დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
28 აგვისტო, 2018

5 მიზეზი საქართველოს მოსანახულებლად

კატეგორია: ინფორმაცია

საქართველო დაუვიწყარი მოგონებების ქვეყანაა. დაჯილდოვებული მომხიბვლელი ბუნებით, მზიანი სანაპიროებით, გამოქვაბულებით, უხვი ველური ბუნებით, კანიონებით და კულტურით. ამ პატარა ქვეყანას ყველაფერი აქვს. ის აკმაყოფილებს ყველას ინტერესს, გემოვნებას, ბიუჯეტს და ასაკს. ყველაფრის მნახველ მოგზაურსაც კი გაუჭირდება ქვეყნის სილამაზის უარყოფა. იმის გამო, რომ საქართველო განსხვავდება ყველა სხვა ქვეყნისგან, ის გაძლევს უნიკალურ გამოცდილებას, რომლის მიღება სხვაგან თითქმის შეუძლებელია.
საქართველო თავგადასავლებლის მაძიებლებს აღაფრთოვანებს. უამრავი მიზეზი არსებობს რატომაც კავკასიის ამ პატარა ქვეყანის ნახვა ღირს, მაგრამ ახლა 5 მათგანზე გიამბობთ.


1. ისტორი

საქართველოს დიდი ისტორიული მემკვიდრეობა აქვს, რომელიც იწყება ძვ.წ IV საუკუნიდან, როდესაც საქართველოს გაერთიანებული სამეფო ერთი მეფის ქვეშ გაერთიანდა. მას შემდეგ ქვეყანას აქვს თავისი იდენტობა და მდიდარი ისტორია. თავად ქვეყანა გვიამბობს ისტორიას სხვადასხვა ეპოქისა და დამპყრობლების შესახებ, თავისი ძველისძველი ეკლესიებით, ციხე-სიმაგრეებით და ნანგრევებით.
საქართველო გაგაოცებთ მაშინაც, კი, თუ ისტორიის მოყვარული არ ხართ.


2. ადამიანები

საქართველოს მონახულება მისი მოსახლეობის გამოც ღირს. თავისი ტემპერამენტით, მეგობრულობით, სტუმართმოყვარეობით და იუმორის გრძნობით, ქართველების კომპანიაში თავს მშვენივრად იგრძნობთ. ქართველებისთვის დამახასიათებელია თბილი სტუმართმოყვარეობა, მათ სურთ თავის სტუმარს ასიამოვნონ, რადგანაც ქართველებისთვის სტუმარი ღვთისაა. ასე რომ არ გაგიკვირდეთ უცხო ადამინებმა, რომ დაგპატიჟონ, სხვადასხვა საჭმლისა და ღვინის გასასინჯად. 


3. დამალული მშვენება

საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და ტურიზმი ახლა იწყებს აღორძინებას. ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის გადატვირთული ტურისტებით. ამიტომაცაა, რომ ტურისტებისთვის ქვეყნის გაცნობა საკმაოდ კომფორტულია, ყოველგვარი გართულებებისა და რიგის გარეშე.
კავკასიის რეგიონში იდეალურად განთავსებულ საქართველოს, აქვს ბუნების საოცარი მრავალფეროვნება. ქვეყანას გააჩნია რთული მემკვიდრეობა, თავისი ადგილმდებარეობით დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გასაყარზე.
მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა, ის გამოირჩევა ბუნებრივი ლანდშაფტის დაუჯერებელი ნაირსახეობით, ზოგიერთი მისტიკურია, ზოგი უკიდურესად ლამაზი. ერთი რამ ნათელია საქართველო არის ზღაპრული ქვეყანა ბუნების საოცრებებით. ქვეყნის ერთ რეგიონში არის საოცარი მთები, მეორეში უდაბნო, მესამე ნაწილში შავი ზღვაა თავისი სილამაზით და ა.შ.


4. ღვინო

როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ღვინის რეგიონი, ის ღვინის მოყვარულთათვის ფრიად სასურველი ადგილია. საქართველოში ღვინის ისტორია ძვ.წ 6000 წლიდან იწყება. ქართული ღვინო კლასიფიცირებულია, როგორც ტკბილი, ნახევრად ტკბილი, მშრალი, ნახევრად მშრალი, მაგარი და ცქრიალა. საქართველოში ცნობილია ენდემური 540 სახეობის ვაზის ჯიში. ღვინით აღინიშნება ნებისმიერი დღესასწაული.


5. იაფია

ფასები ქალაქების, რეგიონებისა და რა თქმა უნდა სეზონის მიხედვით განსხვავდება, მაგრამ მთლიანობაში საქართველო იაფი მიმართულებაა ტურისტებისთვის. ტრადიციული ქართული საჭმელი იაფია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უმრავლესი მიმართულებით ძვირი არ არის.

მარტივია დაინახო, თუ რატომაა ეს მომხიბვლელი ქვეყანა სრულყოფილი სამოგზაუროდ. უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის წყალობით, საქართველოში მოსანახულებელი ადგილები მთელი მოგზაურობის განმავლობაში გეყოფათ.

თეგები: #ისტორია #სილამაზე #იაფი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი