დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
23 სექტემბერი, 2021

რთველი საქართველოში

კატეგორია: ინფორმაცია

გარდა საუკუნეების ისტორიისა, რომლის უმეტესი ნაწილიც მუდმივ თავდაცვასა და თავისუფლებისკენ სწრაფვას მოიაზრებდა და, რომლითაც გვიცნობს მთელი მსოფლიო, ალბათ არის კიდევ ერთი რამ რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. აქ არსებული ყურძნის 500-ზე მეტი ჯიში და ღვინის დამზადების უნიკალური წესი, ამ ყველაფერზე ლაპარაკს კი მუდამ თან ახლავს, ერთი შეხედვით უბრალო რუტინული საქმე, თუმცა ბევრისთვის უმნიშვნელოვანესი, თითქმის დღესასწაული, რთველი. საქართველოში ,ეს უკანასკნელი, აგვისტოს ბოლოს იწყება და ზოგიერთ რეგიონში დეკემბრამდეც შეიძლება გაგრძელდეს. ყველაზე ადრე ყურძნის კრეფას, რა თქმა უნდა , აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი, დედოფლისწყაროში იწყებენ და დასავლეთის რეგიონებში ამთავრებენ. თუმცა, რთველი არ მოიაზრებს მხოლოდ ყურძნის დაკრეფას და ბევრისთვის წლის დამაგვირგვინებელი და სასიცოცხლო მონაკვეთია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ზოგადი ტრადიციები, იქნება ეს სპეციალურად დაწნული კალათები, ამ დღისთვის დაკლული ცხოველი, თუ გამომცხვარი პური, მაინც ცალკეული ოჯახებისთვის ტრადიციები ინდივიდუალურია და შეიძლება ზოგ ოჯახში შეუძლებელი იყოს რთველის მზიანმა დღემ დიასახლის მიერ მომზადებული ლობიანის გარეშე ჩაიაროს. ზოგან ტრადიციად არის ქცეული დედას პურის გამოცხობა, ან კრეფის პროცესში ,,შემოდგომა შემოსულას“-ს სიმღერა. რთველი განსაკუთრებულად ასოცირდება კახეთის რეგიონთან და ლოგიკურადაც ამ კუთხის მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტს ვენახის მოვლა წარმოადგენს. პროცესი, რომელიც ერთი შეხედვით მოიცავს მხოლოდ ერთ დღეს, სინამდვილეში ერთწლიანი დაუღალავი შრომის შედეგია და ვენახი მთელი წლის მანძილზე სპეციალურ მოვლას საჭიროებს, რომელიც მოიცავს გასხვლას, ვაზის გადარგვას, შეწამვლას, ნიადაგის დამუშავებას. ყველა ნახსენები ეტაპისთვის კი წლის განსხვავებული მონაკვეთია საჭირო. საბოლოოდ კი შემოდგომით მოსავლის აღებით სრულდება, თუმცა არა საბოლოოდ, რადგან გასხლულ ტოტებს აგროვებენ, ან წნავენ და ამით ნიადაგს სამომავლოდ ანოყიერებენ. სწორედ ამის შემდეგ იწყება ყურძნის დაწურვა და იმის მიღება, რაშიც ლათინური გამონათქვამის მიხედვით ჭეშმარიტებაა. ღვინო, ეს ის არის რაც წლებია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლებს იზიდავს საქართველოში. კახეთის ტერიტორიაზე მრავალი სასტუმროა, რომლის ტერიტორიაზეც ვენახის ან მარანის სტუმრობაა შესაძლებელი. ერთ-ერთ ასეთ სასტუმროს წარმოადგენს სოფელ კარდენახში მდებარე ,,ამპელო“, რომლის იტალიურ იერსახეს პატარა მარანი კიდევ უფრო ალამაზებს.

ტურისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო სწორედ ღვინის დაწურვისა და შენახვის ტრადიციების მოსმენაა. ასევე მათ საქართველოში არსებული უამრავი მარანის არა მარტო დათვალიერება შეუძლიათ, არამედ ღვინის პირდაპირ ქვევრიდან დაგემომნებასაც შეძლებენ. ისტორიული ქვევრები და მათი რეკორდული რაოდენობა ჩვენს პატარა ქვეყანაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია. მიმდინარე სეზონზე კი გააქტიურებულია ხოლმე ღვინის ფესტივალები. ამ კუთხით აქტიურია რაჭის რეგიონი, რომელიც საკმაოდ ცნობილია ღვინო ,,ხვანჭკარას“ დაყენებით, რომელიც იწარმოებმა აქ არსებული ორი ჯიშის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის შერევით და წითელი ნახევრად ტკბილი ღვინოც მზად არის. მიუხედავად იმისა, რომ რაჭა მეღვინეობისთვის პატარა რეგიონს წარმოადგენს, აქ არსებული ყურძნის ჯიშები უნიკალურია, ასევე მოსახლეობის უმრავლესობას, ვენახებთან ერთად პატარა ტალავერიც აუცილებლად აქვთ.

აღმოსავლეთის რეგიონთან შედარებით ნაკლებად ასოცირებდა რთველთან დასავლეთ საქართველო, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ გურიაში არსებული ყურძნის დომინანტი ჯიში - ადესა - და გადაშენების პირას მყოფი მივიწყებული, თუმცა ყურძნის უგემრიელესი სახეობა - ჩხავერი. ამ ჯიშს განსაკუთრებული მოვლა ჭირდება და ნამდვილად დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ მისგან დაყენებული ღვინის დაგემომნების შემდეგ ადამიანი აუცილებლად ღირსეულად ჩათვლის გაწეულ შრომას.


თეგები: #ტრადიცია #რთველი #ყურძენი #ვენახი #ღონისძიება
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი

მსგავსი სტატიები
არტ-გენ ფესტივალი
საინტერესო ადგილები, ინფორმაცია, შოპინგი, კულტურა, ისტორია

არტ-გენ ფესტივალი

თარიღი: ივლისის ბოლო
1 Comments