დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
30 მარტი, 2020

საქართველოს ისტორია

კატეგორია: ისტორია

საქართველო უდიდესი და უძველესი ისტორიის მქონე პატარა ქვეყანაა. საუკუნეთა განმავლობაში ის მუდმივად დიდი იმპერიების ბრძოლის ასპარეზი იყო სტრატეგიული მდებარეობის გამო. თუმცა მან მაინც მოახერხა გადარჩენა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. ადამიანი აქ 1 800 000 წლის წინ დასახლდა და პირველი ევროპელი სწორედ Homo georgicus-ქართველი ადამიანი იყო. დაწყებული გამოქვაბულში მცხოვრები ჰომო გეორგიკუსით აქ უწყვეტად მიმდინარეობდა ევოლუციისა და კულტურული განვითარების პროცესები.

ძვ.წ. II ათასწლეულში კი პირველი ქართული სახელმწიფოები დიაოხი და კოლხა წარმოიქმნა. ისინი ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა მომთაბარე ტომებმა დაამხეს. ძვ.წ VI-IV საუკუნეებში კი კოლხეთისა და იბერიის სამეფოები ჩამოყალიბდა. კოლხეთის ძლევამოსილება ძველ ბერძნულ მითშიც აისახა, აქ იმოგზაურეს არგონავტებმა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. იბერიის მეფეს ფარნავაზს უკავშირდება ქართული დამწერლობის შექმნა.

საქართველოსთვის გარდამტეხი აღმოჩნდა IV საუკუნე. 326 წელს ქვეყანაში წმ. ნინო კაბადოკიელმა ახალი რელიგია - ქრისტიანობა შემოიტანა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქვეყნის სამომავლო განვითარება. შუა საუკუნეებში საქართველოში სამეფო სამთავროები ყალიბდება, რის შემდეგაც იწყება ბრძოლა გაერთიანებისთვის. ქვეყანა XII საუკუნეში უდიდესმა ქართველმა მეფემ - დავით აღმაშენებელმა გააერთიანა. მან შეძლო საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ ექცია. ჩვენი ქვეყნის ოქროს ხანად კი თამარ მეფის მოღვაწეობის პერიოდი ითვლება. ამ დროს ქვეყნის ძალაუფლებამ და განვითარებამ მწვერვალს მიაღწია. ქვეყნის გაძლიერებამ კი შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის, ფერწერისა და პოეზიის აყვავება განაპირობა. ოქროს ხანას დაღმავლობა, დაშლა და ირანისა და ოსმალეთის ბატონობა მოჰყვა.

XVIII საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველო კვლავ ერთიანდება და დამოუკიდებლობასაც მოიპოვებს, თუმცა მცირე ხნით. მომავალი საფრთხეების გამო, 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატით, ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის პროტექტორატი გახდა, 1801 წელს კი მისი რიგითი გუბერნია. 1918 წელს, რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ, საქართველომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა. მაგრამ თავისუფლება დიდხანს არც ამჯერად გაგრძელებულა. 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. საუკუნოვანი უთანასწორო ბრძოლების შემდეგ 1991 წელს საქართველომ საბოლოოდ მოიპოვა დამოუკიდებლობა. თუმცა სისხლისღვრა და ბრძოლა გადარჩენისთვის დამოუკიდებლობის მოპოვებით არ დასრულებულა.

90-იანი წლებიდან, აფხაზეთის ომის შემდეგ, აფხაზეთის რეგიონი საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს და ის მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. 91-92 წლებში საომარი მოქმედებები განვითარდა ცხინვალის რეგიონშიც, სადაც სეპარატისტულმა ძალებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სახელწოდებით - „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა“. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა და რეგიონის მთელ ტერიტორიას დღემდე რუსეთის საოკუპაციო არმია აკონტროლებს.

საქართველომ გაუძლო ისეთი დიდი იმპერიების შემოსევებს, როგორიცაა: ბიზანტია, სპარსეთი, მონღოლთა იმპერია, ოსმალეთი და სხვა. მიუხედავად ათასწლეულების მანძილზე გამოვლილი მუდმივი ქარტეხილებისა, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არასოდეს კარგავს სასიცოცხლო ძალებსა და თავისუფლების წყურვილს. ის იბრძვის წინსვლისთვის და არასოდეს ნებდება.  


თეგები: #ისტორია #საქართველო
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი