დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
19 მარტი, 2020

ქართული ანბანი

კატეგორია: კულტურა

ქართული დამწერლობა ერთ-ერთი უძველესია და ის მსოფლიოს 14 დამწერლობას შორისაა. 2016 წლის 30 ნოემბერს ქართული ანბანი იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ქართული დამწერლობის შემოღების შესახებ ზუსტი დამათარიღებელი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი - ლეონტი მროველი ფარნავაზ I-ს მიაწერს (ძვ. წ. III ს) ქართული ანბანის შექმნასა და ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას: “ამან განავრცო ენა ქართული, და არღა-რა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა, თჳნიერ ქართულისა: და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული”. დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის უძველესად ითვლება 430 წლით დათარიღებული პალესტინის ან ბირ ელ ყუტის ქართული მონასტრის წარწერა, რომელიც იერუსალიმში, ფრანცისკანელთა მუზეუმში ინახება. თუმცა ნეკრესის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოებისას აღმოაჩინეს წარებიანი ფილები. მიმდინარეობს წარწერების გამოკვლევა და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდები რომ, შესაძლოა ისინი წინარექრისტიანული პერიოდით დათარიღდეს.

არსებობს სამი სახის ქართული დამწერლობა: მთავრული, ნუსხური და მხედრული. მათგან უძველესი მთავრულია. თითოეულ მათგანს სახასიათო გრაფიკული სტილი აქვს, თუმცა ასოთა მოხაზულობის ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური ასომთავრულის განვითარების შედეგია, მხედრული კი - ნუსხურისა. ნუსხური დამწერლობის მაგალითები IX საუკუნიდან გვხვდება, მაგრამ მთლიანად ნუსხურით შესრულებული ხელნაწერები მხოლოდ XII საუკუნიდან არსებობს. ნუსხურის პარალელურად კვლავ იყენებდნენ ასომთავრულს ეპიგრაფული წარწერებისთვის, ასევე ხელნაწერებში სათაურებისა და საზედაო ასოების შესასრულებლად. ნუსხური დამწერლობა დღემდე გამოიყენება საეკლესიო ლიტერატურაში. მხედრული თანამედროვე ქართულ ანბანს ეწოდება და მისი მაგალითები XI საუკუნიდან გვხვდება. თანამედროვე ქართულ ანბანში 33 ასოა. ძველ ანბანში 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან 5 ილია ჭავჭავაძისეული (ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე) რეფორმის შმდეგ აღარ გამოიყენება. ეს 5 ასო ანბანიდან ამოაგდეს, რადგან ისინი ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ასოებით აღნიშნული ბგერები დღესაც გვხვდება ქართველურ ენებსა და დიალექტებში, როგორიცაა: ხევსურული, ფშაური, სვანური და სხვა.

მხედრულისათვის 1728 წელს ნიკოლოზ თბილელმა ზედა რეგისტრის, უშუალოდ მხედრულისგან წარმოებული „მთავრული“ ასოები შექმნა. „მხედრულის მთავრული“ ასოები გამოიყენება სათაურებში და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოსაყოფად. აღსანიშნავია, რომ სხვა ბიკამერული დამწერლობებისგან განსხვავებით, მთავრული და მხედრული ასოების კომბინაცია ერთი სიტყვის ფარგლებში, ქართულში მიღებული არ არის. XVIII საუკუნემდე საქართველოში რიცხვების ჩასაწერადაც ანბანის ასოებს ხმარობნდენ. ქართული დამწერლობის ერთ-ერთი უნიკალური მახასიათებელია, რომ ტექსტი ზუსტად ისე იკითხება, როგორც იწერება. ქართული ანბანი ყურადღებას იქცევს სილამაზითაც. დახვეწილი, რიტმული გრაფიკული მონახაზი ძალიან ესთეტიურად გამოიყურება. საყურადღებოა წითელი მელნის მნიშვნელობაც ქართულ ხელნაწერებში. წითლად გამოყოფდნენ ტექსტის ძირითად სათქმელს, უმნიშვნელოვანეს ფრაზებს, რაც ფუნქციურ დანიშნულებასთან ერთად დეკორატიულ ელემენტსაც სძენდა ხელნაწერს. ვეფხისტყაოსნის (აღორძინების ხანის უმნიშვნელოვანესი ქართული პოემა) ხელნაწერ გამოცემებში ყოველი სტროფის პირველი სიტყვა და ყოველი ტაეპის პირველი ასო წითელი მელნითაა შესრულებული. პირველი ქართული ნაბეჭდი ქართული წიგნი - „ქართული ანბანი ლოცვებითურთ“ 1629 წელს ქალაქ რომში გამოიცა. ამ წიგნისათვის ქართული შრიფტი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა შექმნა, რომელიც თეიმურაზ I-ის ელჩი იყო იტალიაში. საქართველოში კი პირველი სტამბა 1708-1709 წლებში დაარსდა, ვახტანგ VI-ის მეფობის დროს და მას ვახტანგ VI-ის სტამბა ეწოდება.

თეგები: #ქართული ანბანი #ქართული დამწერლობა
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი

მსგავსი სტატიები