დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
28 აგვისტო, 2018

თუშეთი - საქართველოს ულამაზესი მხარე

თუშეთი - საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება დაღესტანი, დასავლეთით – ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით – ჩეჩნეთი, სამხრეთით კი კახეთი.
თუშეთის ტერიტორიის დასახლება უძველესი დროიდან დგინდება. დროთა განმავლობაში დაიწყო მოსახლეობის ლტოლვა ბარისაკენ, რაც სხვადასხვა მიზეზებმა გამოიწვია. დღეისათვის თუშეთის ტერიტორიაზე მცხოვრები თუშები ზამთარში საცხოვრებლად ბარში ჩამოდიან. კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. თუშეთმა კი საზაფხულო საძოვრებისა და სეზონური საცხოვრებლის ფუნქცია შეიძინა.

არქიტექტურა

თუშეთში აღტაცებას იწვევს ადგილობრივი არქიტექტურა. სოფლებში უპირატესობა ენიჭება შეჯგუფებულ დასახლებას, თითოეულ სოფელში რამდენიმე თავდაცვითი და სასიგნალო ციხე-კოშკი დგას, რომლებშიც შემოსევების დროს თავს აფარებდა მოსახლეობა. დღეისათვის საცხოვრებელმა ციხე-კოშკებმა დაკარგეს თავისი ფუნქცია, მოსახლეობამ დაიწყო მათი გადაკეთება ახალი ტიპის საცხოვრებლად, ასევე ახალი ტიპის აივნიანი სახლების მშენებლობა.
სახლები და ციხე-კოშკები ძირითადად სიპი ქვის მშრალი წყობითაა აგებული, დახურილია ასევე სიპი ქვების კრამიტისებური წყობით, ფანჯრები და აივნები მოჩუქურთმებული ხით არის გაკეთებული, ყველას განსხვავებული რიკული და ფორმა აქვს, თითოეული დეტალი ცალკე ხელოვნების ნიმუშია და ყველაფერი ეს სოფელს საუცხოო სანახავს და განუმეორებელს ხდის.

გზა

მანძილი დედაქალაქიდან თუშეთის ადმინისტრაციულ ცენტრამდე, ომალომდე 200 კმ-მდეა, ამ მანძილის დასაფარად დაგჭირდებათ დაახლოებით 5-6 საათი, გზის სირთულის გამო უღელტეხილის გავლა, რომელსაც აბანოს უღელტეხილს უწოდებენ, მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი. საავტომობილო გზა გახსნილია ძირითადად მაისის ბოლოდან სექტემბრის თვის ბოლომდე. საავტომობილო გზის გარდა თუშეთში მოხვედრა შესაძლებელია სხვადასხვა ბილიკებით, ერთ-ერთი საინტერესო ბილიკია ხევსურეთიდან აწუნთის ურელტეხილის გავლით, რაც ორმაგად საინტერესო იქნება თქვენთვის, მაგრამ არა მარტივი. ვისაც სირთულეები იზიდავს ნამდვილად ისიამოვნებს არ მარშრუტით.

დიკლო

თუშეთში მოგზაურობისას სოფელ დიკლოში გავესაუბრე ადგილობრივ ბებოს მაშოს რომელიც პირველი უბრუნდება სოფელს მაისის დასაწყისში, როცა ჯერ კიდევ გზები ჩაკეტილია. მესაზღვრეების ვერტმფრენით მოიჩქარის თავის მიწა წყალზე. მაშო ბებო თავის ასაკთან შედარებით არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ენერგიასაც არ უჩიოდა, ისიც განაცხადა, რომ 80 წლის განმავლობაშ ექიმი არ დასჭირვებია და თუ ოდესმე ამის საჭოროება დაუდგებოდა უარს აცხადებდა, თანახმა მხოლოდ გამაყუჩებლის მიღებაზე იყო. ის 3 შვილის, 8 შვილიშვილის და 5 შვილთაშვილის პატრონი გახლდათ, თავისი შვილებისა და შვილიშილების სიყვარული ძალას მატებდა შრომაში, რომ ზაფხულის განმავლობაში ბევრი ნატურალური სარჩო მოეგროვებინა ზამთრისთვის, რათა ყველა შვილსა თუ შვილიშვილს საკმარისი ყველი და ერბო ჰქონოდა. ამასთანავე ამუშავებს მიწას და მოჰყავს ბოსტნეული ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი და ამბობს რომ თუშეთში მოყვანილ ბოსტნეულს სულ სხვა ფერი და გემო აქვსო. ნატურალურ, თავის ხელით მოყვანილ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს მიაწერდა თავის ჯამრთელობას, მხოლოდ ერთი გამონაკლისის გარდა, სოსისებზე უარს ვერ ამბობდა... (თან სოსისები არ მქონდა, თორემ აუცილებლად გავუმასპინძლდებოდი სასურველი პროდუქტით). მაშო ბებო საღამოობითაც კი არ კარგავს თურმე უქმად დროს, ამ ყველაფერთან ერთად ქსოვითაც ყოფილა დაკავებული, თავის მოქსოვილ წინდებს ყიდის და დამატებითი შემოსავალიც აქვს. მაშო ბებოს ერთ-ერთი შვილიც ზაფხულობით თუშეთში ამოდის და საქონელი ამოყავს. მაშო ბებო დიკლოში ბოლო მოსახლეა, საზღვართან რამდენიმე კილომეტრი აშორებს, მესაზღვრეებთან ძალიან ახლოს, როგორც მაშო ბებომ გვითხრა მუდმივად გვერდში უდგანან ერთმანეთს, ვის რა საჭიროება აქვს იმის მიხედვით. ზამთარში ისევ ბარში ბრუნდებიან და მიყვებიან ბარის ცხოვრებას.

შენაქო

ასევე გამორჩეული სილამაზე აქვს სოფელ შენაქოს. სოფელში შემაღლებულ გორაკზე დგას შენაქოს სამების ეკლესია. აქაც როგორც ყველა სხვა დანარჩენ სოფელში ტრადიციებს მიჰყვებიან. ტაძართან ახლოს არის ადგილი სადაც დღეობაზე მიდიან და საკლავს კლავენ, შეწირული საკლავის თავის ქალასა და რქებს პატარა ნიშზე ალაგებენ, ამ ადგილას როგორც ჩანს მოსალოცად მოდიან სანთლებს ანთებენ და ალბათ შენდობასა და შემწეობას ითხოვენ. ამ ტერიტორიაზე სადაც ნიშა დგას მანდილოსნების მისვლა აკრძალულია, ადგილობრივებიც მტკიცედ იცავენ ტრადიციას და თვალყურს ადევნებენ თუ ვინმე ტარდიციის არ მქონდე მოინდომებს ამ ადგილის მონახულებას, მაშინვე ამცნობენ ტრადიციის შესახებ.

ფარსმა

სოფელ ფარსმაში, რომელიც კიდევ ერთი ულამაზესი სოფელია თუშეთში, რამდენიმე ციხე-სიმაგრე და კოშკია შემორჩენილი, რომლებიც სოფელს მომხიბვლელობას მატებს. ამ სოფელშიც ტრადიციებს დიდ პატივს სცემენ. ფასრმა მოვინახულეთ მარიამობის დღესასწაულზე, ადგილობრივები აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულს თავიანთი ტრადიციების მიხედვით და ჩვენც მიგვიპატიჟეს და გვთხოვეს 3 ჭიქა ღვთის სადიდებელი შეგვესვა. მამაკაცები განცალკევებით იდგნენ და ვაჟები იქ მიიპატიჟეს ხოლო ქალები შორიახლოს იდგნენ ბავშვებთან ერთად და ქალები ქალებთან მიგვიპატიჟეს. ტრადიციულად საკლავი იკვლებოდა. საკლავი მოყავს არა მთლიანად სოფელს არამედ ერთ-ერთ ოჯახს, შესაძლებელია რამდენიმემაც შესწიროს, ვისაც კი შეწირვა სურს. გოგონა რომელმაც მიგვიპატიჯა სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა და მეც დავინტერესდი მათი ცხოვრებით. გოგონას სახელი სამწუხაროდ არვიცი... გამომრჩა კითხვა ლაპარაკს შეყოლილს... საკლავს კლავდა თავისი მაზლი, თან ახლდა თავისი პატარა გოგონა, რომელიც 3 წლის იყო (თავისი ასაკის თქმა თითების ყველანაირი კომბინაციით სცადა და ბოლოს მიიღო სასურველი ვარიანტი) მალი ერქვა (მარიამი, თავის სახელს ასე გამოთქვამდა) და მარიამობას აღნიშნავდნენ. ადგილი სადაც საკლავს კლავდნენ სოფლის ცენტრი იყო, აქვე ინტერესს იწვევდა ადგილი, რომელსაც ხის მესერი ჰქონდა შემოვლებული და შუაში დიდი ზომის ბრტყელი ქვები იყო მიწაში ნახევრად ჩაფლული, ეს ადგილი ადგილობრივებისთვის წმინდა ადგილია და მას მაქციის ხატს უწოდებენ, აქაც როგორც ყველა სიწმინდესთან ქალების მისვლა აკრძალული იყო, ამ ხატთან ლოცულობდნენ მხოლოდ კაცები, საკლავს კლავენ და ხატს სტხოვენ ყველანაირი უბედური შემთხვევისგან მფარველობას. სოფელში შემაღლებულ გორაზე კი დიდი სალოცავი იდგა და მის წინ საფლავები იყო, როგორც გოგონამ გვითხრა პიროვნების სიდიადის მიხედვით განისაზღვრება საფლავის მდებარეობა სალოცავთან, ამ ადგილას ქალების მისვლა აკრძალული იყო როგორც ყველა სხვა სალოცავთან. სასულიერო პირების ნებართვის მიუხედავად ისინი მაინც იცავენ თავიანთ ტრადიციებს და სალოცავის ტერიტორიაზე ერიდებიან მისვლას. ქალების საფლავებიც სალოცავის სასაფლაოზე იყო მაგრამ გალავნის გარეთ. საფლავები განსხვავებულია ბარის საფლავებისგან, ზოგის საფლავზე ნიშის მსგავსი ქვებია დალაგებული, ზოგის საფლავზე ბრტყელი ქვაა მიწაში ჩაფლული და ხელით აქვს ამოტვიფრული სახელი, გვარი და გარდაცვალების წლები.

რაც შეეხება დღეობას ჯერ მხოლოდ საკლავი დაკლეს, მოგვიანებით კი ყველა ოჯახს ვისაც რა ჰქონდა გამოჰქონდა და დიდ სუფრას შლიდნენ და აღნიშვნავდნენ დღესასწაულს. დღეობაზე ასევე შეხვდებოდით ადგილობრივების მიერ დამზადებულ ლუდს რომელსაც არაჩვეულებრივი გემო აქვს და მისი შეძენა მცდელობის მიუხედავადსხვაგან ვერ შევძელით.

ფარსმაში როგორც დანარჩენ სოფლებში ადგილობრივები მისდევენ მესაქონლეობას და მეცხვარეობას, ზოგიც უბრალოდ დასასვენებლად ამოდის ან ბავშვები ამოჰყავს, სახელმწიფო ეხმარება ასევე რომ მოაწყონ საოჯახო სასტუმროები, რაზეც დიდი მოთხვნაა ტურისტების მხრიდან, მაგრამ რადგან ადგილობრივებს შესაბამისი ფინანსები არ აქვთ სახელმწიფოსგან იღებენ დაფინანსებას.
მინდა ავღნიშნო ასევე მესაზღვრეების კეთილგანწყობა ტურისტების მიმართ, ცდილობენ ყველანაირი ინფორმაცია მოგაწოდონ, დახმარების ხელი გამოგიწოდონ და ბედნიერები არიან რაც უფრო მეტი მნახველი ეყოლება ამ მხარეს.


ჩემი აზრით თუშეთი ის ადგილია რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო, ყველა სოფელი გამოირჩევა თავსი უნიკალურობით და საერთო ჯამში თუშეთს შეუდარებელს ხდის. თუშეთის სრულად მოსანახულებლად დაგჭირდებათ დაახლოებით 4 დღე მანქანით, სასტუმრო ყველა სოფელშია, თუ კარავს ანიჭებთ უპირატესობას კარგი საბანაკე ადგილებიც ბევრია, კარგი კიარადა იდეალური, წყლის პრობლემაც არარის, ასე რომ შეგიძლიათ ჩაალაგოთ ჩანთა და თუშეთისკენ ჰერი ჰერი.
თეგები: #თუშეთი #ომალო #შენაქო #ფარსმა
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი