დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
23 ნოემბერი, 2018

გზამკვლევი უფლისციხის აღმოსაჩენად

კლდეში ნაკვეთი ქალაქი - უფლისციხე

კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქებს შორის უფლისციხე ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია საქართველოში. უფლისციხე, ისე როგორც ვარძია და დავით-გარეჯი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჯერ კიდევ ძველ დროში ციხე-ქალაქები არსებობდა საქართველოში. უფლისციხე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს.

შიდა ქართლის, ტომთა გაერთიანების მთავარი მამასახლისი უფალი იყო. სწორედ, მის სახელთან არის დაკავშირებული უფლისციხე. მას რელიგიური ავტონომიაც გააჩნდა ამ ადგილას და რა გასაკვირია, რომ უფლისციხე წარმართული რელიგიური ცენტრი იყო.

უფლისციხისკენ გზაზე

დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ განსხვავებული კულტურების გზაჯვარედინზე დგახარ. თუ ნაბიჯს წინ გადადგამ, ძველ დროში შეაბიჯებ და იმაზე მიუთითებ, რომ მზად ხარ უფლისციხის კარიბჭის გადასალახად.

როგორც კი სვლას დაიწყებ ზევით და ზევით, მით უფრო დიდი სურვილი გიჩნდება, რომ სვლა არ შეწყვიტო. თავდაპირველად კიბეების საფეხურებს აუყვები და შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევ წინ ქალაქის ცენტრალური ნაწილისკენ. ცდილობ იმ ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების რუტინა წარმოიდგინო გონებაში, რომელთაც ყველაფერი რასაც ხედავ ხელით შეუქმნიათ. ქალაქში კუთხეში ნიშნულებია, რომელიც დაგეხმარება დროში გამოგზაუროს და გაგარკვიოს თუ ქალაქის რომელ ნაწილში იმყოფები.

უფლისციხე, კავკასიის ცენტრალურ ნაწილადაც მიიჩნეოდა, რომელიც უძველესი დასახლება იყო. კლდეში ნაკვეთი ქალაქი ზევიდან გადმოჰყურებს მდინარე მტკვარს, რომელიც ქალაქსა და მის ირგვლივ არსებულ დასახლებას ორ განსხვავებულ ნაწილად ჰყოფს.

შენ გექნება შესაძლებლობა დაათვალიერო განსხვავებული სახის დარბაზები, რომლებიც ძირითადად ქალაქის სიმდიდრეზე მიუთითებს. დარბაზები ძირითადად ქუჩებს მიუყვება. შთამბეჭდავი სანახაობაა თითოეული დარბაზის დათვალიერება, რადგან ყოველ მათგანს მისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული დიზაინი გააჩნია.

გზა და გზა ღვინის სარდაფებსა და საწნახელებს შეხვდები. იქ აღმოჩენილი ჭურჭელი მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ქალაქში მეყურძნეობა იყო განვითარებული.

ეს ყველაფერი არ არის, ქალაქში საიდუმლო გვირაბიც არის. გვირაბი, უფლისციხის შიდა ქალაქთან ახლოს მდებარეობს და მდინარე მტკვართან გადის. ქალაქის დათვალიერება, ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი გამოცდილება იქნება შენთვის. ასე რომ, თუ თქვენს მოგზაურობას გიდის გარეშე შეუდგებით, ქალაქში მოსეირნე ძაღლიც შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ერთგული მეგზური. ვინ იცის?

რჩევა: თუ გადაწყვეთ გვირაბის დათვალიერებას, ბოლო სანახავ ადგილას მოიტოვეთ. გვირაბის საშუალებით გასასვლელისკენ გამოემართებით.

როგორ წავიდეთ უფლისციხეში?

სამწუხაროდ, უფლისციხეში ტრანსპორტი პირდაპირ არ დადის. შესაძლებელია, დიდუბიდან გადიოდეს ტრანსპორტი სოფელ ქვახვრელის მიმართულებით, საიდანაც დაახლოებით 20 წუთის სავალზეა უფლისციხე.

მცხეთის მიმართულებით: გავიარეთ მცხეთა, არმაზი, კავთისხევი და სოფელი ქვახვრელი. დაახლობით 1 საათი და 50 წუთი დასჭირდება, რომ უფლისციხეში ჩახვიდეთ.

იქიდან ქალაქ გორის მიმართულებით შეგიძლიათ წამოსვლა: სოფელ ქვახვრელიდან გორი დაახლოებით 12 კილომეტრში მდებარეობს. გორიდან თბილისისკენ გზა დაახლოებით 2 საათია. ორივე მიმართულება დაახლოებით ერთი და იმავე დროს მოითხოვს. თუ გსურს რომ შენი მოგზაურობა უფრო მეტად მრავალფეროვანი იყოს, ორივე გზით სარგებლობა ხელსაყრელია.

სამუშაო საათები და ფასები:

თუ მოგზაურობას 1 ნოემბრიდან 1 აპრილამდე გეგმავ, უფლისციხეში შესვლას 10:00- დან 17:00-მდე შეძლებ. ხოლო თუ მონახულებას 1 აპრილიდან 1 ნოემბრამდე აპირებ, 10:00-დან 18:00-მდე იქნება ღია უფლისციხის კარები შენთვის.

ბილეთის ფასი:

ბილეთის საფასური წლოვანების მიხედვით განსხვავდება.

მოზრდილებისთვის 7 ლარი,

მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის 1 ლარი,

გიდის მომსახურეობა 25 ლარი,

აუდიო გიდის მომსახურება 10 ლარი.

6 წლამდე ბავშვები ბილეთის გარეშე დაიშვებიან.

საკვები ობიექტები:

საკვები ობიექტები არც ისე ბევრია უფლისციხეში მაგრამ რამდენიმე ვარიანტი მაინც არსებობს. დაახლოებით ორი ან სამი კაფეა უფლისციხეში. ბილეთის საფასურის გადახდის შემთხვევაში შიგნით შეიძლება მიირთვათ კაფეში თუ სურვილი გექნებათ. შესასვლელის მახლობლად, მეორე კაფე მდებარეობს. მე თუ მკითხავთ ეს ადგილი უფრო კარგი არჩევანია, რადგან ირგვლივ ხეებითაა შემოსილი. თუ პიკნიკის მოყვარული ხართ, თქვენთვისაც მოიძებნება სხვა ადგილი. ამისათვის იქვე ხის მაგიდები და გრძელი სკამებია მოთავსებული. მოკლედ რომ გითხრათ, ყველანაირი საშუალება არსებობს რომ დღის ბოლოს მშიერი არ აღმოჩნდეთ.

ბილეთის ყიდვის შემთხვევაში ტუალეთით სარგებლობა უფასოა.

თეგები: #ისტორია #საინტერესო ადგილები
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი
Veriko Bitsadze
Veriko Bitsadze

ბილეთის ფასი არის არა 7 ლარი არამედ 15 ლარი,რაც წარმოუდგენლად მაღალი ფასია....ეს ფასი არ უნდა იყოს არანაირად საქართველოს მოსახლეობისთვის. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სად არის ამ დროს საინტერესოა....ქართველმა თავის მიწაზე მისი ისტორიის საკუთრება ვერ უნდა ნახოს??!!!

დაწერეთ კომენტარი