენ მხოლოდ 5-6 ტონა ყურძნის მოსავალს. ჩელთი გამოირჩევა მკვეთრი გემოთი და ჯიშის სპეციფიკური ჰარმონიული არომატებით. მტევნები იმდენად ფაქიზია, რომ მოკრეფიდან 15 წუთშივე იწურება. მუქი ლალისფერი შეფერილობა ხაზს უსვამს მის ხარისხს და მსურველს პიკამდე უღვივებს კიდევ ერთხელ გასინჯვის სურვილს. შავი მოცხარი და ალუბლის ტონებთან ერთად ველური კენკრასაც შეიგრძნობთ. უნდა აღინიშნოს, რომ ღვინო არ კარგავს თავის უნიკალურ თვისებებს მისი გახსნიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.

მიწისქვეშა ღვინის საცავი “ჩელთის” მარანში 7 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. სწორედ ეს სიღრმეა მიზეზი იმისა, რომ ღვინო მთელი წლის განმავლობაში ბუნებრივად ინარჩუნებს 14-17°C სითბოს, რაც ,მისი შენახვისა და დაძველებისთვის იდეალური ტემპერატურაა.

ჩელთის არაერთი საერთაშორისო წარმატებისთვის აქვს მიღწეული. 2019 წელს „ჩელთის“ ღვინეობმა საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენებზე 11 ოქროს მედალი აიღეს. ჩელთის საფერავი კი დეკანტერის ჟიურიმ მსოფლიოს 20 საუკეთესო ღვინოთა შორის დაასახელა. 2018 წელს, ჩელთის ქვევრის საფერავი პრინც ჰარის და მეგან მარკლს გადაეცათ საჩუქრად მათი ქორწილის აღსაღნიშნავად.

ღვინოს შეძენა საქართველოში თითქმის ყველა დიდ მაღაზიასა და ალკოჰოლის მარკეტებში შეგიძლიათ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩელთი ნელნელა მსოფლიოს იპყრობს, მას მსოფლიოს 20 ქვეყანაში აუცილებლად წააწყდებით განსხვავებული დიზაინით.


ქინძმარაული

ქინძმარაული ქვეყნის ყველაზე გემრიელ ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოდ არის ცნობილი. თუ ერთხელ მაინც გასინჯავთ, არასდროს დაგავიწყდებათ მისი უცნაურად გამორჩეული გემო. იმ მიკროზონაში, სადაც ქინძმარაულის ღვინისთვის ყურძენი მწიფდება, განსაკუთრებული ჰავა და ნიადაგია. სწორედ ეს აძლევს იმ საოცარ არომატსა და რბილ შინდისფერ შეფერილობას, რაც ასე ძალიან გვეამაყება და გვიყვარს. ხილის ტონები იმდენად სასიამოვნოდ ირევა ერთმანეთში, რომ ვერა და ვერ შეელევით. განსაკუთრებულია, რომ პირველი დაგემოვნება და შემდგომი დაგემოვნებების გემოები ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება. პირველად მაყვლისა და ალუბლის მურაბის ტონებს უფრო იგრძნობთ, ხოლო შემდეგ მსუბუქი მჟავიანობის და ხილის არომატების შერევის განცდა დაგრჩებათ.

ყურძენი ხელით იკრიფება მაშინ, როცა თითქმის მწიფეა. ღვინის დამზადების პროცესი მშვიდი, ფრთხილი და დროში კარგად გაწერილია. დაწურვის შემდეგ 23-28 გრადუსზე ადუღებენ უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ შაქრის სასურველი დონე რეგულირდება და დუღილი ფილტრაციით ნაცვლდება, რითაც ყურძნისეული სიტკბო და სიხალისე ნარჩუნდება. შემდეგ თავსდება ბოთლებში და ინახება მისთვის მორგებულ ტემპერატურაზე.

ქინძმარაულის გასინჯვას თითქმის ყველგან შეძლებთ საქართველოში. თუმცა, თუ მის დალევას მშობლიურ მხარეში, კახეთში გადაწყვეტთ, ეს იქნება საუკეთესო ვოიაჟი თქვენს ცხოვრებაში. ადგილობრივი ჰავა იმდენად კარგად ერწყმის ღვინის ემოციას, რომ დავიწყებასთან ერთად, განშორებაც ურთულესი გაგიხდებათ. ქინძმარაულთან ძირითადად ხორცს მიირთმევენ, თუმცა მხოლოდ ღვინის დალევაც შეიძლება გემოების გამოსაღვიძებლად.


ახაშენი

კახეთი გამოირჩევა კარგი და ძვირფასი ღვინოების სიმრავლით. ახაშენის საფერავის მიწა საუკეთესოდ ითვლება ამ რეგიონში. ვენახი იმდენად სწორად შერჩეულ ადგილზეა გაშენებული, რომ ბუნებრივი მინერალებით გაჟღენთვა გარანტირებული აქვს თითოეულ მტევანს. ყურძენი ძალიან მშვიდად მწიფდება. ასე ჟავიანობისა და სიტკბოს დონეები იდეალურად ბალანსირდება. ამ გარემოში მოყვანილი მოსავლით იწურება ამაყი ღვინო, რომელაც საოცრად გამოარჩევს დადებითი ენერგეტიკა და მუხტი. კახეთის ნახევრადტკბილ ღვინოებს შორის ახაშენი ერთ-ერთი ყველაზე ტანინიანი და მძლავრია, სიტკბოთი კი - გაწონასწორებული.

ღვინისთვის მხოლოდ ნარჩევი მტევნები იკრიფება და ბალანსირდება 23-25% შაქრიანობაზე. ამის შემდეგ ეცლება კლერტი და გადადის სადუღარ რეზერვუარში. დუღილი 18-22 გრადუს ტემპერატურაზე მიმდინარეობს და როგორც კი შაქრის დონე 5-7% -მდე ჩავა, აციებენ. გაფილტვრის შემდეგ კი -3 გრადუსზე ინახება.

კახურ ჰაერზე მწვადისა და ღვინო ახაშენის კომბინაცია დაუძლეველია. რთულია გაუმკლავდე ორი უგემრიელესი ქმნილების ნაზავს. თუ ქალაქურ გარემოში გნებავთ მისი შეძენა, არ გაგიჭირდებათ. თითქმის ყველა მარკეტში მოიპოვება ერთი ბოთლი მაინც. ასე რომ, წინ დიდი გემოთა ღრუბელი გელით.


წინანდალი

რქაწითელისა და კახური მწვანის შერევით მიიღება უნიკალური ღვინო - წინანდალი. ეს სახელი შეიძლება ბევრჯერ გაგიგიათ. მისი გემოს შესახებ ლეგენდებიც კი დადის. მას წარმოშობის ადგილის გამო საფლაგმანო თეთრ ღვინოსაც უწოდებენ .წინანდალს თითქმის ორი საუკუნეა აწარმოებენ და ეს ისტორია კიდევ გრძელდება. ამ დროის მანძილზე ღვინის სტილი ბევრჯერ შეიცვალა. ყველაფრის მიუხედავად, თეთრი მშრალი ღვინო მაინც ინარჩუნებდა მკრთალ ჩალისფერ შეხედულებას, რომელსაც იდეალურად ერწყმის ყვავილოვანი და თეთრი ხილის არომატები. გემო ძალიან კომპლექსურია. დასაწყისში ტროპიკული ხილის არომატი იგრძნობა, რაც იდეალურადაა დაბალანსებული მუხის ტონებითა და ციტრუსოვანი დაბოლობებით. დასაგემოვნებლად იდეალური ტემპერატურა 12-14 გრადუსია.

ყურძნის ნარჩევ მტევნები იკრიფება 18-22% შაქრიანობაზე და 7,5-8 ტიტრულ მჟავიანობისას. გამოპრესვის შემდეგ გადადის რეზერვუარში, სადაც დაბალ ტემპერატურაზე ყოვნდება 15-18 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ სუფთა ტკბილი ლექიდან იხსნება და გადადის სადუღარ რეზერვუარებში. დუღილი მიმდინარეობს დაბალ ტემპერატურაზე – 12-15°C ზე.

წინანდლის დაგემოვნებისთვის არ დაგჭირდებათ დიდი მანძილის გავლა. მისი შეძენა საქართველოს თითქმის ყველა მარკეტსა და სუპერპარკეტში არის შესაძლებელი. შეიძლება უბნის მარკეტშიც კი გადააწყდეთ. მიუხედავად ამისა, ღვინის დაგემოვნება მისი დამზადების ადგილას უფრო გემრიელია. იქ უფრო მძაფრი ემოციები ტრიალებს.


ხვანჭკარა

საქართველოს ერთ-ერთი უიშვიათესი ღვინის ისტორია XX საუკუნის პირველ ნახევარში იწყება. ხვანჭკარა პირველი ჩამოსხმიდანვე სარგებლობდა დიდი სიპატიით ღვინის მოყვარულთა შორის. რაჭული ღვინის წარმოება დიმიტრი ყიფიანის სახელს უკავშირდება. მისი მეშვეობით ხვანჭკარამ შეძლო და წავიდა ბელგიაში, ევროპის ღვინის ფესტივალზე, სადაც ოქროს გრან-პრის მფოლბელი გახდა. დღეს კი მიღწევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. ხვანჭკარასთვის, დიმიტრისთვის და ზოგადად ქართული მეღვიანეობის ეს უდიდესი წარმატებაა.

რაჭის მიკროზონაში მოყვანილი ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნები იდეალურად ეხმატკბილება ერთმანეთს. ჯადოსნური მოსამზადებელი პროცესების შემდეგ კი იქმნება ხვანჭკარა. მისი ალუბლისფერი შეფერილობა ნამდვილად თვალისმომჭრელია. ტკბილი, მსუბუქი ტანინებით გაჯერებულ გემოს სიტკბო და მჟავიანობა იდეალურად აქვს დაბალანსებული. შიგადაშიგ წითელი ხილის, კენკრისა და ყვავილოვანი მცენარეების არომატიც იგრძნობა. დასაგემოვნებლად 13 გრადუსი იდეალურია. ღვინოსთან ერთად ხორცეულის მირთმევა სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა მხოლოდ ღვინოზეც შეიძლება დაჯერება.

ხვანჭკარას მოყვანის და ჩამოსხმის დიაპაზონი დღითიდღე ფართოვდება. დღეს მას ყველგან შევხვდებით, მათ შორის ექსპორტზეც. სწორედ ამიტომ, გასასინჯად არ მოგიწევთ უამრავი კილომეტრის გავლა და ციცაბო კლდეზე ცოცვა. გასასინჯად მხოლოდ სურვილიც კმარა.


კრახუნა

იმერულ ღვინოს სხვანაირი სითბო და სიყვარული ახლავს თან. კრახუნა საქართველოს ერთ-ერთი პრემიალური ხარისხის ღვინოა. ის მცირე ტირაჟით გამოდის, თუმცა ბედნიერი ის, ვინც ამ თეთრი მშრალი ღვინის გემოს გაიგებს. სტანდარტული ღვინის არომატის გარდა, თაფლის არომატსაც შენიშნავთ. დროსთან ერთად კრახუნას მეტად დინჯი და მყარი გემო უყალიბდება. მწიფე ყვითელი ხილისა და მცენარეების ტონები მის მოოქროსფერო ჩალისფერ შესახედაობას უფრო ალამაზებს.

კრახუნას ღვინის გამოსაწრთობად მხოლოდ ნარჩევი მტევნები იკრიფება და დამზადების ყველა ეტაპს დიდი სიფაქიზით გადის. 18% შაქრიანობაზე დაკრეფის შემდეგ მოსავალი რეზერვუარში გადააქვთ, სადაც 15 საათს აყოვნებენ. ამის შემდეგ სადუღარ რეზერვუარებში იყრის თავს იმერული კრახუნა, რის შემდეგაც 12 გრადუსის ტემპერატურაზე იწყებს დუღილს. ბოლოს ხდება მისი დასაწყობება და დაძველება. მისართმევად 14 გრადუსი იდეალურია.

სად შეიძლება გაუსინჯო გემო? რადგან შედარებით იშვიათი ჯიშის ყურძენია, ნაკლები ტირაჟით იწარმოება და მისი შეძენა აკოჰოლის მაღაზიებშია შესაძლებელი. თუმცა, მშობლიურ იმერეთში აუცილებლად მოიძებნება ოჯახი, რომელიც დიდი სიამოვნებით გაგიამასპინძლდებათ და დაგაგემოვნებინებთ იმერულ კრახუნას ცხეკ მჭადთან და იმერულ ყველთნ ერთად..


თეგები: #ღვინო #ღვინის ფესტივალი #ქართული ღვინო #ყურძენი #უსახელოური #ჩელთი #ქინძმარაული #ახაშენი #წინანდალი #ხვანჭკარა #კრახუნა
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი