დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
17 ნოემბერი, 2021

თუშური დღეობები

იშვიათი სანახაობრივი ადგილია თუშეთი. მაინც რა ხდის თუშეთს განსაკუთრებულს?- თვალუწვდენელი ბუნება, ხელუხლებელი, პირველქმნილი ალპური ზონით; ცხვრის ხინკალი, თუშეთის გზა, რომელიც შესულია მსოფლიოს ხუთ ყველაზე საშიშ და ექსტრემალურ გზებს შორის, ისტორიული ძეგლები, კოშკები, ქვის მოპირკეთებული სახლები, სტუმართმოყვარე ადგილობრივები, დროის განსხვავებული შეგრძნებით. და რაც მთავარია, ხატობის დღეობები, რომელიც ყველა სოფელს საკუთარი აქვს. დიახ, თუშეთი გამოირჩევა თავისი ძველისძველი ტრადიციებით, რომელიც საბჭოური წინააღმდეგობის მიუხედავად დღემდეა შემორჩენილი.

თუშეთში ზაფხულის საკულტო დღეობების ციკლი - ათნიგენობები თუშური ტრადიციული დღესასწაულებიდან განსაკუთრებულია. აღდგომიდან მეასე დღეს იწყება და ორი კვირა ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში გრძელდება.


რას უკავშირდება ათნიგენობა?

აჟამად შემორჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. ხევსურეთში და ხევში მას ათენგენობას ეძახიან, თუშეთში - ათნიგენობას, ზოგან კი იმ ხატის სახელს, სადაც დღეობა იმართება. IV საუკუნის სებასტიის ეპისკოპოსის წმ. ათენოგენის სახელს უკავშირდება. მართალია, საქართველოში იერუსალიმური კანონარის შემოსვლისა და სომხური გავლენის საფუძველზე ათენოგენის კულტი დამკვიდრდა, მაგრამ ქართველ მთიელებში და ზემოდასახელებულ ხალხებში წმინდანის თაყვანისცემა, როგორც ჩანს, მისი სახელობის დღესასწაულმა დაჩრდილა. თუშური ათნიგენობები „მკვდართ რიგებს“ (მიცვალებულთა ხსოვნის დღეებს) მოსდევს, და თავისი მასშტაბურობით, ზამთრის „წელწდობების“ (შობა-ახლწლის დღეობების) ტოლია. იგი ღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა შორის ყველაზე შთამბეჭდავი და ნაირგვარი წეს-ჩეულებებით დატვირთული დღესასწაულია. ზოგადად, საქართველოს ამ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ამ მხარეში დღემდე შემორჩენილია უძველესი სოფლები თავისი არქიტექტურით, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებით, ტრადიციებითა და მოსახლეობის ყოფითი წეს-ჩვეულებებით. აქ დღემდე ცოცხლობს უძველესი რწმენა-წარმოდგენები, რომლებსაც ქრისტიანობა თავისებურად შერწყმია.

დღეობების პერიოდს (ლაშარობას, კოპალობას, იახსარობასა და მაღალოელობას, მარიამ ღვთისმშობლობას, ხახმატობას, კარატობას, სახეოსა და ღელეს წმინდა გიორგობას, თურსიეხობას) ათნიგენობებს ეძახიან. ხატობის ამგვარი დღესასწაულები აქაური რელიგიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც თან ახლავს შაირობა. ათნიგენობა არამხოლოდ საქართველოშია გავრცელებული, არამედ ვაინახებში, კერძოდ ინგუშებში, ასევე ჩერქეზებში, ადიღეელებში და ოსებშიც. ქართულ-ნახური ურთიერთობების თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია თიბვასთან დაკავშირებული ეს დღეობა. ხევსურები და ინგუშები მორიგეობით აწყობდნენ და ინგუში და ქართველი სტუმრების მონაწილეობა სავალდებულო იყო.


ვინ არის შულტა?

თითქმის ყველა სოფელს თავისი სალოცავი „ჯვარ-ხატი“ ჰყავს და მათი მოლოცვის, რელიგიური დღესასწაულების მდიდარი ტრადიცია არსებობს. თითოეულ სოფელში 2-3 სალოცავია, რომელსაც ყოველწლიურად თავისი მასპინძელი ოჯახი ჰყავს. თუშები მას შულტას ეძახიან, სოფლის მიერ ერთი წლით არჩეული ჯვარის ყმა. შულტა/მნათეს , ‘ხელოსნის’ ფუნქცია დღეობების ორგანიზება, ალუდის (თუშური ლუდის) მოხარშვა და სოფლის მცხოვრებლებისა და სტუმრების გამასპინძლებაა. ამ დროს ყველა სოფლის მთავარ ჯვარში გარკვეული კალენდარული თანმიმდევრობით ტარდება კულტმსახურება. შენობა, რომელშიც ლუდი იხარშება, საკრალურია და იქ ქალები არ შედიან.

როგორ აღინიშნება ათნიგენობები?

ათნიგენობის სარიტუალო ცერემონიებს უძღვება ,,ხელოსანი’’ - ჯვრის მსახური. მხოლოდ მას აქვს უფლება ,,გამოაბრძანოს’’ ჯვრის დროშა და ზარების ჟღრიალით აცნოს მთელს სამყაროს ათნიგენობის დაწყება. შულტა/მნათეს იგივე ‘ხელოსნის’ ფუნქცია დღეობების ორგანიზება და სოფლის მცხოვრებლებისა და სტუმრების გამასპინძლებაა. შულტა-მნათეს ევალება ლუდის, იგივე ალუდის მოხარშვა, რომელიც თუშეთში წმინდა სასმელად ითვლება. დღეობაზე მისულ ყველა სტუმარს ალუდით უმასპინძლდებიან.

დღეობა ჯვრის გამობრძანებით იწყება, იკვლება საკლავი, შემდეგ ხატის მსახური ალუდს, სუფრასა და სტუმრებს ლოცავს. ნაკურთხ სუფრას დღესასწაულის ლხინი, დროსტარება და გართობა ახლავს. იწყება პურ - მარილი: კაცები ცალკე სხდებიან, ქალები კი - ცალკე. ხატობისას იმართება დოღი, დგამენ „ქორბეღელას“. ქორბეღელა ასტრალური მნათობი- ღვთაების მაგიური რიტუალია. ხუთი კაცი მხარი-მხარს გადახვეული დადგება წრედ და მათ მხრებზე შეადგება სხვა ხუთი. ასე ააქვთ ქორბეღელა საჯარედან (თავმოყრის ადგილიდან) ჯვარისკარამდე (ხატამდე). აქაც სამჯერ შემოტრიალდებიან და ქორბეღელას დაშლიან.

პურობის შემდეგ იმართება გასართობი ხასიათის რიტუალური თამაშობანი. მაგალითად, ჩათარაობა ქალებისა და მამაკაცების ურთიერთშებრძოლების, ტყვედ აყვანისა და გამოსყიდვის ცერემონიალი. "ჩათარაობა" ეძღვნება მამრულ-მდედრული კოსმიური საწყისების აქტივაციას და სამყაროს შექმნის მაგიურ რიტუალს წარმოადგენს.

ეს დღესასწაული ხალხური ხელოვნების დიდებულ ფესტივალსაც წარმოადგენს. დღეობის დროს სოფელში მოხვედრილ სტუმარს აუცილებლად მიიპატიჟებენ სუფრაზე, მისი წარმომავლობისდა განურჩევლად.

თუშეთის სოფლებში ათნიგენობები, საკულტო რიტუალების მხრივ, თითქმის, ერთნაირი იყო, განსხვავება ვლინდებოდა საერო წეს-ჩვეულებებში, რომლებშიც გარკვეული რელიგიური-მაგიური რწმენა-წარმოდგენები იყო უკუფენილი და არსობრივად ადამიანისა და პირუტყვის ნაყოფიერების უზრუნველყოფას ემსახურებოდა.

ათნიგენობებს გამორჩეულად აღნიშნავენ ლაშარობას, დადალობას, ხითანობას, მადოლობასა და ტბათანობას.

ეს დღესასწაული ხალხური ხელოვნების დიდებულ ფესტივალსაც წარმოადგენს. დღეობის დროს სოფელში მოხვედრილ სტუმარს აუცილებლად მიიპატიჟებენ სუფრაზე.

ახლაც, ყველა სოფლის მთავარ სალოცავში კულტის მსახურება იმართება - ათევენ ღამეს, კლავენ საკლავს. ათნიგენობის განუყოფელი ნაწილია ალუდი (ლუდის ხარშვა) და ხითანობა (დოღი თუშური ცხენებით). სოფლებში - დართლოსა და შენაქოში შემორჩენილია უძველესი დროის სალოცავები. ამ სალოცავებში შესვლა ეკრძალებათ ქალებს.


ლაშარობა

თუშეთში წმინდა გიორგის რამდენიმე სალოცავია. "შავი" გიორგის წმინდა სალოცავს ლაშარი ეწოდება. მის სახელთანაა დაკავშირებული თუშების დღესასწაული ლაშარობა, რომელიც აღდგომიდან დაახლოებით ასი დღის შემდეგ იმართება შენაქოსა და ჩიღოში. ლაშარის ჯვრის დღესასწაულს 12 ივლისს აღნიშნავენ, იგი ერთი კვირა გრძელდება. უამრავი ხალხი მიემართება ლაშარის გორისაკენ და მიჰყავთ შესაწირი საკლავი. საკლავის დაკვლის უფლება მხოლოდ ხევისბერს აქვს.

ლაშარის ჯვრის თაყვანისცემა უფრო წარმართულ პერიოდს უკავშირდება. ფშავლებისა და თუშების ღრმა რწმენით, ლაშარის ჯვრის ხატი მოლაშქრე და მეომარი. იგი ომში ჯარს წინ უძღოდა ფრთიანი თეთრი ცხენით. ლაშარის ჯვრის წარმართულობაზე მიუთითებს აგრეთვე ცხოველების მსხვერპლად შეწირვის რიტუალი და მათი სისხლით განბანა. მთიელი ხალხის გაქრისტიანების შემდეგ ლაშარის სალოცავი ხალხმა მეფე ლაშა-გიორგის დაუკავშირა და ამ სახით ის ქრისტიანულ სალოცავად აქცია.

დღესასწაულზე იმართება ტრადიციული რიტუალები, იკვლება ცხოველები, ეწყობა ცხენებით შეჯიბრი. ხალხი მხიარულობს, ქეიფობს, მღერის და ღვინოს სვამს.

თუშეთობა იგივე ‘მეცხვარის დღე’

ყოველწლიურად, თუშეთის ცენტ ომალოში „მეცხვარის დღე“, იგივე „თუშეთობა“ ტარდება. დღესასწაულის მიზანი თუშების ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაცია და ტურიზმის ხელშეწყობაა. სპეციალურად მოწყობილ ფაცხაში, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ და მონაწილეობა მიიღონ ტრადიციული თუშური სამზარეულოს კერძების მომზადებაში. მოწვეული მომღერლებისა და ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი იმართება და მწყემსების აჯილდოვებენ. ღონისძიებაზე გამოფენილია როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები. მოეწყო ძველებური თუშურ-მწყემსური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ტრადიციული კუთხე.

ათნიგენობის დამთავრების შემდეგ იწყება საშემოდგომო სამუშაოები თიბვების და მოსავლის აღება-დაბინავების დატვირთული სეზონი.

თეგები: #თუშეთი #ისტორია #კულტურა #ტრადიცია #დღესასწაული #ტრადიციული დღეობები
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი