დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
29 აპრილი, 2021

წაჩხურობა

კატეგორია: კულტურა ისტორია

წაჩხურობის დღესასწაული სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ყოველწლიურად აღინიშნება, აღდგომის მომდევნო კვირაში, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს. დღევანდელი ტაძრის ადგილას VII საუკუნის ეკლესია მდგარა, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ განახლებულმა, XVIII საუკუნის ტაძარმა მოაღწია. წაჩხურობას მთავარანგელოზის ეკლესიაში უშვილო წყვილები მთელი საქართველოდან მიდიან მოსალოცად და წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს წყალობას შესთხოვენ. მომლოცველებს პატარა აკვნები (ზოგჯერ აკვანში თოჯინაც წევს) მიაქვთ ეკლესიაში.

წაჩხურობის დღესასწაულზე ტარდება სპეციალური წირვა უშვილოებისთვის, მათ ლოცვებში იხსენიებენ და წყვილები ეზიარებიან. გარდა მთხოვნელებისა, ამ დღეს ტაძარს ბევრი მადლიერი ადამიანიც სტუმრობს. ცნობილია, რომ წაჩხურობას წარმართული დღესასწაული უდევს საფუძვლად, რომელიც შემდეგ მცირედი სახეცვლილებით ქრისტიანულ კულტურას შეერწყა. დღესასწაულზე სოფელ წაჩხურში ყველა ოჯახში საგანგებოდ იშლება სუფრა, ყველა ადამიანს შეუძლია, ნებისმიერ ეზოში შესვლა და დაპურება. ითვლება, რომ ვინც მეტ სტუმარს უმასპინძლებს, მადლი იმ ოჯახზე გადმოვა. წაჩხურობის დღესასწაული ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეულია უძველეს ქართულ დღესასწაულებს შორის, რომელმაც დღემდე მოაღწია და რომელშიც ჩანს ქრისტიანობასთან მორგებული და შერწყმული წინარექრისტიანული კულტურის კვალი.

ამ ღონისძიებაზე დასასწრებად იხილეთ ტურები წაჩხურობაზე

თეგები: #ისტორია #კულტურა #ტრადიცია #წაჩხურობა
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი